საკრედიტო მხარი

საკრედიტო მხარი

როგორც წესი, დამწყებ ტრეიდერებს არ აქვთ დიდი ოდენობის საწყისი დეპოზიტი, ამიტომ ბროკერები მათ სთავაზობენ გარკვეულ კრედიტს, რომელიც გამოიხატება ტრეიდერის დეპოზიტის თანხის პროცენტულ თანაფარდობაში.

ფორექს მხარი არის ინვესტორის საკუთარი ფულადი სახსრების თანაფარდობა ბროკერის კრედიტის თანხასთან. თუ გაქვთ 10 აშშ დოლარი, ხოლო საკრედიტო მხარი არის 1:100, მაშინ ამ შემთხვევაში, სავაჭრო ოპერაციების განხორციელებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ 1 000 აშშ დოლარი. ანუ კრედიტის გამოთვლა მარტივია – დეპოზიტზე არსებილი თანხა მრავლდება საკრედიტო მხარის რაოდენობაზე, ანუ განხილულ შემთხვევაში 100-ზე.

როგორც წესი, ბროკერები ტრეიდერებს სთავაზობენ შემდეგი ზომის საკრედიტო მხრებს: 1:1, 1:10, 1:50, 1:100, 1:200, 1:500 და 1:1000 (უკვე 1:2000 საკრედიტო მხრიანი სავაჭრო სპეციფიკაციებიც გამოჩნდნენ ბაზარზე).

როგორ ავირჩიოთ საკრედიტო მხარი:

მცირე თანხებით ვაჭრობის დროს მიზანშეწონილია დიდი ზომის საკრედიტო მხრის არჩევა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მოგების შემოსავალი იქნება მცირე რაოდენობის, განსაკუთრებით ეს ეხება ცენტურ ანგარიშებზე ვაჭრობას. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ასეთი არჩევანი იწვევს რისკების ზრდასაც. სავაჭრო პოზიცია ხდება საკმაოდ მგრძნობიარე ფასის მინიმალურ რყევებთან მიმართებაში, რამაც საერთო ჯამში შესაძლებელია დეპოზიტის დაკარგამდეც კი მიგვიყვანოს. ამიტომ, ვაჭრობის ასეთი ვრიანტის არჩევის შემთხვევაში საჭიროა გონივრულად განვსაზღვროთ სტოპ ლოსის რაოდენობა/დონე და სწორედ ჩამოვიყალიბოთ აზრი იმის შესახებ, თუ რა ხდება ბაზარზე.

  • მცირე საკრედიტო მხარი – როგორც წესი გამოიყენება დიდი რაოდენობის დეპოზიტის შემთხვევაში, სადაც თანხის რაოდენობა რამდენიმე ათასი, ან ათეული ათასი აშშ დოლარის ფარგლებშია. ასეთ შემთხვევაში იყენებენ 1:10, 1:50 საკრედიტო მხარს, ხოლო რიგ შემთხვევებში საკრედიტო მხარის ზომა არის – 1:1. ამ შემთხვევაში ტრეიდერს გააჩნია მანევრის ფართო არეალი, მისი დეპოზიტი კარგად დაცულია ფასური რყევებისგან, იმ შემთხვევაშიც კი როდესაც ხდება კურსის მკვეთრი, ორდერის საწინააღმდეგო ცვლილება.
  • ოპტიმალური საკრედიტო მხარი – რომლის გამოყენებითაც ვაჭრობს ტრეიდერების უმრავლესობა არის 1:100, ან 1: 200. ესეთი არჩევანი ზომიერად რისკიანია, თანაც დეპოზიტის ზრდის კარგ საშუალებას იძლევა. ასეთი მხრის გამოყენების შემთხვევაში, დეპოზიტი კარგად უძლებს ფასურ რყევებს და საპირისპირო მიმართულებით ტრენდის კორექციას.

ჩემი აზრით ყველაზე ოპტიმალური საკრედიტო მხარია 1:500.

საკრედიტო მხარის არჩევის დროს მიზანშეწონილია გავარკვიოთ, სავალუტო წყვილზე, ისტორიული მაჩვენებლების გათვალისწინებით, ჩვეულებისამებრ, საშუალოდ რა ზომის უკუსვლები ფიქსირდება, რის შემდეგაც შეგვიძლია გამოვთვალოთ პუნქტის ღირებულება და შესაძლო კორექციული მოძრაობის ჯამური თანხობრივი გამოხატულება.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

წარმატების გასაღები ფორექსზე

წარმატების გასაღები ფორექსზე

ცნობილია, რომ ფორექსის პოპულარობა დღითიდღე იზრდება, მის რეკლამას შეხვდებით ყველა ხელმისაწვდომ საინფორმაციო საშუალებებში.