ინტერნეტ ტრეიდინგი

ინტერნეტ ტრეიდინგი

დღეისათვის ფორექსზე ვაჭრობა ძალიან მარტივი პროცესია და ამ სერვისის მომწოდებლებს შორის მაღალი კონკურენციის გამო, სულ უფრო და უფრო მარტივდება. საუბარი ეხება თავად პროცესს და არა მოგების მიღებას.

ინტერნეტ ტრეიდინგი – არის ოპერაციების განხორციელება სავალუტო ან საფონდო ბირჟებზე პერსონალური კომპიუტერის, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის და ინტერნეტ არხის გამოყენებით. ტრეიდერი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს ამისათვის საჭირო უნარები და შესაძლებლობები.

ყველაზე პოპულარული ფინანსური ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენებითაც ხდება მოგების მიღება – არის ფასიანი ქაღალდები და ვალუტა. პირველ შემთხვევაში ოპერაციები ხორციელდება საფონდო ბაზარზე, ხოლო მეორე შემთხვევში – სავალუტო ბაზარზე, ანუ ფორექსზე.

ადამიანი, რომელიც გადაწყვეტს ტრეიდერობას, უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არის შემოსავლის მიღების საკმაოდ რთული და რისკიანი საშუალება, ზოგი რამდენიმე წლის განმავლობაში ხდება წარმატებული და მდიდარი (ძალიან მდიდარი), ხოლო უმრავლესობა კარგავს თავის ფულს რამდენიმე დღის განმავლობაში და თავს ანებებს ტრეიდინგს.

ტრეიდინგის დაწყებისათვის პირველ რიგში უნდა ავირჩიოთ ფორექს ბროკერი. მიზანშეწონილია, რომ თავიდანვე შევარჩიოთ საბროკერო კომპანია, რომელიც რეიტინგების პირველ პოზიციებზეა. ამის გაკეთება შესაძლებელია როგორც ინტერნეტ საძიებო სისტემების მეშვეობით, ასევე ამ საიტზე წარმოდგენილი ბროკერების არჩევით, სადაც წარმოდგენილია გამოცდილი და კეთილსინდისიერი სადილინგო ცენტრები. თუმცა ეს შეფასებაც გარკვეულწირად პირობითია, ვინაიდან ფინანსურ სფეროში დღეს თუ წარმატებულია კომპანია, მეორე დღეს შესაძლებელია ყველაფერი დაკარგოს და გაკოტრდეს. თუმცა, ასეთი რისკების მინიმიზაციის საშუალებებიც არსებობს, რომელთაც შეგიძლიათ გაეცნოთ საიტის სხვა სტატიებში.

ტოპ ლისტში არსებული ბროკერების სავაჭრო სპეციფიკაციები რიგ შემთხვევებში უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც განსხვავდება ერთმანეთისაგან. ამიტომ ბროკერის შერჩევის დროს ყურადღება უნდა მიექცეს სავაჭრო პირობებს – საკომისიო გადასახადის ოდენობას, სპრედის ზომას, საწყისი დეპოზიტის მინიმალურ მაჩვენებელს, სვოპს – ანუ ღია პოზიციის მომდევნო დღეზე გადატანის საკომისიო გადასახადი. ჩამოთვლილი პირობები უნდა შეესაბამებოდეს ცალკეული ტრეიდერის ტრეიდინგული სტრატეგიის მოთხოვნებს.

საკმაოდ მნიშვნელოვანია დეტალია, ზოგიერთი ბროკერის სავაჭრო პირობებით გათვალისწინებული ბონუსების სისტემა. რაც ნიშნავს, რომ ტრეიდერის მიერ დეპოზიტზე ჩარიცხულ თანხას, ბროკერი საკუთარი სახსრებით ამატებს თანხის გარკვეულ პროცენტს. თუმცა ამ თანხის გამოტანას ტრეიდერი ვერ შეძლებს, იგი გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ სავაჭრო ოპერაციების განხორციელებისას.

სადილინგო ცენტრების არჩევისას აგრეთვე საჭიროა განისაზღვროს, თუ რა საწყისი კაპიტალით დაიწყებს ტრეიდერი ვაჭრობას. თუ საწყისი კაპიტალი 50 აშშ დოლარზე ნაკლებია, მაშინ მიზანშეწონილია ვაჭრობა დაიწყოთ ცენტურ ანგარიშზე, რისთვისაც უნდა შეირჩეს ე.წ. ცენტური ბროკერი. მხოლოდ ამ სისტემით არის შესაძლებელი ნორმალური ვაჭრობის განხორციელება მიკრო ლოტების გამოყენებით. ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მცირე დეპოზიტის პირობებში დიდი მოცულობებით ვაჭრობა უმრავლეს შემთხვევებში იწვევს დეპოზიტის სრულ დაკარგვას/გასხმას.

სავაჭრო ტერმინალის შერჩევისას, გირჩევთ არ გამოავლინოთ დიდი ფანტაზია და დაკმაყოფილდეთ დროში გამოცდილი Meta Trader-ით. პლატფორმა მუშაობს სტაბილურად და მასში ინტეგრირებულია უამრავი ინსტრუმენტი, რომელიც გამოგადგებათ ტექნიკური ანალიზის ჩატარებისათვის.

მას შემდეგ რაც გადაწყვეტთ ყველა ტექნიკურ საკითხს (ფორექს ბროკერთან დარეგისტრირება, ანგარიშის გახსნა, სავაჭრო დეპოზიტის შევსება, ტემინალის გადმოწერა და დაინსტალირება), შესაძლებელია პრაქტიკულ მომენტებზე გადასვლა.

ფორექსზე წარმატებული ვაჭრობის უმიშვნელოვანესი კომპონენტია სწორედ შერჩეული სავაჭრო სტრატეგია. არსებობს ფორექსზე მუშაობის ორი ვარიანტი – შიდადღიური და გრძელვადიანი, ანუ ღია პოზიციის ხანგრძლივობა ერთ დღეზე მეტია. ჩემი აზრით შიდადღიური ტრეიდინგი უფრო მეტად მიზანშეწონილია როგორც დამწყები, ასევე პროფესიონალი ტრეიდერებისათვის, რადგან იგი არ შეიცავს დამატებით პირობებს. თუმცა აქვე უნდა ვთქვა, რომ შიდადღიური ტრეიდინგი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ როგორც მომგებიანი, ასევე წამგებიანი პოზიცია დავხუროთ ორდერის გახსნის დღესვე.

ფორექსზე მუშაობის სტრატეგიები იყოფა ოთხ ძირითად კატეგორიად:

  • სკალპინგი;
  • ვაჭრობა სიახლეებზე;
  • ტრენდის მიხედვით;
  • ავტომატური ვაჭრობა;
  • სკალპინგი – მისი ალგორითმი მარტივია და განხორციელების დროს არ არის საჭირო ღრმა და მრავლისმომცველი ტექნიკური ანალიზის გამოყენება. ყველა პოზიციის ხანგრძლივობა რამდენიმე წამით, ან წუთით შემოიფარგლება და იხურება მინიმალური მოგების მიღებისთანავე. სკალპინგ სტრატეგიის მაგალითს გაეცანით ბმულზე გადასვლის შემდეგ. სკალპინგ სტრატეგიები პოპულარობით სარგებლობენ, როგორც დამწყებ, ასევე პროფესიონალ ტრეიდერებს შორის;
  • სიახლეებზე ვაჭრობა – საკმაოდ მომგებიანი სავაჭრო მეთოდია, მაგრამ მისი გამოყენება დროის თვალსაზრისით შეზღუდულია, ვინაიდან ყოველდღიურად არ ქვეყნდება სიახლეები, რომლებიც ვალუტების ფასების ძლიერ ცვლილებებს იწვევენ. სიახლეებზე ვაჭრობის სტრატეგიების დამხმარე ინსტრუმენტებია სიახლეების ინდიკატორი და ფორექს კალენდარი;
  • ტრენდის მიხედვით ვაჭრობა – თვისობრივად ყველაზე მარივი და გასაგები სტრატეგიებია, თუმცა ურთულესია გამოყენების თვალსაზრისით. ერთი შეხედვით ძალიან ადვილია ვალუტა იყიდო იაფად და გაყიდო ძვირად – იმ შემთხვევაში თუ ფასი იზრდება (აღმავალი ტრენდის დროს). მაგრამ წარმატებული მუშაობისათვის ზუსტად უნდა ვიცოდეთ ტრენდის მიმართულება და მისი შემობრუნების საწყისი ეტაპი. ამისათვის ტრეიდერები იყენებენ ინდიკატორებს, ან ტექნუკური ანალიზის სხვა საშუალებებს;
  • ავტომატური ტრეიდინგი – ხორციელდება სპეციალური პროგრამების – მრჩევლების მეშვეობით. ზოგიერთების წარმოდგენებით ეს მეთოდი ვაჭრობის საუკეთესო საშუალებაა. ჩართე პროგრამა და ითვალე მოგება, თუმცა ყველაფერი ესე იდეალურად არ არის. იმისათვის რომ ავტომატურმა ტრეიდინგმა წარმატებული შედეგი მოიტანოს, საჭიროა ნებისმიერი ფორექს მრჩეველის პარამეტრების სკურპულოზური ოპტიმიზაცია და არა მარტო საწყის ეტაპზე, არამედ პერიოდულად, ვინაიდან ბაზარი მუდმივად ცვალებადია. დღეს შეიძლება აქტუალურია ერთი პარამეტრების კომბინაცია, ხოლო ხვალ – მეორე. მხოლოდ ესეთ ოპტიმიზაციას მოაქვს დადებითი შედეგები;
ინტერნეტ ტრეიდინგი არის შემოსავლის მიღების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. სულ რაღაც რამდენიმე ათეული აშშ დოლარის საწყისი კაპიტალით, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ადამიანმა შესაძლებელია მიაღწიოს სტაბილურ და ღირსეულ შემოსავალს.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

ასევე დაგაინტერესებთ:

წარმატების გასაღები ფორექსზე

წარმატების გასაღები ფორექსზე

ცნობილია, რომ ფორექსის პოპულარობა დღითიდღე იზრდება, მის რეკლამას შეხვდებით ყველა ხელმისაწვდომ საინფორმაციო საშუალებებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.