წარმატების გასაღები ფორექსზე

წარმატების გასაღები ფორექსზე

ცნობილია, რომ ფორექსის პოპულარობა დღითიდღე იზრდება, მის რეკლამას შეხვდებით ყველა ხელმისაწვდომ საინფორმაციო საშუალებებში.

ასეთი ტოტალური სარეკლამო კომპანია, ზოგიერთ ინვესტორს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ფორექსი არის ერთგვარი პირამიდა, ან ლოხოტრონი. მაგრამ მერწმუნეთ, ესეთი მოსაზრება სიმართლეს არ შეესაბამება.

ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანებისთვის, ფორექსი გახდა შემოსავლის ძირითადი წყარო, ხოლო პროფესიონალები კი გამოიმუშავებენ მართლაც, რომ სოლიდურ თანხებს, დროის მცირე პერიოდებშიც კი. თუმცა უნდა ითქვას, რომ დროის უფრო მოკლე პერიოდებში, დამწყები, ან უცოდინარი ტრეიდერები მთლიანად კარგავენ დეპოზიტს.

წარმატება ფორექსზე – ზოგიერთისთვის სტაბილური შემოსავალია და ყველასგან დამოუკიდებელი ბიზნესი, ხოლო სხვებისთვის წარმატების კრიტერიუმი – მოგებული თანხის რაოდენობაა.

ბირჟაზე ვაჭრობა, მხოლოდ ერთი შეხედვითა არის რთული, რომელსაც სჭირდება ფინანსური და ეკონომიკური განათლება. სინამდვილეში, იმისათვის, რომ წარმატებული ტრეიდერი გახდეთ, საჭიროა ანალიტიკური აზროვნება და იმის ცოდნა, თუ რა ძირითადი ფაქტორები ახდენენ გავლენას სავალუტო კურსებზე.

ყველაფერი ერთდროულად რთულიცაა და მარტივიც. სტატისტიკის მიხედვით, პროფესიონალი ტრეიდერების უმრავლესობა არიან ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც წარსულში, ფინანსებთან და ეკონომიკასთან ძალიან შორს მყოფ სფეროებში მუშაობდნენ, მათ შორის ძალიან ბევრი დიასახლისია. ქალები ტრეიდინგში – ცალკე, წარმატებული თემაა ფორექსზე. ყველა მათგანს აერთიანებს წარმატების მთავარი მიზეზი გულმოდგინება და ტრეიდინგის სწავლის მტკიცე სურვილი.

ფორექსზე მარტივია:

  • საბირჟო ვაჭრობის განხორციელების პრინციპები – ყველა დამწყები ტრეიდერი მარტივად იგებს ყველა სახის ვაჭრობის ძირითად აქსიომას – მოგების მიღებისათვის საჭიროა, ვიყიდოთ იაფად და გავყიდოთ ძვირად. მოგება მიიღება კურსების სხვაობის ხარჯზე;
  • ვაჭრობის ტექნიკური მომენტები – აირჩიეთ სადილინგო ცენტრი, გაიარეთ რეგისტრაციის მარტივი პროცესი, რომელისთვისაც რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ;

შედარებით რთულია სავაჭრო ტერმინალის მუშაობის პრინციპებში გარკვევა, მაგრამ კომპიუტერის კარგი მცოდნეც რომ არ იყოთ, მისი შესწავლისთვის მაქსიმუმ რამდენიმე დღე დაგჭირდებათ.

  • ძირითადი ცნებების შესწავლა – გაიგოთ და გაიაზროთ თუ რა არის ტრენდი, მისი სახეობები, აგრეთვე შეიქმნათ წარმოდგენა ფორექსის ძირითადი ტერმინების შესახებ. ამ შემთვევაშიც დიდი სირთულეებს არ წააწყდებით;

რთული მომენტები:

  • ტრენდის პროგნოზირება – სავაჭრო პოზიციის მიმართულების არჩევა ფორექსზე ვაჭრობის საფუძველს წარმოადგენს. თუ ისწავლით იმის სწორად განსაზღვრავს საითკენ წავა ტრენდი, მაშინ წარმატება და დიდი მოგება გარანტირებული გაქვთ;
აღნიშნული უნარ-ჩვევები ყალიბდება მხოლოდ დამოუკიდებელი ვაჭრობის პროცესში, განხორციელებული სავაჭრო ოპერაციებისა და ბაზარზე არსებული სიტუაციის ანალიზის განხორციელების გზით.

ამ საქმეში კარგ დახმარებას გაგიწევთ ფორექსის ინდიკატორები, ისინი თავის თავზე იღებენ ბაზრის ანალიზის ჩატარების ძირითად ფუნქციებს.

  • რისკების შემცირება – საკმაოდ რთული მომენტია, რომელიც გულისხმობს მრავალი ღონისძიების ჩატარებას, რომელიც მიმართულია რისკების შემცირებისკენ;
ამ კატეგორიაში შედის – სტოპ ორდერების დაყენება, დეპოზიტისა და სავაჭრო მოცულობის ოპტიმალური თანაფარდობის გამოთვლა, ტექნიკური გაუმართაობების თავიდან აცილება.
  • ემოციების მართვა – მერწმუნეთ საკმაოდ რთულია გაუაზრებელი მოქმედებებისგან თავის შეკავება, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იცვლება სიტუაცია ბაზარზე;

ყოველი მოქმედება ბაზირებული უნდა იყოს მხოლოდ ფაქტებზე და არავითარ შემთხვევაში ემოციებზე. თუ გადაწყვიტეთ (დაგეგმეთ) ორდერის დახურვა 10 პუნქტიანი ზარალის შემთხვევაში, მაშინ გააკეთეთ ეს და არ დააიმედოთ თავი იმ მოლოდინით, რომ იქნებ ფასი თქვენთვის სასურველი მიმართულებისკენ შემობრუნდეს.

ფორექსზე ვაჭრობის წარმატების გასაღები მდებარეობს საკმაოდ ღრმად და იმისათვის, რომ იპოვით იგი დაგჭირდებათ არა ერთი კუბამეტრი ინფორმაციის ამოთხრა და მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდებით – თუ რა მარტივი ყოფილა ყველაფერი.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

შიდა დღიური ტრეიდინგი

შიდა დღიური ტრეიდინგი

შიდა დღიურ ტრეიდინგი ფორექსზე მუშაობის ერთ-ერთი დომინირებული სტილია, თუმცა მასაც გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი …