სიახლეებზე ვაჭრობის მეთოდი

სიახლეებზე ვაჭრობის მეთოდი

სიახლეებზე ვაჭრობა, ფორექსის სხვა სავაჭრო სისტემებთან შედარებით ყველაზე უფრო პროგნოზირებადი და საიმედო სტარტეგიაა.

ვაჭრობის ეს სტილი შესაძლებელია მივაკუთნოთ ფუნდამენტალური ანალიზის კატეგორიას, რადგან სიახლეები წარმოადგენენ ფინანსურ და ეკონომიკური სფეროში მომხდარ ამა თუ იმ მოვლენების შესახებ შეტყობინებებს. ამასთან ერთად სიახლეებზე ვაჭრობა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მარტივ სავაჭრო მეთოდად, სადაც მოგების მიღების გარანტიის პროცენტი შედარებით მაღალია.

სიახლეებზე ვაჭრობისას გათვალისწინებული უნდა იქნას სამი მნიშვნელოვანი მომენტი:

სავალუტო წყვილის არჩევა:

პირველი რაც უნდა გააკეთოთ, ეს არის სამუშაო წყვილის შერჩევა, ამისათვის ხელსაყრელია ისეთი ინსტრუმენტები, რომელზეც ყველაზე მეტი რაოდენობის სიახლეები ქვეყნდება და შესაბამისად ამ წყვილებზე ფიქსირდება ფუნდამენტალური სიახლეებით გამოწვეული აქტიური ტრენდი.

ასეთი წყვილებია: USD/JPY; EUR/USD; GBP/USD ან სხვა ისეთი სავალუტო წყვილები სადაც მონაწილეობენ ვალუტები: USD, JPY, EUR, GBP.

ტაიმფრეიმი:

სიახლეების სტრატეგიისთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელი – 5 წუთიანი ტაიმფრეიმია. მასზე პრაქტიკულად უფრო კარგად ხედავთ ფასის რეაქციას და შესაძლებლობა გეძლევათ შეაფასოთ პერსპექტივა.

სავაჭრო პერიოდი:

სიახლეებზე ვაჭრობისათვის ხელსაყრელი პერიოდებია თავად სიახლეების გამოქვეყნების მომენტები. დროის ამ მონაკვეთების განსაზღვრა საკმაოდ ადვილია, მაგალითად ევროპული ვალუტებისათვის ძირითადი სიახლეები ქვეყნდება ევროპული ქვეყნების სახელმწიფო და საფინანსო ორგანოების სამუშაო საათებში. იაპონურ იენაზე უნდა ივაჭროთ აზიური სესიის პერიოდში და ა.შ. შესაძლებელია სხვა ვარიანტებიც, თუმცა აღნიშნული მიდგომა უფრო მეტად ოპტიმალურია.

ფორექს სიახლეების წყარო:

ფორექს სიახლეების გაცნობისათვის ყველაზე ხელსაყრელ საშუალებას წარმოადგენს ფორექს კალენდარი. მისი მეშვეობით შესაძლებელია მნიშვნელოვანი სიახლეების გამოქყვეყნების დროების განსაზღვრა ნებისმიერი ვალუტისათვის, ხოლოდ შემდეგ საკუთარი სამუშაო გრაფიკის დაგეგმვა.

ასევე შესაძლებელია სიახლეების ინდიკატორის გამოყენებაც, რომელიც უშუალოდ ტერმინალის ეკრანზე გვიჩვენებს გამოსაქვეყნებელ და უკვე გამოქვეყნებულ მნიშვნელოვან ფუნდამენტურ სიახლეებს.

ვაჭრობის სტრატეგია:

პირველი რაც უნდა გავითვალისწინოთ არის ის, რომ სიახლე ქვეყნდება არა სავალუტო წყვილის, არამედ გარკვეული ვალუტის შესახებ. ამიტომ ერთ შემთხვევაში სიახლემ შესაძლებელია გამოიწვიოს სავალუტო წყვილის ფასის კლება, ხოლო მეორე შემთხვევაში ფასის ზრდა.

მაგალითად – ქვეყნდება სიახლე, რომელიც მიუთითებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებაზე, თავისთავად ეს სიახლე იწვევს აშშ დოლარზე ფასის კლებას. რეზულტატად – USD/JPY სავალუტო წყვილზე ფასი დაეცა, ხოლო EUR/USD-ზე ფასმა განიცადა ზრდა.

ზოგადად თავად ვაჭრობის პროცესი გამოიყურება შემდეგნაირად:

  • ვხსნით ფორექსის ეკონომიკურ კალენდარს და ვირჩევთ გამოსაქვეყნებელ სიახლეს;
  • ვრთავთ ტერმინალს და ველოდებით სიახლის გამოქვეყნებას;
  • სიახლის გამოქვეყნების მომენტში ვაკვირდებით ტრენდის რეაქციას და რეაქციის ადექვატურობის შემთხვევაში ვხსნით ორდერს (რეაქციის ადექვატურობაში იგულისხმება შემდეგი: შესაძლებელია სიახლე იყოს დადებითი, ხოლო ვალუტის, შესაბამისად სავალუტო წყვილის რეაქცია იყოს ნეგატიური – ასეთი რამ ფორექსის ბაზარზე არც თუ ისე იშვიათად ხდება და ამის მიზეზი არავინ იცის, ყოველ შემთხვევაში ჩვენი და უფრო მაღალი დონის ტრეიდერებისათვის ასეთი არაადექვატური ქცევის მიზეზი უცნობია);
  • 10-20 პუნქტის მოგების შემდეგ ვხურავთ ორდერს, რადგან სავსებით შესაძლებელია, რომ ფასი დაუბრუნდეს თავდაპირველ ნიშნულს;

სიახლეებზე ვაჭრობის პროცესის აღქმა სავსებით მარტივია თვით დამწყები ტრეიდერებისათვისაც კი. მთავარია ყურადღებით დავაკვირდეთ ფორექს კალენდარს და ამა თუ იმ სიახლეზე თავად ბაზრის რეაქციას.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

წარმატების გასაღები ფორექსზე

წარმატების გასაღები ფორექსზე

ცნობილია, რომ ფორექსის პოპულარობა დღითიდღე იზრდება, მის რეკლამას შეხვდებით ყველა ხელმისაწვდომ საინფორმაციო საშუალებებში.