სავალუტო წყვილის არჩევა

სავალუტო წყვილის არჩევა

ფორექსზე ვაჭრობის დაწყებამდე საჭიროა რამდენიმე საკმაოდ მნიშვნელოვანი მოქმედებების განხორციელება.

რომელთა შორისაც უმნიშვნელოვანესია:

თანაც, თუ პირველი ორი მოქმედება შედარებით სწრაფად ხორციელდება, ვაჭრობის ინსტრუმენტის არჩევა საკმაოდ ბევრ კითხვას ბადებს, განსაკუთრებით დამწყებ ტრეიდერებში.

ამიტომ, ამ სტატიით ვეცდები ცოტაოდენი კონკრეტიკა შევიტანო სწორედ ამ საკითხში. საუბარი გვექნება თუ როგორ შევარჩიოთ სავალუტო წყვილი ტრეიდერის მოთხოვნების შესაბამისად, თანაც ისე, რომ ინსტრუმენტი მაქსიმალურად მომგებიანი იყოს.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სავაჭრო ტერმინალში Meta Trader ვაჭრობა შესაძლებელია არა მარტო ვალუტით, არამედ ტრეიდინგის ისეთი ინსტრუმენტებით როგორებიცაა – ძვირფასი ლითონები, აქციები და ინდექსები. მთავარია სწორად ავირჩიოთ ხელსაყრელი დრო, ამა თუ იმ ინსტრუმენტზე ვაჭრობისათვის.

იმისათვის, რომ სავალუტო წყვილი ავირჩიოთ, პირველ რიგში საჭიროა განვსაზღვროთ მოცემული ფორექს ინსტრუმენტების თვისებები. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადავიდეთ კონკრეტულ მოქმედებებზე (ანალიზსა და ვაჭრობაზე).

  • ვოლატილობა – არის ფასის მოძრაობის დიაპაზონი დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ზოგჯერ ამ პარამეტრს დინამიურობასაც უწოდებენ. რაც უფრო მეტია მისი მნიშვნელობა, მით უფრო ძლიერად იცვლება ფასი საანალიზო ტაიმფრეიმზე და შესაბამისად მით უფრო მეტი თანხის მოგება არის შესაძლებელი, კურსის მოძრაობის ხარჯზე. მაგრამ, ამავე დროს უნდა გახსოვდეთ, რომ ვოლატილობა ასევე ზრდის ვაჭრობის რისკიანობის ხარისხსაც;
  • ლიკვიდურობა – არჩეული ინსტრუმენტზე მოთხოვნისა და მიწოდების არსებობა. ლიკვიდურობის ცნება ჩვენნაირი ტრეიდერებისთვის დიდად საჭირო ცნება არ არის, მაგრამ მაინც, ზოგადად გასათვალისწინებელია, მთავარი კი ის არის რომ, რაც უფრო მეტად ლიკვიდურია სავჭრო ინსტრუმენტი, მით უფრო დაბალია მისი სპრედი. არსებობს სავალუტო წყვილები, რომელთა სპრედი 150 პუნქტია. მათზე ვაჭრობა ჩემი აზრით არასერიოზულია. ასევე არსებობს სავალუტო წყვილები, რომლებიც დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში საერთოდ არ მოძრაობენ, ანუ მათზე არც მიწოდება და არც მოთხოვნა არ არსებობს. პრაქტიკაში მქონდა შემთხვევა, როდესაც ექსპერიმენტისათვის, ერთ-ერთ ეგზოტიკურ სავალუტო წყვილზე გავხსენი ორდერი და რვა დღის განმავლობაში პოზიციას ძვრა არ ჰონდა, მე-9 დღეს კი 14 პუნქტი იმოძრავა და ისევ გაჩერდა. ამიტომ გირჩევთ აირჩიოთ მაჟორული სავალუტო წყვილები დაბალი სპრედით;
  • პროგნოზირებადობა – რაც უფრო მარტივია ამა თუ იმ სავაჭრო ინსტრუმენტის რეაქცია, ამა თუ იმ მოვლენაზე, მით უფრო მაღალია მისი პროგნოზირებადობა. ამავე დროს დიდი მნიშვნელობა აქვს მოცემულ ინსტრუმენტზე ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას. როგორც წესი კარგად პროგნოზირებადი ინსტრუმენტები არიან პოპულარული სავალუტო წყვილები;
  • კომისია – როგორც წესი, ვაჭრობის პროცესში საქმე გვაქვს ორი სახის საკომისიო გადასახადთან: სპრედი და სვოპი. რიგ შემთხვევებში, მათ სიდიდეზე არის დამოკიდებული ორდერის ფინანსური რეზულტატი;
  • სპრედი – ყოველი ორდერის გააქტიურებისთანავე, პუნქტების გარკვეული რაოდენობის ექვივალენტის თანხა ჩამოიჭრება ანგარიშიდან. იგი შესაძლებელია ვარირებდეს 1-დან 200 პუნქტამდე, გააჩნია სავალუტო წყვილს. ყურადღებით მიუდექით მცურავ სპრედებს, რადგან მათი მნიშვნელობა შესაძლებელია შეიცვალოს ნებისმიერ მომენტში, ბაზარზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე;[/list_item] [list_item]სვოპი – გახსნილი ორდერის მეორე დღეზე გადატანისთვის საკომისიო გადასახადი. ერთი შეხედვით არ არის დიდი ოდენობის, თუმცა გრძელვადიანი პოზიციებისათვის, ჯამში საგრძნობი თანხა იკრიბება;
საკმაო ცოდნით შეიარაღებული, მაგრამ დამწყები ტრეიდერისათვის სასურველია ვაჭრობა სავალუტო წყვილებზე: AUD/USD (არა იმიტომ, რომ პირადად ვვაჭრობ მასზე), NZD/USD და XAU/USD. პირველი ორი ინსტრუმენტი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული დოლარის კურსზე, და შედარებით ნაკლებად საკუთარ ნაციონალურ ეკონომიკურ მოვლენებზე (რა თქმა უნდა ყველაფერი შედარებითია), მესამე ინსტრუმენტი ოქრო/აშშ დოლარი კარგად რეაგირებს ფუნდამენტალურ სიახლეებზე.
მაქსიმალური მოგების მიღებისათვის, უფრო დინამიური ვალუტების არჩევაა შესაძლებელი, როგორებიცაა: GBR/JPY, GBR/CHF, USD/CHF, GBR/USD, EUR/USD და USD/ JPY.

ზოგიერთი მათგანი, ერთი სავაჭრო სესიის განმავლობაში 200 პუნქტის დიაპაზონშიც კი მოძრაობს. თავად დაითვალეთ რეალური, სტანდარტული ლოტის შემთხვევაში რამდენის მოგება არის შესაძლებელი, თუმცა აქვე წაგების შესაძლებლობაც არ დაგავიწყდეთ.

სავალუტო წყვილის არჩევისას არ ჩაიციკლოთ ერთ რომელიმე ინსტრუმენტზე. ექსპერიმენტირების გზით, იქნებ ის სავალუტო წყვილი იპოვოთ, რომელიც მთლიანად პასუხობს თქვენს ყველანაირ მოთხოვნილებებს. მთავარია გაითვალისწინოთ ზემოთ ჩამოთვლილი 4 პირობა.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

პოპულარული სავალუტო წყვილები

პოპულარული სავალუტო წყვილები

პოპულარული სავალუტო წყვილები ყველაზე მიმზიდველი სავაჭრო ინსტრუმენტებია ფორექსზე. სავალუტო წყვილის არჩევა მნიშვნელოვანი საკითხია. წყვილზე ვაჭრობის …