სავალუტო წყვილი EUR/GBP

სავალუტო წყვილი EUR/GBP

სავალუტო წყვილი EUR/GBP – წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და პოპულარულ ინსტრუმენტს. მისი ხიბლი მგდომარეობს მისი მოძრაობის დინამიურობაში. წყვილში არსებულ ორივე ვალუტაზე თითქმის ერთი და იგივე ფაქტორები ზემოქმედებენ, ხოლო ცალ-ცალკე აშშ დოლართან დაწყვილებულებს ძალიან ხშირად ახასიათებთ კორელაცია, ანუ პარალელური ზრდა და კლება.

სავალუტი წყვილის EUR/GBP კოტირება შედგება ორი პოპულარული ვალუტისაგან – ევრო და ბრიტანული ფუნტი. პოპულარობით ისინი მხოლოდ აშშ დოლარს ჩამორჩებიან. წყვილში ევრო წარმოადგენს საბაზო ვალუტას ივაჭრება ბრიტანული ფუნტის ფასად. კოტირების მაჩვენებელი გვიჩვენებს, თუ რამდენი ფუნტი სტერლინგი ღირს ერთი ევრო. ვიზუალიზაციისთვის შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ EUR/GBP-ის ონლაინ კოტირებებს.

სტანდარტული კოტირება აისახება მძიმის შემდეგ ოთხი ციფრით. ერთი პუნქტი ტოლია 0,0001-ის. ერთი პუნქტის ფასი, ერთი ლოტის სავაჭრო მოცულობის შემთხვევაში დაახლოებით 20 ევროს ტოლია. ამიტომ ამ ინსტრუმენტზე ვაჭრობისას გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი დაუგეგმავი რყევა უფრო მეტ ზეწოლას განახორციელებს დეპოზიტზე ვიდრე, მაგალითად ევრო/აშშ დოლარის შემთხვევაში.

ბრიტანული ფუნტი სტერლინგის კურზე ზემოქმედებენ ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ინგლისის ბანკის საპროცენტო განაკვეთის ცვლილება, საქონელბრუნვა – განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ა.შ. ინფორმაციას ფუნდამენტალური ფაქტორების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ფორექს კალენდარის მეშვეობით.

ევროს კურსი დამოკიდებულია ევროზონაში შემავალი ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ძირითადი ფაქტორებია – ევრობანკის საპროცენტო პოლიტიკა, სამომხმარებლო ინდექსები, ეკონომიკური ზრდის პარამეტრები და უმუშევრობა.

სავალუტო წყვილი EUR/GBP – ნიუანსები

როგორც ზემოთ ავღნიშნე სავალუტი წყვილი EUR/GBP დინამიური ვალუტაა და არ ახასიათებს მკვეთრი მოძრაობები. საშუალოდ დღეში 80-100 პუნქტი -სტაბილური დინებით, თუმცა სტატიის დაწერის მომენტში 2016 წლის 18 და 24 მაისს წყვილის ფასი 230-250 პუნქტით დაეცა, მაგრამ უმრავლეს შემთხვევებში ტრენდი მაინც დინამიურად მიმდინარეობს და ტრეიდერს საშუალება ეძლევა მშვიდად შეაფასოს საბაზრო სიტუაცია. სხვა სავალუტო წყვილებთან შედარებით ერთი პუნქტის მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე ტრენდის სწორად დაჭერის შემთხვევაში, მოგებაც ასევე შესაბამისად მეტია.

სავალუტი წყვილი EUR/GBP კროს კურსია, ამიტომ როდესაც დიდი დეპოზიტებით ვვაჭრობთ, კონვერტაციასა და უკუკონვერტაციასთან დაკავშირებული ზედმეტი ხარჯების თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილია დეპოზიტი გვქონდეს ევროში და არა აშშ დოლარში. სავაჭრო ინსტრუმენტის ლიკვიდურობიდან გამომდინარე, სპრედის ზომაც დაბალია და არ აღემატება 3 პუნქტს.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სავაჭრო ინსტრუმენტი XAU/USD

სავაჭრო ინსტრუმენტი XAU/USD

სავაჭრო ინსტრუმენტი XAU/USD (ოქრო/აშშ დოლარი) ფორექსზე პოპულარობით სარგებლობს. ეს პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ ჩვეულებრივი …