სავალუტო წყვილი GBP/USD

სავალუტო წყვილი GBP/USD

სავალუტო წყვილი GBP/USD ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტია, რასაც წყვილში შემავალი ვალუტების მაღალი ვოლატილობა განაპირობებს.

წყვილი შედგება ბრიტანული ფუნტისაგან, რომელიც გვევლინება საბაზო ვალუტად და აშშ დოლარისაგან, რომელიც გვევლინება კოტირებულ ვალუტად. სავალუტო წყვილის GBP/USD კოტირება გვიჩვენებს ერთი ბრიტანული ფუნტის ღირებულებას გამოხატულს აშშ დოლარში, ანუ გვიჩვენებს თუ რამდენი აშშ დოლარი უნდა გადავიხადოთ ერთი ბრიტანული ფუნტის საყიდლად.

როგორც ავღნიშნე, წყვილის პოპულარობა განპირობებულია მაღალი ვოლატილობით. ფუნტის და აშშ დოლარის კურსზე ზემოქმედებენ სხადასხვა ფაქტორები.

საშუალო დღიური ვოლატილობის მანძილი დაახლოებით 100-200 პუნქტია, ამიტომ მასზე ვაჭრობას საკმაო სიფრთხილით უნდა მივუდგეთ. მისი კურსი შედარებით სტაბილურია აზიურ სესიაზე, სადაც ვოლატილობის მანძილი 30-50 პუნქტის ფარგლებშია. რა თქმა უნდა არსებობს გამონაკლისებიც.

სავალუტო წყვილი GBP/USD – ნიუანსები

GBP გამოირჩევა მაღალი საპროცენტო განაკვეთით, ამიტომ იგი პოპულარულია საპროცენტო განაკვეთების სხვაობაზე ვაჭრობის მეთოდიკაშიც. სავალუტო წყვილს ფორექსის ბაზარის მთლიანი ბრუნვის მოცულობის 12% უკავია.

ბრიტანულ ფუნტზე გავლენას ახდენენ როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები ასევე მთლიანად ევროზონის მაკროეკონომიკური პარამეტრები. ძალიან ხშირად ფუნტის და ევროს მოძრაობის მიმართულება თანხვედრილია. GBP ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი ვალუტაა. ფუნდამენტალურ ფაქტორებს, რომლებიც ზემოქმედებენ მასზე, შეგიძლიათ გაეცნოთ რუბრიკაში “ფორეექს კალენდარი”.

აშშ დოლარი მთავარი მსოფლიო ვალუტაა და ამავდროულად ყველაზე არასტაბილური. მისი კურსი ძალიან დიდად არის დამოკიდებული გარე ფაქტორებზე. იგი იცვლება ყოველდღიურად და საკმაოდ მკვეთრადაც, ამიტომ მისი კონტროლირებისათვის მიზანშეწონილია ეკონომიკურ სიახლეებზე მუდმივი თვალყურის დევნება.

სავალუტო წყვილისთვის ძირითადი სავაჭრო სესიებია ევროპული და ამერიკული სესიები, განსაკუთრებით ლონდონისა და ნიუ-იორკის სავაჭრო მოედნები. სავაჭრო მოცულობების პიკი აღინიშნება ევროპული და ამერიკული სესიების კვეთაზე. სწორედ ამ ინტერვალში ყველაზე მეტად იზრდება მოთხოვნა ამ ინსტრუმენტზე და შესაბამისად ვოლატილობის მანძილიც ყველაზე მეტია. სავალუტო წყვილის მოძრაობის ვიზუალიზაციისათვის შეგიძლიათ გაეცნოთ ონლაინ გრაფიკს.

ფორექსის დამწყები ტრეიდერებისათვის GBP/USD-ზე ვაჭრობა რეკომენდებულია აზიურ სესიაზე და მცირე მოცულობებით.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

პოპულარული სავალუტო წყვილები

პოპულარული სავალუტო წყვილები

პოპულარული სავალუტო წყვილები ყველაზე მიმზიდველი სავაჭრო ინსტრუმენტებია ფორექსზე. სავალუტო წყვილის არჩევა მნიშვნელოვანი საკითხია. წყვილზე ვაჭრობის …