როგორ ვივაჭროთ ფორექსზე

როგორ ვივაჭროთ ფორექსზე

როგორ ვივაჭროთ ფორექსზე? – კითხვაც მარტივია და საქმეც არც თუ ისე რთული, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ პროფესიონალად ჩამოყალიბდეთ და შეისწავლოთ ყველა მთავარი და მნიშვნელოვანი მასალა ფორექსის შესახებ, მაშინ პასუხი ერთია – ამისთვის დაგჭირდებათ რამდენიმე წელიწადი.

მაგრამ ტრეიდერის ძირითადი ამოცანაა, ბაზრის არა აბსოლუტური შესწავლა, არამედ ფორექსზე ვაჭრობისაგან მაქსიმალური მოგების მიღება. ამიტომ იმისათვის, რომ დაიწყოთ რეალური ვაჭრობა საჭიროა გადადგათ რამდენიმე ნაბიჯი.

  • პირველი რითიც იწყება ფორექსის სამყარო – არის საბროკერო კომპანიის შერჩევა. ამის გაკეთება არც თუ ისე რთულია, ვინაიდან ბაზრის ეს სეგმენტი გადავსებულია ასეთი კომპანიებით და კომერციული შეთავაზებებით – ფორექსის ბაზარზე ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით. ყველა ბროკერს სხვადასხვა სავაჭრო პირობები გააჩნია, საკუთარი საბონუსე, საპრიზო და გაუმჯობესებული პირობების სისტემით;
  • ბროკერის არჩევის შემდეგ, გადავდივართ ანგარიშის გახსნის ეტაპზე. არსებობს ორი ძირითადი ტიპის ანგარიში – რეალური და დემო (დემონსტრაციული). დემო ანგარიშზე შესაძლებელია ივარჯიშოთ, დატესტოს სტრატეგიები და სისტემები, ზოგჯერ კი მონაწილეობა მიიღოთ ბროკერის მიერ, დემო ანგარიშებისათვის ჩატარებულ კონკურსებში, თანაც ასეთ კონკურსებში მონაწილეობისათვის ჯილდო – რეალური ფულია. მეორე ტიპის ანგარიშია – რეალური ანგარიში, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება რეალური ვაჭრობა ფორექსის საერთაშორისო ბაზარზე. ასეთ ანგარიშები იყოფა ორ ძირითდ ქვეტიპად: ჩვეულებრივი და ცენტური ანგარიშები. ისინი თავის მხრივ იყოფიან სხვადასხვა სახეობების მიხედვით, რომლებიც ერთმანეთისგან სავაჭრო პირობებით განსხვადებიან, ამიტომ რეალური ანგარიშის გახსნის დროს ყურადღება მიაქციეთ ისეთ ასპექტებს, როგორებიცაა სპრედი, საკრედიტო მხარი, და საკომისიო გადასახადი;
  • ანგარიშის გახსნის შემდეგ, საჭიროა კომპიუტერში სავაჭრო პლატფორმის/ტერმინალის დაინსტალირება. მის გარეშე ფიზიკურად შეუძლებელია ფორექსის ბაზარზე ვაჭრობა. პლატფორმების მეშვეობით ხორციელდება ორდერების გახსნა, დახურვა და სხვა საჭირო ოპერაციები. პლატფორმები საშუალებას იძლევიან დავაკვირდეთ ბაზარზე არსებულ მიმდინარე და გასულ სიტუაციას, ჩავატაროთ ტექნიკური და სხვა სახის ანალიზები. დღეისათვის არსებობს რამდენიმე ტიპის სავაჭრო პლატფორმა, თუმცა მათ შორის ყველაზე პოპულარული და ფართოდ გავრცელებულია – სავაჭრო ტერმინალი Meta Trader 4;
  • სავაჭრო ტერმინალის დაინსტალირების შემდეგ, უკვე შესაძლებელი ხდება შევუდგეთ თავად სავაჭრო პროცესს, სადაც პირველი ნაბიჯი სავალუტო წყვილის არჩევაა. დამწყებთა უმრავლესობა, როგორც წესი არჩევანს აკეთებს სავალუტო წყვილზე – EUR/USD და ეს საკმაოდ სწორი არჩევანია, ვინაიდან წყვილი გამოირჩევა მოძრაობის მაღლი პროგნოზირებადობით და ლიკვიდურობით, რაც მასზე, მსოფლიო მასშტაბით გახსნილი ორდერების და სავაჭრო მოცულობის დიდ რაოდენობას იწვევს. წყვილისთვის შექმნილია უამრავი სხვადასხვა ინსტრუმენტი, როგორებიცაა ინდიკატორები და სტრატეგიები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია მომგებიანი ვაჭრობა საერთშორისო სავალუტო ბაზარზე;
  • სავაჭრო პოზიციის გახსნამდე საჭიროა ტექნიკური ანალიზის ჩატარება, ეს პროცესი საკმაოდ შრომატევადია და შესაბამის ცოდნას მოითხოვს, თუმცა მისი ჩატარება სპეციალური პროგრამებითაც არის შესაძლებელი;
  • მინიმუმი იმისათვის, რომ წარმატებული სავაჭრო პოზიცია გახსნათ, საჭიროა უმარტივესი სავაჭრო სტრატეგია. თითქმის ყველა სავაჭრო სტრატეგია, ამა თუ იმ კონფიგურაციით (ინდიკატორების მრუდებით, ოსცილატორების მაჩვენებლებით, ტრენდული ხაზებით, დონეების აღმნიშვნელი ხაზებით) გულისხმობს, სავალუტო წყვილის გრაფიკზე წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის ხაზების/დონეების დატანას. მათ დახაზვას/აღმოჩენას დიდი დრო არ სჭირდება, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ მძლავრ და კარგ ორიენტირებს წარმოადგენენ ორდერების გახსნისათვის. ყიდვის ორდერი ყოველთვის იხსნება მხარდაჭერის ხაზთან, ხოლო გაყიდვის ორდერი – წინააღმდეგობის დონესთან. ამ მარტივი წესით, უკვე არა ერთი ათეული წელიწადი და არა ერთი ათასი ფორექს ტრეიდერი სარგებლობს წარმატებით;
  • იმისათვის, რომ წარმატებულად ივაჭროთ, უნდა აირჩიოთ ფორექსის სტრატეგია, რომელიც შეესაბამება სხვადასხვა სახის მოთხოვნებს (დეპოზიტის რაოდენობა, მოგების რაოდენობა, სავალუტო წყვილი, ტაიმფრეიმი, სავაჭრო პერიოდი/სესია, რიკის დონე და სტილი (გრძელვადიანი, საშუალოვადიანი,მოკლევადიანი);

არც ველოსიპედის ახლად გამოგონებაა საჭირო და არც უკვე გამოგონებულ ველოსიპედზე ჩაციკვლა გჭირდებათ. შეარჩიეთ რომელიმე ფორექსის სტრატეგია, ივაჭრეთ მასში მოცემული წესების განუხრელად დაცვით, ან შეავსეთ იგი თქვენთვის სასურველი ინსტრუმენტებით, მის საფუძველზე შექმენით სავაჭრო სისტემა, ან თუ გსურთ თავად შექმენით/გამოიგონეთ ის სტრატეგია, რომლითაც წარმატებულად ივაჭრებთ. მაგრამ ისევ გავმეორდები: ველოსიპედის ახლად გამოგონებაა საჭირო ნამდვილად არ არის.

თუ გგონიათ რაიმე ახალ სტატეგიას შექმნით – მოტყუვდებით. ვერაფერ ახალს ვერ შექმნით. ყველაფერი უკვე დიდი ხანია გამოგონებულია. მთავარია ახალი, თქვენთვის მისაღები სავაჭრო სისტემა შექმნათ, რომელიც სტრატეგიის/სტრატეტეგიების და წესების ნაკრები იქნება. 99,99 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ახალ სტრატეგიას ვერ შექმნით, ხოლო სისტემის შექმნა, შესაძლებელი კი არა – აუცილებელია. სტრატეგია + სისტემა შესაძლებელია იყოს უმარტივესი, მაგრამ რეალური მოგება მოჰქონდეს.

  • ყველა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, შესაძლებელია სავაჭრო პოზიციის გახსნა, რომელიც უშუალოდ სავაჭრო ტერმინალში ხორციელდება. ამ დროს შესაბამის ფანჯარაში არ უნდა დაგვავიწყდეს სავაჭრო მოცულობისა და სხვა დამატებითი პარამეტრების მითითება;
  • მას შემდეგ, რაც ორდერს გახსნით, საჭიროა ფასის ქცევისადმი თვალყურის დევნება. მთავარი ამოცანაა ორდერი დაიხუროს შესაბამისი, წინასწარ განსაზღვრული მოგებით. ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, სხვადასხვა სტრატეგიას და სხვადასხვა ტრეიდერისთვის მოგების ზღვრული დონე სხვადასხვაა, ზოგისთვის იგი 5 პუნქტს შეადგენს, ხოლო ზოგისთვის 50 პუნქტს. მას შემდეგ, რაც ფასი მიაღწევს დაგეგმილი მოგების დონეს, ვახორციელებთ ორდერის დახურვას, ან უზარალობის დონეზე გადაყვანას, რომელიც ასევე სავაჭრო ტერმინალის მეშვეობით ხორციელდება, ზოგიერთ შემთხვევაში, ორდერის დახურვა ბროკერთან სატელეფონო ზარითც ხდება, მაგრამ ესეთი რამ, ჩემი აზრით, ეგზოტიკის სფეროს განეკუთვნება, ან ტრეიდერი ბროკერის VIP კლიენტი უნდა იყოს. 100 და 1 000 აშშ დოლარიანი დოლარიანი ორდერისთვის ზარი ბროკერთან, ჩემი აზრით უხერხულია და მათი მხრიდან ირონიას გამოიწვევს, მით უმეტეს, რომ ტერმინალში ორდერის დახურვა – პრობლემას არ წარმოადგენს;
  • ფასი ყოველთვის არ მიდის ტრეიდერისთვის სასურველი მიმართულებით, ამ შემთხვევაში მთავარი ამოცანაა ორდერი დაიხუროს მინიმალური ზარალით. ამისათვის არსებობს ისეთი ინსტრუმენტი, როგორიცაა სტოპ ლოს ორდერი. როგორც წესი, სტოპ ლოსი დგება ორდერის გახსნისთანავე იმ დონეზე, რომელზეც გეგმავთ შესაძლო ზარალს. ამ თემის შესახებ უფრო ვრცლად წაიკითხავთ სტატიაში – სტოპ ლოსის გამოთვლა;

როგორ ვივაჭროთ ფორექსზე – თავისი არსით არის ძალიან ტევადი კითხვა, რომელზეც პასუხს თვადვე გასცემთ, სავალუტო ბაზარზე რამდენიმე წლიანი პრაქტიკული მუშაობის შემდეგ.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

კროს კურსი ფორექსზე

კროს კურსი ფორექსზე

კროს კურსი ფორექსზე გულისხმობს სავალუტო წყვილს, რომელშიც არ არის აშშ დოლარი.