სავალუტო წყვილი USD/CHF

სავალუტო წყვილი USD/CHF

სავალუტო წყვილი USD/CHF ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სავაჭრო ინსტრუმენტია. პოპულარობა განპირობებულია წყვილში მსოფლიო ვალუტის აშშ დოლარისა და ყველაზე სტაბილური ვალუტის შვეიცარიული ფრანკის მონაწილეობით.

როგრც ავღნიშნე სავალუტო წყვილში USD/CHF მონაწილეობს აშშ დოლარი და შვეიცარიული ფრანკი. მათი ერთგვარი დამოუკიდებლობიდან გამომდინარე, წყვილის ანალიზისას უნდა გავითვალისწინოთ თითოეული მათგანის ქცევის წესები.

შვეიცარიული ფრანკის კურსზე მეტწილად მოქმედებს მხოლოდ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები. შვეიცარიულმა ფრანკმა წლების, თუ არა საუკუნეების განმავლობაში მოიპოვა უაღრესად დიდი ავტორიტეტი და ნდობა. არის სტაბილური მსოფლიო კრიზისების დროს.

ფაქტორებს, რომლებიც გავლნას ახდენენ შვეიცარიული ფრანკის კურსზე, მიეკუთვნება: მთლიანი შიდა პროდიუქტის პარამეტრის ცვლილება, საცალო გაყიდვების ინდექსი და სხვა ფუნდამენტალური მაჩვენებლები, რომელთაც გაეცნობით რუბრიკაში – “ფორექს კალენდარი”.

ბოლო პერიოდში შვეიცარიის მთავრობა აქტიურად ატარებს ღონისძიებებს, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ არ დაუშვან ვალუტის ზედმეტად გამყარება. ეს ღონისძიებები ძირითადად ცენტრალური ბანკის ინტერვენციებში გამოიხატება, რომლის დროსაც მკვეთრად იზრდება ვალუტის მიწოდება.

აშშ დოლარი ყველაზე არასტაბილური ვალუტაა და მის კურსზე გაცილებით მეტი ფაქტორი მოქმედებს. აშშ დოლარისთვის დამახასიათებელია კურსის მკვეთრი და დიდი რყევები. ზემოქმედების ფაქტორებია, როგორც შიდა ფაქტორები ასევე საგარეო მოვლენებიც, რადგან აშშ დოლარი ძირითადი მსოფლიო ვალუტაა.

სავალუტო წყვილი USD/CHF – ნიუანსები

სავალუტო წყვილში USD/CHF საბაზო ვალუტად გვევლინება აშშ დოლარი, ხოლო შვეიცარიული ფრანკი კოტირებული ვალუტაა, რაც გვიჩვენებს იმას თუ რამდენი ფრანკი ღირს ერთი აშშ დოლარი. სტანდარტულად კოტირება გამოისახება მძიმის შემდეგ ოთხი ციფრით, ამიტომ ერთი პუნქტის მნიშვნელობა არის 0,0001.

სავალუტო წყვილის კურსი საკმაოდ პროგნოზირებადია, იშვიათად ხდება მკვეთრი რყევები. ახასიათებს დაბალი ვოლატილობა, თუმცა მაღალი ლიკვიდურობა. კურსის ცვლილებაზე ძირითადად აშშ დოლარის არასტაბილურობა განაპირობებს.

გასათვალისწინებელია ერთი გარემოება: ხშირად შეინიშნება, რომ თუ აშშ დოლარი მყარდება შვეიცარიულ ფრანკთან მიმართებაში, მაშინ არსებობს ალბათობა იმისა, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება მისი კურსის ზრდა სხვა ვალუტებთანაც მიმართებაში.

დაღმავალი ტრენდი გამოწვეულია ამერიკის შეერთებული შტატებში უარყოფითი ფუნდამენტალური მონაცემებით, ხოლო ზრდა გამოწვეულია შვეიცარიის ბანკის ინტერვენციებით და აშშ დადებითი ფუნდამენტალური ფაქტორებით.

სავალუტო წყვილი USD/CHF გამოიყენება საპროცენტო განაკვეთების სხვაობაზე ვაჭრობის მეთოდით ტრეიდინგის დროს.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

პოპულარული სავალუტო წყვილები

პოპულარული სავალუტო წყვილები

პოპულარული სავალუტო წყვილები ყველაზე მიმზიდველი სავაჭრო ინსტრუმენტებია ფორექსზე. სავალუტო წყვილის არჩევა მნიშვნელოვანი საკითხია. წყვილზე ვაჭრობის …