სავალუტო წყვილი GBP/CHF

სავალუტო წყვილი GBP/CHF

სავალუტო წყვილი GBP/CHF (ბრიტანული ფუნტი სტერლინგი/ შვეიცარიული ფრანკი) შედგება ყველაზე სტაბილური ევროპული ვალუტებისაგან. სწორედ ეს არის მისი პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

ბრიტანული ფუნტის სტერლინგი “ჯიუტი” ვალუტაა და ყოველთვის არ რეაგირებს ფუნდამენტალურ ცვლილებებზე, ან მათ გარეშეც ახდენს მკვეთრ რყევებს.

ამ წყვილის პროგნოზირება საკმაო დოზით ურთიერთ კავშირშია სხვა სავალუტო წყვილების ქცევასთან. ევროს ან დოლარის ვარდნის შემთხვევაში ინვესტორების იმრავლესობა ცდილობს ფული დააბანდოს ფუნტში და შვეიცარიულ ფრანკში. ერთი სავაჭრო სესიის დროს მოძრაობის საშუალო მანძილი 100 პუნქტს აღწევს.

სავალუტო წყვილის GBP/CHF კოტირება გვიჩვენებს თუ რამდენი შვეიცარიული ფრანკი ღირს ერთი ბრიტანული ფუნტი სტერლინგი.

სტანდარტული მაჩვენებლის მიხედვით სავალუტო წყვილის კურსი გამოისახება მძიმის შემდეგ ოთხი ციფრით.

სპრედი დაახლოვებით 5-10 პუნქტის ფარგლებში მერყეობს. ამის მიზეზი არა ლიკვიდურობის პრობლემაა, არამედ კროდ კურსის დაანგარიშების მეთოდი, რომელიც აშშ დოლარის მეშვეობით ხორციელდება.

სავალუტო წყვილი GBP/CHF – ნიუანსები

ბრიტანული ფუნტისა და შვეიცარული ფრანკის კურსები თითქმის ერთი და იგივე ფაქტორებზეა დამოკიდებული, ამიტომ პროგნოზირების პროცესში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ქვეყნების შიგნით მიმდინარე ფუნდამენტალურ პროცესებს და ეკონომიკურ პარამეტრებს. ამისათვის საკმარისია ყოველდღიურად გაეცნოთ ფორექს კალენდარს.

სავალუტო წყვილი GBP/CHF ერთ-ერთი ყველაზე ვოლატილური წყვილია, როგორც ზემოთ ავღნიშნე, როგორც წესი, ერთი სავაჭრო სესიის განმავლობაში მოძრაობა დაახლოებით 100 პუნქტის ფარგლებშია, თუმცა ეს არ არის არც მინიმალური და არც მაქსიმალური ზღვარი. რა თქმა უნდა, წყვილი ყველაზე მეტად ვოლატილურია ევროპული სავაჭრო სესიის პერიოდში. მშვიდი ვაჭრობა ფიქსირდება აზიური სავაჭრო სესიის დროს.

GBP/CHF ხშირად გამოიყენება ფუნდამენტალური ვაჭრობისთვის. მთავარი ყურადღება უნდა მიექცეს ბრიტანეთში და შვეიცარიაში მიმდინარე ეკონომიკურ მაჩვენებლებს: უმუშევრობის დონე, საპროცენტო განაკვეთი და საცალო ვაჭრობა.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სავაჭრო ინსტრუმენტი XAU/USD

სავაჭრო ინსტრუმენტი XAU/USD

სავაჭრო ინსტრუმენტი XAU/USD (ოქრო/აშშ დოლარი) ფორექსზე პოპულარობით სარგებლობს. ეს პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ ჩვეულებრივი …