რა არის სპრედი

რა არის სპრედი

სპრედი (Spread) – არის ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის ფასებს შორის სხვაობა.

ფორექსის კოტირებების ანალიზისას ტრეიდერი ხედავს ორ ძირითდ მაჩვენებელს Bid (ყიდვის ფასი) და Ask (გაყიდვის ფასი). როგორც წესი, ამ ორ მაჩვენებელს შორის არის სხვაობა, ამ სხვაობას ეწოდება – სპრედი. იგი გვიჩვენებს, თუ რა ზომის არის ინტერვალი, ანუ ფასური წყვეტა, ვალუტის ყიდვასა და გაყიდვას შორის.

სპრედი წარმოადგენს ბროკერის შემოსავლის ძირითად წყაროს, რომელსაც იღებს ტრეიდერის მიერ განხორციელებული სავაჭრო ოპერაციისგან. ყოველი ბროკერი აწესებს სპრედის საკუთარ ზომას თითოეული სავალუტო წყვილისათვის, რომელის რაოდენობაც დამოკიდებულია მხოლოდ მისთვის ცნობილ მიზეზებზე და მაჩვენებლებზე. ამასთან ერთად არსებობს სპრედის ორი სახეობა – მცურავი სპრედი და ფიქსირებული სპრედი.

ფიქსირებული სპრედი

ფიქსირებილი სპრედი ყოველთვის უცვლელია მიუხედავად ტრენდის მოძრაობის სიჩქარისა და ვალუტაზე არსებული მიწოდების ან მოთხოვნისა. ასეთი სპრედით ვაჭრობა შედარებით პროგნოზირებადია, რადგან ტრეიდერმა ყოველთვის იცის პუნქტების ის რაოდენობა, ფასის მიერ, რომლის გავლის შემდეგაც, იგი დაიწყებს მოგების მიღებას. თუმცა როგორც ყველგან, აქაც არის გამონაკლისები და ბროკერები ფიქსირებულ სპრედს ზრდიან ბაზრის მაღალი ვოლატილობის პერიოდებში, რითიც ზრდიან საკუთარ მოგებას. აღსანიშნავია, რომ სოლიდური ბროკერები ამ ხერხს მიმართვენ ძალიან იშვიათად, თვეში ერთხელ ან ორჯერ, ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური სიახლეების გამოქვეყნების პერიოდში, ხოლო დაბალი დონის ბროკერებისათვის ასეთი პრაქტიკა იშვიათობას არ წარმოადგენს.

მცურავი სპრედი

მცურავი სპრედის მნიშვნელობა ცვალებადია და დამოკიდებულია ბაზრის მიმდინარე მდგომარეობაზე, მაგალითად: გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რომელიმე სავალუტო წყვილზე სპრედის სიდიდე შესაძლებელია 1 ან 1,3 პუნქტი იყოს, ხოლო ტრენდის მკვეთრი და მყისიერი მოძრაობის შედეგად სპრედი ასევე მყისიერად გაიზარდოს და გახდეს 10 ან 20 პუნქტი.

სპრედის სპეციფიკაცია

სპრედის რაოდენობა დამოკიდებულია სავალუტო წყვილების თვისებებზე, ძირითადად მათ ლიკვიდურობაზე. ყველაზე ლიკვიდურ სავალუტო წყვილებზე სპრედის სიდიდე არ აღემატება 5 პუნქტს. სულ სხვა სიტუაცია გვაქვს, როდესაც საქმე ნაკლებად ლიკვიდურ ინსტრუმენტებს ეხება. ამ შემთხვევაში, ზოგიერთი მათგანისათვის სპრედის სიდიდე 150-200 პუნქტსაც კი აღწევს.

სავალუტო წყვილების სპრედის სიდიდე პუნქტებში შეგიძლიათ მოიძიოთ თქვენი ფორექს ბროკერის საიტზე. კონკრეტულ ვალუტაში პუნქტების რაოდენობის დაანგარიშების არსის გასაგებად წაიკითხეთ სტატია – პუნქტის ღირებულება ფორექსზე.

სპრედი საკმაოდ მნიშვნელოვანი ცნებაა და ამასთან დაკავშირებით ტრეიდერს უნდა ახსოვდეს შემდეგი ძირითადი მომენტები:
  • ორდერის გახსნისთანავე სპრედი მომენტალურად აკლდება ტრეიდერის დეპოზიტს, ამიტომაცაა, რომ ნებისმიერი გახსნილი ორდერის თავდაპირველი სავაჭრო ბალანსის მაჩვნებელი მინუსშია;
  • ვთქვათ სავალუტო წყვილის სპრედის სიდიდე არის 2 პუნქტი, მაშინ იმისათვის, რომ დეპოზიტის ანგარიში გახდეს დადებითი და გადავიდეს მოგებაში – პლუსში, საჭიროა რომ ფასმა გაიაროს მინიმუმ 3 პუნქტი სასურველი/დაგეგმილი მიმართულებით;
  • სპრედი უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს სკალპინგით ვაჭრობის დროს, როდესაც თითოეულ პუნქტს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. რაც უფრო დაბალია სპრედის სიდიდე მით უფრო მეტია სკალპინგის რენტაბელობა და დაბალია რისკ ფაქტორი. ამიტომ სკალპინგ სტრატეგიებისათვის აირჩიეთ მაქსიმალურად დაბალსპრედიანი სავალუტო წყვილები;
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

კროს კურსი ფორექსზე

კროს კურსი ფორექსზე

კროს კურსი ფორექსზე გულისხმობს სავალუტო წყვილს, რომელშიც არ არის აშშ დოლარი.