სარჩევი
სკალპინგის მეთოდი არის ფორექსზე მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სავაჭრო ტაქტიკა.
სკალპინგის მეთოდს და სტრატეგიებს, როგორც წესი იყენებენ ახალბედა ტრეიდერები, თუმცა არც პროფესიონალები ამბობენ უარს მასზე, ვინაიდან პროფესიონალი ტრეიდერის ერთ-ერთი მთავარი პოსტულატია – ბაზარს უნდა წავართვათ მაქსიმალური რაოდენობის პუნქტები, თუნდაც ერთი პუნქტიც კი, იმიტომ რომ თუ ესე არ ვიზამთ, მაშინ პირიქით – ბაზარი წაგვართმევს მათ.
სკალპინგით მუშაობას, მცირე გამოცდილბისა და ცოდნის შემთხვევაში, შეუძლია მოგვცეს მცირე, მაგრამ გარანტირებული მოგება.
სკალპინგი აგებულია პრინციპზე, რომლის მიხედვითაც მოგება მიიღება ფასის მცირე რყევით, დროის მცირე მონაკვეთში. როგორც წესი, ერთი ორდერის მოგება არ აღემატება რამდენიმე პუნქტს, ხოლო შემოსავალი ფორმირდება, სამუშაო დღის განმავლობაში, მრავალრიცხოვანი სავაჭრო ოპერაციებისგან.
კლასიკური სკალპინგის მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ, ვაჭრობა მიმდინარეობს ყველაზე დაბალ М1 ინტერვალზე, რომელზეც კარგად ჩანს ყველაზე მცირე ფასური რყევებიც კი. ვაჭრობა შესაძლებელია, როგორც გაყიდვაზე, ასევე ყიდვაზეც, გააჩნია ტრენდის მიმართულებას. სკალპინგით მუშაობა შესაძლებელია უფრო დიდ – М5 ან М15 ინტერვალებზეც, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ბაზარზე სუსტი მოძრაობაა და ასეთ შემთხვევაში, ერთწუთიან ინტერვალზე ნაკლებად შესაძლებელია რაიმე მოგების მიღება.
რა თქმა უნდა უფრო უსაფრთხოა ტრენდის მიმართულებით ვაჭრობა, მაგრამ ასევე, მოგების მიღება შესაძლებელია ტრენდის საწინააღმდეგოდ ვაჭრობითაც. მაგრამ ამ შემთხვევაში არსებობს იმის რისკი, რომ ტრეიდერი ვერ მოასწრებს ფასის საწინააღმდეგო რყევის დაჭერას და დაკარგავს უფრო მეტს, ვიდრე მოგების თეორიული შანსი არსებობდა. მთავარი ამოცანაა დაიძლიოს სიხარბე და დროულად დაიხუროს ზარალიანი ორდერები.
სკალპინგის მეთოდი პრაქტიკაში
პირველ რიგში, არჩეული სავალუტო წყვილის გრაფიკზე ანალიზდება სიტუაცია. თუ ფასის რყევა მინიმუმ 10 პუნქტის ფარგლებშია, მაშინ ეს სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ გამოვიყენოთ სკალპინგის მეთოდი. ამის შემდეგ უნდა შეირჩეს ორდერის მიმართულება. ვთქვათ, ავირჩიეთ ყიდვის ოპერაციები, და თუ ამას ბაზარზე არსებული საერთო სიტუაციაც მიგვითითებს, მაშინ ვაჭრობისათვის მართლაც საუკეთესო ვარიანტია.
მაშ ასე, ვემზადებით ორდერების გახსნისათვის. ამისათვის საჭიროა კარგი მომენტი შეირჩეს. ეს მომენტი კი, როგორც წესი მას შემდეგ დგება, როდესაც კოტირებები ქვემოთკენ ჩამოვლენ, ხოლო შემდეგ კვლავ ზემოთკენ დაიწყებენ მოძრაობას. ორდერის გახსნის ყველაზე კარგი მომენტებია მოძრაობის დასაწყისის ყველაზე პირველი წერტილები. იმისათვის, რომ დაიჭიროთ ეს მომენტი, გახსენით ორდერის გასახსნელი ფანჯარა და მაუსი მიიტანეთ ყიდვის ღილაკზე. როგორც კი კოტირება აღმასვლას დაიწყებს – მაშინვე გახსენით ყიდვის ორდერი.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხია პოზიციის დახურვის მომენტი. ამისათვის, ორდერის გახსნისთანავე ისევ გახსენით იგივე ორდერის კონფიგურაციის ფანჯარა და როგორც კი მოგება 3-5 პუნქტს მიაღწევს – დახურეთ ორდერი.
თუ ფასი წავიდა საპირისპირო მიმართულებით, მაშინ უნდა დახუროთ ორდერი, როგორც კი წაგება 3 პუნქტს გადააცილებს, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ მოგებაზე გაცილებით მეტ ზარალს ნახავთ.
პრინციპში თუ ისეთი სწრაფი ხართ, რომ ასეთ მცირე დროის ინტერვალში მოასწროთ სტოპ ლოსის და ტეიკ პროფიტის დაყენება, მაშინ ასეთი მოქმედების განხორციელებაც შესაძლებელია სკალპინგის დროს. ანუ, სტოპ ლოსის სიდიდე დააყენეთ 4 პუნქტზე, ხოლო ტეიკ პროფიტი – 5 პუნქტზე. პირადად მე, სკალპინგით ვაჭრობისას ვერასოდეს ვასწრებ სტოპ ლოსის და ტეიკ პროფიტის პარამეტრების დაყენებას და ამიტომ ორდერებს ვხურავ ხელით. მთავარია სიხარბე დავძლიოთ.
როდესაც სკალპინგით ვვაჭრობდი შედეგები მქონდა: 10-3, 15-8, 23-18 და ა.შ. სადაც პირველი ციფრი მომგებიანი ორდერების რაოდენობაა, ხოლო მეორე – წამგებიანი. მაგალითად, თუ პირველ შედეგს პუნქტებზე გადავიანგარიშებთ, მაშინ ვაჭრობის საერთო ჯამი იქნება: 10 X 5 -3 X 4 = 38 პუნქტი.
მთავარია შექმნათ მუშაობის სისტემა, მკაცრად დაიცვათ რეკომენდაციები და დაძლიოთ სიხარბე. და კიდევ ერთი, სკალპინგით იმუშავეთ იმ სავალუტო წყვილებზე სადაც სპრედი 1-2 პუნქტს არ აღემატება. ვინაიდან ორდერის გახსნისთანავე თქვენს ანგარიშს აკლდება სპრედის რაოდენობა, აქედან გამომდინარე, თუ სავალუტო წყვილზე სპრედი 2 პუნქტია, მაშინ 5 პუნქტიანი დაგეგმილი ტეიკ პროფიტის მიღებისათვის, ფასმა უნდა გაიაროს არა 5 პუნქტი არამედ 7 პუნქტი.
სკალპინგის მეთოდის განხორციელებისათვის საჭირო პირობები
- ბროკერი – ყველა ბროკერი არ იძლევა სკალპინგით მუშაობის საშუალებას, ამ სისტემის კვალიფიცირებული ტრეიდერის ხელში – მაღალეფექტურობის გამო. ამიტომ აირჩიეთ ის კომპანიები, სადაც დაშვებულია სკალპინგით ვაჭრობა. მათ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ამ საიტზე;
- ორდერის გახსნისათვის კომისიის არ არსებობა – ზოგიერთი ბროკერი ორდერის გახსნისათვის იღებს როგორც სპრედს, ასევე საკომისიოს, ან მარტო საკომისიოს, რომელიც ყველა შემთხვევაში ჩვეულებრივ სპრედზე მეტია. ორივე შემთხვევაში სკალპინგი აზრს კარგავს, ვინაიდან მოგებული პუნქტები უმრავლეს შემთხვევაში ვერ გადაფარავენ საკომისიოს და მით უმეტეს საკომისიოს და სპრედს ერთად აღებულს;
- მცირე სპრედი – ვაჭრობა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მაღალლიკვიდურ სავალუტო წყვილებზე. რაც უფრო დაბალია სპრედი, მით უფრო მალე მიაღწევთ დაგეგმილ მოგებას;
- ორდერების მომენტალური შესრულება – ალბათ ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი პირობაა, ვინაიდან ბროკერმა ორდერების გახსნა-დახურვა უნდა განახორციელოს მომენტალურად, წამების მეასედში, მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი მოგების მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში ორდერის შესრულების დაყოვნება შეჭამს თქვენს მოგებას. დაუშვებელია ორდერის გაცურება მით უმეტეს თუ მაღალი საკრედიტო მხარს იყენებთ, ვინაიდან ორდერის გახსნის წერტილის სულ რაღაც ორიოდე პუნქტით გაცურებამ შესაძლებელია რეზულტატი ნულამდე და მინუსამდეც კი დაიყვანოს;
- ორდერის მუდმივი კონტროლი – თუ არ გაქვთ დაყენებული ტეიკ პროფიტი და სტოპ ლოსი, არავითარ შემთხვევაში არ მოსცილდეთ კომპიუტერის მონიტორს და მუდმივად აკონტროლეთ ორდერი. საერთოდ სკალპინგს უყვარს სიწყნარე, სიჩუმე და გონების მაქსიმალურად კონცენტრირება. შეეცადეთ ტელეფონიც კი გათიშოთ;
ზემოთ აღვწერე ე.წ. ველური სკალპინგის მეთოდი. არსებობს უამრავი დახვეწილი სკალპინგური სტრატეგია, რომელთა წაკითხვაც შეგიძლიათ ამ საიტზე და რომლებიც უფრო პრაგმატულ გათვლებს ეყრდნობა და უფრო სტაბილურია.
როგორც თავად ხედავთ, ველური სკალპინგის მეთოდით ვაჭრობას გააჩნია თავისი უპირატესობები, თუმცა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით რთული და ემოციურად დატვირთული სამუშაო პროცესია.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით