ორდერის დახურვა - რეკომენდაციები

ორდერის დახურვა – რეკომენდაციები

ორდერის დახურვას აქვს არანაკლები მნიშვნელობა, ვიდრე ბაზარზე შესვლას. თუ მეორე შემთხვევაში ძირითადი დატვირთვა მოდის ტრენდის მოძრაობის მიმართულების და შესვლის წერტილის სწორ განსაზღვრაზე, მეორე შემთხვევაში საჭიროა მაქსიმალური მოგება ამოვიღოთ ბაზრიდან და შევეცადოთ არცერთი პუნქტი არ დავკარგოთ.

მას შემდეგ რაც პოზიცია გახსნილია, ნებისმიერ ტრეიდერს სურს მაქსიმალური მოგება მიიღოს, თუმცა ზოგჯერ სწორედ ეს სურვილი ხდება ზარალის მიღების მიზეზი. პოზიციის გახსნამდე ტრეიდერი უნდა ჩამოყალიბდეს, თუ რამდენი პუნქტის მოგებას გეგმავს.

შიდა დღიურ ვაჭრობაში 20-50 პუნქტზე მეტი მოგების დაგეგმვა ერთი მიმართულებით, რიგ შემთხვევაში გაუმართლებელი და სარისკოა. მერწმუნეთ, სიხარბემ ბევრი გამოცდილი და პროფესიონალი ტრეიდერი დაღუპა.

ორდერის დახურვა – მაქსიმალური მოგების მიღების ტაქტიკა
  • ორდერის გახსნისთანავე ვაყენებთ სტოპ ორდერებს – სტოპ ლოსის და ტეიკ პროფიტის სახით, ამისათვის უნდა გავითალისწინოთ ტრენდის ძალა და უკუსვლების მანძილის ზომა. მცირე სტოპ ლოსი ძლიერი ტრენდის დროს მის გაუმართლებელ ამუშავებას იწვევს. თუ მოგების ზემოთაღნიშნულ რაოდენობრივ პარამეტრს გავითვალისწინებთ, მაშინ გამოდის, რომ სტოპ ლოსი არ უნდა იყოს 15-25 პუნქტზე ნაკლები. როგორც ზემოთ ავღნიშნე ტეიკ პროფიტი 20 – 50 პუნქტის რაიონშია, ხოლო გაშუალებული 25-30 პუნქტი. თუმცა ეს ალგორითმი მაშინ მუშაობს კარგად თუ შესვლის წერტილია ზუსტად შერჩეული. ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს პოზიციაზე თვალყურის დევნება და მზადყოფნა – ნებისმიერ მომენტში დავხუროთ ორდერი, თუნდაც მცირე მოგებით. მცირე მოგება ყოველთვის ჯობია წაგებას;
  • მას შემდეგ რაც პოზიცია მუშაობს, თვალყური უნდა ვადევნოთ კურსის მოძრაობას. გასაგები მომენტია – თუ კურსი მოძრაობს პოზიციის საპირისპიროდ, მაშინ ორდერი სტოპით დაიხურება, მაგრამ თუ ტრენდი დაიძრა ორდერის თანხვედრილად, მაშინ მიზანშეწონილია სტოპ ლოსი მივაჩოჩოთ პოზიციის გახსნის წერტილთან ახლოს, ხოლო შემდეგ თავად ტეიკ პროფიტისაკენ დავძრათ იგი დინამიურად, შესაბამისად თავად ტეიკ პროფიტის ზომაც გავზარდოთ. ეს პროცედურა საშუალებას გვაძლევს შევიდეთ უზარალობის ზონაში და ყველა ვარიანტში მივიღოთ მაქსიმალური მოგება გახსნილი პოზიციისგან;
  • ხშირად ხდება, როცა კურსი ცურავს მცირე დიაპაზონში და პოზიცია უმნიშვნელო პუნქტების რაოდენობით ხან მოგებაშია, ხან წაგებაში. თუ ეს ხდება შიდა დღიურ მასშტაბში, შესამჩნევად ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია ავიღოთ ჩვენი 2-3 პუნქტიანი მოგება და გავიდეთ ბაზრიდან. დაველოდოთ დიაპაზონის გარღვევას და კვლავ შევიდეთ ბაზრის კორექციაზე;
ორდერის დახურვა -ბაზრიდან გასვლის სიგნალები (ზოგადად)
  • ყიდვის შემთხვევა:
  • ფასი მიუახლოვდა წინააღმდეგობის ხაზს;
  • ბაზარი შევიდა გაჯერებული ყიდვების ზონაში;
  • იწყება ყიდვის სავაჭრო მოცულობების კლება და გაყიდვის სავაჭრო მოცულობების ზრდა;
  • შეიმჩნევა ტრენდის მოძრაობის შენელება;
  • გაყიდვის შემთხვევა:
  • ფასი მიუახლოვდა მხარდაჭერის ხაზს;
  • ბაზარი შევიდა გაჯერებული გაყიდვების ზონაში;
  • იწყება გაყიდვის სავაჭრო მოცულობების კლება და ყიდვის სავაჭრო მოცულობების ზრდა;
  • შეიმჩნევა ტრენდის მოძრაობის შენელება;

ზემოთაღნიშნული სიგნალების მიღების შემდეგ აუცილებელია დავფიქრდეთ სავაჭრო პოზიციების დახურვაზე.

და კიდევ ერთხელ: უნდა გვახსოვდეს ფორექსის უმთავრესი და უაპელაციო კანონი – თუნდაც უმნიშვნელო, მაგრამ მაინც მოგება უკეთესია, ვიდრე წაგება.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექს ბაზარზე შესვლა

ფორექსის ბაზარზე შესვლა

ფორექსის ბაზარზე შესვლა ნებისმიერი ტრეიდერისათვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს წარმოადგენს.