კოტირების ცნება

კოტირების ცნება

კოტირების ცნება – ალბათ უპირველესი, საბაზო ცნებაა, რომელიც საფინანსო ბაზარზე მოღვაწე ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს. სავალუტო ბაზარზე ყველა სავაჭრო ოპერაცია დაკავშირებულია კოტირებების ცვლილებასთან. მოკლედ ეს ნიშნავს – რა რაოდენობის ერთი ვალუტის ყიდვაა შესაძლებელი მეორე ვალუტის ფასად.

მაგალითისთვის, კოტირებაში EUR/USD მნიშვნელობა თუ არის 1,35 ე.ი 1 ევროს ყიდვა შეგვიძლია 1 აშშ დოლარის და 35 ცენტის ფასად. ამ სავალუტო წყვილში ევრო არის საბაზო ვალუტა, ხოლო აშშ დოლარი კოტირებული ვალუტაა. საბაზო ვალუტა ყოველთვის ერთის ტოლია, ხოლო კოტირებული ვალუტის მნიშვნელობა იცვლება კურსიდან გამომდინარე.

თუ ხდება კოტირების მაჩვენებლის ზრდა, მაშინ ეს ნიშნავს, რომ საბაზო ვალუტა გამყარდა და მისი კურსი იზრდება, თუ საპირისპირო ტენდენციაა, მაშინ ამბობენ, რომ კურსი დაეცა.

კოტირების ძირითადი მაჩვენებლის გარდა არსებობს აგრეთვე რამდენიმე დამხმარე მაჩვენებელი, რომლებიც სავალუტო ბაზარზე უფრო სრულყოფილ სურათს გვიჩვენებენ.

ქვემოთ ჩამოთვლილი მონაცემების გამოძახება შესაძლებელია სავაჭრო ტერმინალში.

კოტირების მაგალითი

კოტირების ცნება

  • მიწოდების ფასი Bid – ფასი, რომლის მიხედვითაც მოცემულ მომენტში შესაძლებელია ვალუტის გაყიდვა. როგორც წესი იგი უფრო ნაკლებია იმ ფასზე, რომლის მიხედვითაც ხორციელდება ყიდვა;
  • მოთხოვნის ფასი Ask – გვიჩვენებს, თუ რა ფასად არის შესაძლებელი ერთეული საბაზისო ვალუტის ყიდვა კოტირებული ვალუტით;
  • ფასის მოძრაობის % პროცენტული მაჩვენებელი – პარამეტრი გვიჩვენებს, თუ რამდენი პროცენტით გაიზარდა ან შემცირდა ფასი უკანა მაჩვენებელთან შედარებით (ეს პარამეტრი სავაჭრო ტერმინალში Meta Trader 4 არ გამოდის მისი ხილვა შეგიძლიათ საბროკერო კომპანიის საიტების კოტირებებში. ასეთივე ინფორმაციას შეგიძლიათ დააკვირდეთ ზოგიერთ ეკონომიკურ გადაცემებში მორბენალი სტრიქონის სახით, როგორც წესი ეკრანის ქვედა კიდეში);
  • Spread – გვიჩვენებს სავალუტო წყვილის ყიდვისა და გაყიდვის ფასებს შორის სხვაობას. როგორც წესი რაც უფრო სწრაფია ფასის მოძრაობა, მით უფრო დიდია სპრედი;
  • მიმართულება (ისარი)- გვიჩვენებს ტრენდის მოძრაობის მიმართულება. ისარი ზემოთ – ფასი იზრდება, ისარი ქვემოთ – ფასი იკლებს;

ძალიან პრიმიტიულად ვაჭრობის არსი მდგომარეობს შემდეგში: გრაფიკზე, რომელიც გვიჩვენებს კოტირებებს ირჩევთ წყვილს, რომლის კურსი იზრდება, ადარებთ პროცენტულ მაჩვენებლებს – თუ რამდენი პროცენტით გაიზარდა იგი ბოლო პერიოდში, განსაზღვრავთ სპრედის სიდიდეს და თუ ყველაფერი კარგად გამოიყურება, მაშინ – ყიდულობთ.

ყურადღება – ვაჭრობის ეს სტილი გამოვიყენე კოტირებების პრიმიტიული ახსნისთვის. და ესე არასოდეს ივაჭროთ. მე თუ მკითხავთ კოტირებების გამოძახება ტერმინალში საერთოდ არ არის საჭირო და არც კოტირებებზე დაკვირვება საბროკერო კომპანიების საიტებზე.

იმისათვის რომ ტრეიდერმა განახორციელოს სავაჭრო ოპერაცია მან უამრავი მოსამზადებელი სამუშაო უნდა ჩაატაროს, რომლის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელია ფასის მოძრაობის პროგნოზი. ამისათვის ტრეიდერი იყენებს ტექნიკური, ფუნდამენტალური, ფსიქოლოგიური და ა.შ ანალიზების სხვადასხვა მეთოდებს. მაგრამ მაინც პროგნოზის გაკეთების ძირითადი მამოძრავებელია – ფორექსის კოტირება. ფასის მოძრაობის, ანუ კოტირების გარეშე აღარც ვაჭრობაა და აღარც არავის დასჭირდება თქვენი და ჩემი პროგნოზები.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტები

თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტები

თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტები – არის ფულის ლიკვიდური ერთეული, რომელიც მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობის ტერიტორიაზე მიღებულა ანგარიშსწორების …