CHF - შვეიცარიული ფრანკი

CHF – შვეიცარიული ფრანკი

CHF – შვეიცარიული ფრანკი – პირობითი აღნიშვნა CHF არის შვეიცარიის ნაციონალური ვალუტის ერთეული.

თავისი პოპულარობა მოიპოვა შვეიცარიის საბანკო სისიტემის სტაბილურობის წყალობით. ფრანკი წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან, მსოფლიო ვალუტას და ფართოდ გამოიყენება ბანკთაშორისი ანგარიშსწორების პროცესში. ვალუტის პოპულარობა მნიშვნელოვნად იზრდება ფინანსური კრიზისების დროს, იგი ყველაზე ნაკლებად არის მიდრეკილი კურსის მკვეთრი რყევების მიმართ, რაც მას სარეზერვო ვალუტის თვალსაზრისით – ხიბლს მატებს.

შვეიცარიული ფრანკი არის თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტა, საერთაშორისო ანგარიშსწორებებში მისი წილი შედარებით მცირეა და რამდენიმე ათეულ პროცენტს შეადგენს. სხვადასხვა ქვეყნების სავალუტო რეზერვებში მისი წილი დაახლოვებით 0,1 %-ია. უფრო ხშირად იგი გამოიყენება დეპოზიტურ და საინვესტიციო ოპერაციებში, თანაც, როგორც წესი ფულის დაბანდება ხდება თვით შვეიცარიის ბანკებში. შვეიცარიას გააჩნია ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი.

შვეიცარიული ფრანკის ბეჭდვასა და მის მიმოქცევაზე კონტროლს ახორციელებს შვეიცარიის ნაციონალური ბანკი, რომელიც მთლიანად სახელმწიფო სტრუქტურას წარმოადგენს, აგრეთვე მისი პრეროგატივაა ვალუტის სტაბილური კურსის შენარჩუნებაც.

შვეიცარიული ფრანკის ბანკნოტების ნომინალებია – 10,20,50,100 და 1000 ფრანკი. ბრუნვაშია აგრეთვე მონეტები – 1,2,5 ფრანკის ნომინალით და 5,10,20 და 50 სანტიმის ნომინალით. ერთი ფრანკი 100 სანტიმის ტოლია.

ვალუტა გამოირჩევა დაბალი საპროცენტო განაკვეთით. მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიული ფრანკი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ ვალუტად, მაინც, ბოლო პერიოდში საკმაოდ მკვეთრად რეაგირებს ევროპაში მიმდინარე მნიშვნელოვან ფინანსურ და პოლიტიკურ პროცესებზე.

2000 წლამდე შვეიცარიული ფრანკის ბრუნვაში არსემული ფულადი მასის 40 % უზრუნველყოფილი იყო ოქროთი. ამ წესის გაუქმების შემდეგ, ფრანკმა უფრო თავისუფალი მოძრაობა დაიწყო სავალუტო ბაზარზე.

დაბალი საპროცენტო განაკვეთის გამო, შვეიცარიული ფრანკი ხშირად გამოიყენება Carry Trade სისტემით ოპერაციების ჩატარებისა და რისკების დაზღვევისას – ჰეჯირების განხორციელების დროს. შვეიცარული ფრანკის კურსზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის ნაციონალური ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკა, რომელიც მიმართულია მისი გამყარებისკენ.

ფორექსზე ვაჭრობისას ძირითადად გამოიყენება CHF/JPY, EUR/CHF და USD/CHF. ამ სავალუტო წყვილებზე განხორციელებული ოპერაციები, ფრანკის მთლიანი ბრუნვის 50% შეადგენს.

CHF – შვეიცარიული ფრანკის მოკლე ისტორია

შვეიცარიაში ფულის ერთეული მიმოქცევაში გამოჩნდა 1850 წელს, თუმცა იმ პერიოდში ფულის გამოშვება არი იყო ცენტრალიზებული და მას დაახლოვებით 75 სხვადასხვა ბანკი, სხვადასხვა ქალაქები და სააბატოები უშვებდნენ.

1920 წლიდან შვეიცარიის მთავრობის მიერ მიღებული იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც მიმოქცევაში არსებული მთლიანი ფულადი მასის არანაკლებ 40 %-ისა უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო ოქროთი. თავისი არსებობის მანძილზე ფრანკის დევალვაცია მოხდა მხოლოდ ერთხელ 1936 წელს, თანაც არც თუ ისე დიდი მოცულობით – დაახლოვებით 30 %-ით. ამის მიზეზი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებული ეკონომიკური კრიზისი.

ფრანკის მნიშვნელოვანი გამყარება მოხდა მეორე მსოფლიო ომის დროს, ვინაიდან ქვეყნის ფინანსურ დაწესებულებებს არ მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. მის ბანკებში სავალუტო რეზერვებს ინახავდნენ როგორც ნაცისტები, ასევე რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს სხვა, ფაშიზმის მოწინააღმდეგე ქვეყნების ეკონიმიკური სუბიექტები. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც შვეიცარიის საბანკო სისტემის მსოფლიო ავტორიტეტს ამყარებს.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტები

თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტები

თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტები – არის ფულის ლიკვიდური ერთეული, რომელიც მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობის ტერიტორიაზე მიღებულა ანგარიშსწორების …