USD - აშშ დოლარი

USD – აშშ დოლარი

USD – აშშ დოლარი: პირობითი აღნიშვნა $ ან USD არის ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური ვალუტა.

აშშ დოლარი, შიდასახელმწიფოებრივ ფულად ერთეულად, ძირითადად ან მთლიანად, გამოიყენება სხვა ქვეყნებშიც: ეკვადორი, პანამა, მიანმა აღმოსავლეთ ტიმორი, ამერიკული (აღმოსავლეთ) სამოა, ბრიტანული ვირგინიის და ამერიკული ვირგინიის კუნძულები და სხვა.

აშშ დოლარი ყველაზე ფართოდ გავრცელებული – ანგარიშსწორების და სარეზერვო ვალუტაა. ნაციონალური ბანკების სავალუტო რეზერვების 61% -ზე მეტი ინახება სწორედ ამ ვალუტაში. ფართოდ გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით სავაჭრო ოპერაციებში. ანგარიშსწორების წილი დაახლოვებით 40%-ია. ნაღდ მიმოქცევაში დაახლოვებით ერთი ტრილიონი აშშ დოლარია.

აშშ დოლარი პოპულარულია ფორექსის სავალუტო ბაზარზეც. შესრულებული ოპერაციების 40%-ზე მეტი აშშ დოლარში ხორციელდება.

აშშ დოლარი თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტაა. შედის იმ ვალუტების სიაში, რომლებიც გამოიყენება მსოფლიო სავალუტო ფონდის წევრ ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთდაკავშირებული, უწყვეტი ანგარიშწორების CLS სისტემაში.

აშშ დოლარის ბეჭდვას, გავრცელებასა და მიმოქცევაზე კონტროლს ახორციელებს აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა (Federal Reserve System). ამ ორგანოს ეკისრება ნაციონალური ბანკის ფუნქციები. ფსს-ს შემადგენლობაში შედის ხაზინა და 12 სახელმწიფო ბანკი.

თავისუფალ მომოქცევაში არის 1,2,5,10,20,50,100 ნომინალის კუპიურები. არსებობს აგრეთვე 500, 1 000, 5 000, 10 000 ნომინლის კუპიურები, თუმცა მათ უფრო ნუმიზმატური დატვირთვა აქვთ და აუქციონებზე მათი ღირებულება ნომინალზე გაცილებით მეტია. ისინი რარიტეტად იქცნენ და მათი მიმოქცევიდან ამოღება ხორციელდება.

აშშ დოლარის კურსი სხვა ვალუტებთან მიმართებაში დგინდება ფორექსის ბაზარზე და გამოისახება კოტირებების მეშვეობით. იგი ფორექსზე ვაჭრობის მთავარი ვალუტაა. მისი მეშვეობით ხდება სხვადასხვა ვალუტებს შორის კროს კურსების გამოთვლა.

USD – აშშ დოლარის კურსზე გავლენის ფაქტორები

პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენები, ენერგომატარებლებზე და ძვირფას მეტალებზე ფასების ცვლილება, მსხვილი ნაციონალური ბანკების სავალუტო პოლიტიკა (დოლარის, როგორც სარეზერვო ვალუტის რაოდენობის ცვლილება).

აშშ დოლარის მთავარი კონკურენტია ევრო (ევროკავშირის ქვეყნების ვალუტა).

პირველი ამერიკური ფული (ერთიანი სისტემით, თუმცა მანამდეც იყო გარკვეული ფულადი ერთეულები) შეიქმნა 1861 წელს სამოქალაქო ომის დროს. პირველ დოლარს უწოდებდნენ Demand Notes, მაგრამ უფრო მეტი ცნობადობა შეიძინეს შემდგომში გამოშვებულმა ბანკნოტებმა, რომელთაც United States Notes ერქვა. ბანკნოტების ფერი იყო მწვანე, როს გამოც მათ ჟარგონზე greenbacks, backs უწოდებდნენ. ეს ჟარგონი დღესაც გამოიყენება.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტები

თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტები

თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტები – არის ფულის ლიკვიდური ერთეული, რომელიც მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობის ტერიტორიაზე მიღებულა ანგარიშსწორების …