სარჩევი
EUR – ევრო, ევროპული ვალუტა: პირობითი სიმბოლო €, ან EUR არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ოფიციალური ვალუტა.
Euro – არის თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტა და პროდუქციასა და მომსახურებაზე ანგარიშსწორების ოპერაციების მოცულობების მიხედვით დგას მეორე ადგილზე აშშ დოლარის შემდეგ. ბევრმა მსხვილმა ფინანსურმა ჯგუფმა, ფინანსური ანგარიშსწორების განხორციელებისათვის უარი თქვა აშშ დოლარის გამოყენებაზე და გადავიდნენ ევროს გამოყენებაზე. მსოფლიო მასშტაბის ანგარიშწორების წილი შეადგენს დაახლოვებით 27 %.
ევროს შემოღების შემდეგ, იგი იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სარეზერვო ვალუტად და ამჟამად ფართოდ გამოიყენება ნაციონალური ბანკების მიერ, სავალუტო რეზერვების შევსებისათვის. ბოლო მონაცემებით სარეზერვო მოცულობების თვალსაზრისით ევრო ავიწროვებს აშშ დოლარს და მისი წილი, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სავალუტო რეზერვებში დაახლოვებით 26 %-ია.
ნაღდ ფულად მიმოქცევაში თითქმის 1 ტრილიონი ევროა, რაც პრაქტიკულად ნაღდ მიმოქცევაში არსებული აშშ დოლარის რაოდენობას დიდად არ ჩამოუვარდება.
არანაკლებ პოპულარობით სარგებლობს ევრო ფორექსის ბაზარზეც. სავაჭრო ოპერაციებში მისი წილი სხვადასხვა მონაცემებით 19%-დან 30 %-მდე მერყეობს. განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს სავალუტო წყვილი EUR/USD, სწორედ ამ წყვილზე მოდის, ევროს მონაწილეობით განხორციელებული, ყველაზე მეტი სავაჭრო ოპერაციები. ეს გარემოება მიუთითებს მძაფრ კონკურენციაზე ამ ორ ვალუტას შორის. ევროზე განხორციელებული სავაჭრო ოპერაციების ძირითადი პროცენტი მოდის ფორექსის ევროპული სესიის პერიოდში. კოტირებების მიხედვით, სწორედ ამ დროს არის ბაზრის ყველაზე მეტი ვოლატილობა.
ევროს კურსზე გავლენა აქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ამიტომ კურსის ცვლილება საკმაოდ არაპროგნოზირებადია და ხასიათდება ხშირი, მყისიერი აწევითა და დაწევით. ერთი სავაჭრო სესიის განმავლობაში EUR/USD კურსის დინამიკამ შესაძლებელია 200 პუნქტი შეადგინოს. თანაც ასეთი რყევები თითქმის ნორმად არის ქცეული. რადგან, როგორც ავღნიშნეთ, ევროკავშირის წევრი ნებისმიერ ქვეყნაში მიმდინარე პროცესები გავლენას ახდენს მის კურსზე.
ევროს ბეჭდვასა და სტაბილურობას ახორციელებს European Central Bank – ევროპის ცენტრალური ბანკი. მის სისტემაში შედის ევროზონის ქვეყნების ყველა ნაციონალური ბანკი. ეცბ (ევროპის ცენტრალური ბანკი-European Central Bank) – ახორციელებს რეგულაციურ ფუნქციებს და აკონტროლებს მიმოქცევაში არსებული ნაღდი ვალუტის რაოდენობას.
ევროს ისტორია
ევრო არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ვალუტა. იგი მიეკუთვნება ე.წ. კოლექტიური ვალუტების სახეობას. მისი შემოღების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა 1992 წლის 7 თებერვალს. ეს თარიღი ითვლება ევროს დაბადების დღედ.
ევროს შემოღება განაპირობა აშშ დოლარის, როგორც მსოფლიო ძირითადი ვალუტის მიმართ, ერთგვარმა უნდობლობამ. ფაქტობრივად ევრო უნდა ქცეულიყო აშშ დოლარის ალტერნატივად, რაც განხორციელდა კიდეც.
ევრო მიმოქცევაში შემოვიდა 1999 წლის 1 იანვარს. პირველ პერიოდში იგი გამოიყენებოდა უნაღდო ანგარიშსწორებისთვის, ხოლო 2002 წლის 1 იანვრიდან ევრო გახდა ნაღდი ანგარიშსწორების საშუალება. ევროზე სრული გადასვლა მოხდა 2002 წლის 1 ივნისიდან.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით