თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტები

თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტები

თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტები – არის ფულის ლიკვიდური ერთეული, რომელიც მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობის ტერიტორიაზე მიღებულა ანგარიშსწორების საშუალებად.

ქვეყნების უმრავლესობაში შესაძლებელია კონვერტირებადი ვალუტის უპრობლემოდ გაყიდვა და ყიდვა სხვა ვალუტის ფასად. ამჟამად ასეთი სახის დაახლოვებით ოცამდე ვალუტა არსებობს. თითოეულ მათგანს აქვს თავისი ადგილი საფინანსო ანგარიშსწორებები სისტემაში და მონაწილეობენ ფორექსის სავალუტო ბაზარზე.

თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტები პირობითად იყოფა ორ ჯგუფად:
  • მაღალ ლიკვიდური ვალუტები;
  • საშუალო ლიკვიდური ვალუტები;
მაღალ ლიკვიდური თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტები:

კლასიფიკაცია მოყვანილია ნაციონალურ ბანკებში სარეზერვო წილისა და ფორექსზე პოპულარობის გათვალისწინებით. ასევე ეს ვალუტები, საერთაშორისო ბაზრებზე ყველაზე ხშირად და ფართოდ გამოიყენება საქონლიზე და მომსახურეობაზე ანგარიშწორების დროს.

  • აშშ დოლარი – სარეზერვო ვალუტა 60%, წილი ფორექსზე 41%;
  • ევრო – სარეზერვო ვალუტა 26.6%, წილი ფორექსზე 30%;
  • იაპონური იენა – სარეზერვო ვალუტა 3,8%, წილი ფორექსზე 12%;
  • ბრიტანული ფუნტი – სარეზერვო ვალუტა 4,1%, წილი ფორექსზე 7%;
  • შვეიცარული ფრანკი – სარეზერვო ვალუტა 0,1%, წილი ფორექსზე 5%;
საშუალო ლიკვიდური თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტები:

საშუალო ლიკვიდურ ვალუტებს მიეკუთვნება უფრო ნაკლებად პოპულარული ფულადი ერთეულები, მაგრამ, რომლებსაც ანგარიშსწორებისათვის იყენებენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მაგალითად ზოგიერთი მათგანი, როგორიცაა კანადური დოლარი CAD – ითვლება მთავარ სანედლეულო ვალუტად.

  • კანადური დოლარი – CAD;
  • ავსტრალიური დოლარი – AUD;
  • ჰონკონგური დოლარი – HKD;
  • სამხრეთკორეული ვონა – KRW;
  • შვედური კრონა – SEK;
  • დანიური კრონა – DKK;
  • ნორვეგიული კრონა – NOK;
  • სინგაპურული დოლარი – SGD;
  • ახალზელანდიური დოლარი – NZD;
  • სამხრეთკორეული რანდი – ZAR;
  • ისრაელური შეკელი – IL;
  • მექსიკური პესო – MXN;

ჩამოთვლილი ვალუტები შესაძლებელია ვიყიდოთ და გავყიდოთ ფორექსის არასაბირჟო სავალუტო ბაზარზე, მაგრამ ზოგიერთი მათგანის სავაჭრო მოცულობები საკმაოდ დაბალია, რადგან გააჩნიათ დაბალი ლიკვიდურობა, შესაბამისად სპრედიც საკმაოდ მაღალია – რომელმაც შესაძლებელია ზოგჯერ 100 პუნქტსაც კი მიაღწიოს.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

USD - აშშ დოლარი

USD – აშშ დოლარი

USD – აშშ დოლარი: პირობითი აღნიშვნა $ ან USD არის ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური ვალუტა.