სარჩევი
სავალუტო წყვილი NZD/USD დამსახურებლად სარგებლობს პოპულარობით, ვინაიდან მას წამყვანი როლი უკავია სავაჭრო მოცულობების სიდიდის თვალსაზრისით, აგრეთვე მისი დინამიზმისა და ერთგვარი სიმშვიდის გამო.
ფორექს ჟარგონზე ამ წყვილს უწოდებენ “კივი”-ს. ერთი ვერსიით ეს სახელწოდება იმიტომ აქვს, რომ იგი მგრძნობიარეა სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასების ტენდენციის მიმართ და განეკუთვნება ე.წ. სასოფლო-სამეურნეო ვალუტას. პრინციპში ახალი ზელანდიის, როგორც სახელმწიფოს, ძირითადი შემოსავლის წყაროს და ეკონომიკის დომინანტ სექტორს მართლაც წარმოადგენს სოფლის მეურნეობა და მართლაც დიდ გავლენას ახდენს ვალუტის კურსზე, მაგრამ ვალუტის ჟარგონული სახელწოდება “კივი” გამომდინარეობს ახალი ზელანდიის ნაციონალური ფრინველიდან – კივი (kiwi). ეს უკანასკნელი არის სწორი ვერსია. თუმცა ზოგადი ინფორმირებულობისათვის პირველი ვერსიაც უნდა ვიცოდეთ.
სავალუტო წყვილის NZD/USD კოტირებას ქმნის ახალ ზელანდიური დოლარი და აშშ დოლარი. ანუ ახალზელანდიური დოლარის ყიდვა და გაყიდვა ხდება აშშ დოლარის ფასად. ამიტომ კოტირებაში NZD არის საბაზო ვალუტა. სავალუტო წყვილის NZD/USD კოტირება გვიჩვენებს, მიმდინარე მომენტში რამდენი აშშ დოლარი ღირს ერთი ახალ ზელანდიური დოლარი.
სტანდარტული/კლასიკური კოტირება აისახება მძიმის შემდეგ ოთხი ციფრით. კურსის ცვლილება 0,0001 ნიშნულით, ნიშნავს ფასის ცვლილებას ერთი პუნქტით.
ფუნდამენტალურ ფაქტორებს, რომლებიც ზემოქმედებენ აშშ დოლარზე შეგიძლიათ გაეცნოთ რუბრიკაში ფორექს კალენდარი.
NZD-ს კურსის ცვლილებაზე ფუნდამენტალურ ზეგავლენას ახდენს ფასების დინამიკა სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე და ამინდი, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ძირითადი შემადგენელი კომპონენტია. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამინდის მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგნოზები მართლაც ახდენს ზეგავლენას კივის კურსზე, ზოგჯერ საკმაოდ მკვეთრი ნახტომებით. უმეტეს შემთხვევებში ამინდის გაუარესების პროგნოზები.
სავალუტო წყვილი NZD/USD – ნიუანსები
სავალუტო წყვილის NZD/USD ძირითადი აქტიურობა იკვეთება ევროპულ სავაჭრო სესიაზე. მოძრაობის საშუალო სიდიდე 80-100 პუნქტია.
აღსანიშნავია, რომ არსებობს ერთგვარი ურთიერთკავშირი NZD/USD და AUD/USD კურსებს შორის. მათ მოძრაობაში ხშირად შეინიშნება პარალელიზმი. ამის მიზეზია ერთი და იგივე ფაქტორების, ანუ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასების დინამიკის, ზეგავლენა ნაციონალურ ვალუტებზე, თუმცა ამასთან ერთად არ დაგვავიწყდეს რომ ავსტრალიური დოლარი ასევე წარმოადგენს სანედლეულო ვალუტასაც და მასზე ფუნდამენტალურ გავლენას ახდენს არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის სექტორი.
მიჩნეულია, რომ “კივი”-ზე ვაჭრობა მიზანშეწონილია საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ვაჭრობის სტილისთვის. NZD/USD სკალპინგში ეფეტური წარმატებულობით არ გამოირჩევა.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით