სავალუტო წყვილი GBP/JPY

სავალუტო წყვილი GBP/JPY

სავალუტო წყვილი GBP/JPY სავაჭრო მოცულობების მიხედვით ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა ფორექსის სავალუტო ბაზარზე. მის მოძრაობას ახასიათებს დინამიზმი და დღიური მოძრაობის საკმარისად გრძელი მანძილები.

სავალუტო წყვილს GBP/JPY-ს ხშირად იყენებენ სპოტური ვაჭრობისას, ბრიტანული ფუნტისა და იაპონურ იენას შორის საკრედიტო განაკვეთების განსხვავებულობის გამო.

სხვა კროს კურსებთან შედარებით, GBP/JPY-ს სავაჭრო მოცულობები მაღალია. ამის ძირითადი მიზეზია ის, რომ სავალუტო წყვილში შემავალი ვალუტები მიეკუთვნება უძლიერეს საფინანსო ცენტრებს – ტოკიოს და ლონდონის სავაჭრო მოედნებს.

სავალუტო წყვილის GBP/JPY კოტირება შედგება ბრიტანული ფუნტისა და იაპონური იენასგან. სტანდარტული სახით კოტირება გამოისახება მძიმის შემდეგ ორი ციფრით. ფასის 0,01 ნიშნულით ცვლილება ნიშნავს ერთი პუნქტით ცვლილებას. ზოგადად ძვირი სავალუტო წყვილია და ტრეიდერები მასზე ვაჭრობისას ცდილობენ შეარჩიონ ოპტიმალური საკრედიტო მხარი, რომელიც 1:500-ს არ აღემატება.

ბრიტანულ ფუნქტზე მოქმედებენ ზოგადევროპული ფუნდამენტალური ფაქტორები, თუმცა კონკრეტულად ამ წყვილში მათი ზემოქმედება შედარებით შეზღუდულია.

სავალუტო წყვილი GBP/JPY – ნიუანსები

იენას კურზე ძირითადად მოქმედებს ნაციონალური ბანკის პოლიტიკა და ქვეყანაში წარმოებულ მაღალტექნოლოგიურ პროდუქციაზე მოთხოვნის დინამიკა.

ძირითადი ფუნდამენტალური ფაქტორები, რომლებიც ზემოქმედებენ GBP/JPY სავალუტო წყვილზე შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში – “ფორექს კალენდარი”. ძირითადი ყურადღება მიაქციეთ მნიშვნელოვან ფუნდამენტალურ მოვლენებს, სხვა ფაქტორებს შეგიძლიათ არ მიაქციოთ ყურადღება.

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ იაპონიის ნაციონალური ბანკი ხშირად მოქმედებს “ჩასაფრებული” პოზიციიდან და არასოდეს არ არის წინასწარი ინფორმაცია მისი მხრიდან ინტერვენციის ან სხვა მოქმედების შესახებ, ამიტომ მიზანშეწონილია ყოველთვის ფრთხილად ვიყოთ და აუცილებლად გამოვიყენოთ სტოპ ორდერები.

სავალუტო წყვილს ახასიათებს დაბალი სპრედი, დიდი სავაჭრო მოცულობები და მაღალი ვოლატილობა. ბევრი ტრეიდერი სავალუტო წყვილზე ვაჭრობს Carry Trade სტრატეგიის მიხედვით (სვოპზე ვაჭრობა).

აგრეთვე მიჩნეულია, რომ სავაჭრო წყვილზე ვაჭრობა ყველაზე მომგებიანი იაპონიის ბანკის ინტერვენციის შემდეგ.

სავალუტო წყვილზე აქტიურობა ფიქსირდება პრაქტიკულად ყველა სავაჭრო სესიაზე. სესიების მიხედვით მკვეთრ რყევებს იწვევენ შემდეგი ფაქტორები: ევროზონის და ბრიტანეთის ფუნდამენტალური სიახლეები, იაპონიის ბანკის მოქმედებები, იაპონიის ეკონომიკური სიახლეები, აშშ-ს ბაზარზე (ან კანადის ბაზარზე) იაპონური პროდუქციის შეტანის კვოტების და ნიხრების დინამიკა.

პოპულარობის მიხედვით GBP/JPY არ ჩამოუვარდება USD/JPY-ს თუმცა უფრო მეტი ვოლატილობა აქვს, რის გამოც აქტიურად გამოიყენება Carry Trade სტრატეგიით ვაჭრობისას.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

პოპულარული სავალუტო წყვილები

პოპულარული სავალუტო წყვილები

პოპულარული სავალუტო წყვილები ყველაზე მიმზიდველი სავაჭრო ინსტრუმენტებია ფორექსზე. სავალუტო წყვილის არჩევა მნიშვნელოვანი საკითხია. წყვილზე ვაჭრობის …