სარჩევი
პოპულარული სავალუტო წყვილები ყველაზე მიმზიდველი სავაჭრო ინსტრუმენტებია ფორექსზე. სავალუტო წყვილის არჩევა მნიშვნელოვანი საკითხია. წყვილზე ვაჭრობის დასაწყისში გასათვალისწინებელია არაერთი ნიუანსი, რომელიც მას ახასიათებს. ამ ნიუანსებიდან გამომდინარეობს წესებიც, რომელთა დაცვაც რეკომენდებულია.
ძირითადი ფაქტორები, რომლებიც სავალუტო წყვილის არჩევისას უნდა გავითვალისწინოთ არის – ვოლატილობა, ვაჭრობის სტრატეგია და პროგნოზირების სირთულე.
პირველ რიგში ტრეიდერმა უნდა განსაზღვროს, რომელი ფინანსური ინსტრუმენტი არის მისთვის უფრო მეტად მოსახერხებელი. დამწყები ტრეიდერებისათვის რეკომენდებულია ისეთი სავალუტო წყვილები, რომელთა მოძრაობის დიაპაზონი შედარებით მცირეა.
მაგრამ, შეუძლებელია ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა რომ ესა თუ ის წყვილი უფრო მშვიდია ვიდრე სხვა. ითვლება, რომ სავალუტო წყვილები: EUR/GBP , AUD/USD და NZD/USD შედარებით მშვიდი სავაჭრო ინსტრუმენტებია და მათი საშუალო დიაპაზონი 60-70 პუნქტის ფარგლებშია. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მნიშვნელობა არ არის აპრიორი, ყველა სავალუტო წყვილს პერიოდულად ახასიათებს მკვეთრი რყევები.
ყველაზე მომგებიან სავალუტო წყვილებად ითვლება ის ინსტრუმენტები, რომლებიც ერთი აქტიური სავაჭრო სესიის განმავლობაში გადიან მეტ მანძილს. შესაბამისად რაც უფრო მეტ მანძილს გაივლის ტრენდი მით უფრო მეტ მოგებას მიიღებს ტრეიდერი. ამისათვის უნდა ავირჩიოთ სტაბილურად ვოლატილური სავალუტო წყვილები. მათთან სწორად მუშაობის შემთხვევაში, ერთი სავაჭრო დღის განმავლობაში შესაძლებელია 100 და მეტი პუნქტის ამოქაჩვა.
პოპულარული სავალუტო წყვილები (ტრენდის მოძრაობის საშუალო მაჩვენებლით)
უნდა გვახსოვდეს, რომ თვით ყველაზე ვოლატილურ წყვილებსაც კი ახასიათებთ სიმშვიდის პერიოდები. ამ მოვლენას ფლეტს უწოდებენ. ბაზარზე ფლეტი უფრო ხშირი მოვლენაა, ვიდრე აქტიური ტრენდი. ფლეტი შედარებით იშვიათად ფიქსირდება ისეთ სავალუტო წყვილებზე, რომელთა შემდგენლობაშია ნულოვანი კოეფიცენტის კორელაციის მქონე ვალუტები.
რაც უფრო ვოლატილური და ლიკვიდურია ვალუტები, მით უფრო მცირე სპრედი ახასიათებთ მათგან შემდგარი სავალუტო წყვილებს, რაც ასევე დადებითი მომენტია.
ასევე, პოპულარული სავალუტო წყვილებისთვის შექმნილია სავაჭრო სტრატეგიების, მრჩევლების უმრავლესობა.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით