ბროკერების სპრედი

ბროკერების სპრედი სხვადასხვა სავალუტო წყვილებისათვის

სკალპინგური სტრატგიებით ვაჭრობის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სპრედის რაოდენობას, რადგან სკალპინგი გულისხმობს პოზიციების ხშირ და თითქმის მყისიერ გახსნა/დახურვას, რომლის დროსაც მოგებამ შესაძლებელია მხოლოდ 1,3,5, ან 10 პუნქტი შეადგინოს.

ამიტომ თუ სკალპერი თითოეული ორდერიდან სპრედის სახით 5-7 პუნქტს იხდის – მაშინ ჯამში საკმაოდ დიდი თანხა გამოდის. ჩვეულებრივი ვაჭრობის დროსაც საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს სპრედის რაოდენობას, მინიმალური სპრედი საშუალებას იძლევა მალე დავხუროთ პოზიცია, ან გადავიყვანოთ უზარალობის პოზიციაში.

ყველა ბროკერს აქვს სპრედების საკუთარი სისტემა. როგორც წესი ყველა ბროკერთან, ყველაზე მინიმალური სპრედი აქვს EUR/USD სავალუტო წყვილს, ვინაიდან მასში მონაწილე ორივე ვალუტა მაღალლიკვიდურია.
სპრედის რაოდენობა დამოკიდებულია ბაზარზე არსებულ სიტუაციაზეც. როგორც წესი სპრედის რაოდენობა სიდიდით რამდენჯერმე იზრდება მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლეების გამოქვეყნებამდე, ღამის საათებში, მნიშვნელოვანი სადღესასწაულო დღეების წინ, ბაზარზე მყისიერად დაწყებული ვოლატილობის ზრდის დროს.

ზოგიერთი სავალუტო წყვილის დაბალლიკვიდურობის გამო შესაძლებელია სპრედის რაოდენობამ 300 პუნქტამდეც კი მიაღწიოს.

არსებობს სპრედის ორი სახეობა:
  • ფიქსირებული სპრედი;
  • მცოცავი სპრედი;
ფიქსირებული სპრედი

ბროკერების უმრავლესობა საწყის ეტაპზე ტრეიდერებს სთავაზობს ფიქსირებულ სპრედს. ეს ვარიანტი უკვე დიდი ხანია არსებობს სავალუტო ბაზარზე და პოპულარობით სარგებლობს ტრეიდერებს შორის. ფიქსირებული სპრედი ზოგჯერ 100-200 პროცენტით განსხვავდება რეალურ ბანკთაშორისი სავალუტო ბაზარზე არსებული სპრედისგან.

მცოცავი სპრედი

მოქმედებს რეალურ ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე და ხშირად გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ფიქსირებული სპრედი. ამ შემთხვევაში ტრეიდერის ჯამური დანახარჯები უფრო ნაკლებია ვიდრე ფიქსირებული სპრედის დროს.

სავალუტო წყვილებზე სპრედის რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია შესაბამისი ბროკერის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული შესაბამისი ცხრილიდან.

ამასთან ერთად, არსებობს სპრედის გამოთვლის ინდიკატორები (სკრიპტები), რომლებიც უშუალოდ სავაჭრო ტერმინალში გვიჩვენებენ არჩეულ სავალუტო წყვილზე მიმდინარე სპრედის რაოდენობას.

ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

ვაჭრობა მრჩეველების მეშვეობით

ვაჭრობა მრჩეველების მეშვეობით

მცოდნე და გამოცდილი ტრეიდერის ხელში ავტომატურ სავაჭრო პროგრამებს, ანუ მრჩეველს, იგივე ექსპერტს, ხშირ შემთხვევაში დადებითი …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.