ფორექსის საბროკერო კომპანიები

ფორექსის საბროკერო კომპანიები

ფორექსის საბროკერო კომპანიები ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია ფორექსზე მუშაობის პროცესში. საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე ვაჭრობა ბროკერის გარეშე შეუძლებელია. ბროკერის საიმედოობაზეა დამოკიდებული ორდერების, მათ შორის სტოპ ორდერების შესრულების სიზუსტე და მოგებული/გამომუშავებული თანხის დეპოზიტიდან გამოტანის შესაძლებლობა.

სტატია წარმოადგენს საიტის რუბრიკის “ბროკერების რეიტინგი” ერთგვარ განმარტებას. რუბრიკაში წარმოდგენილია საბროკერო კომპანიები, რომლებიც ჩემი, როგორც ტრეიდერის და ამ საიტის ავტორის მიერ ტესტირებულია სხვადასხვა რეჟიმში. მათთან ვაჭრობის პროცესში არ მქონია პრობლემა ორდერების შესრულების სიზუსტის თვალსაზრისით და დეპოზიტიდან თანხის გამოტანის დროსაც. ყველა ძირითადი პროცედურა ხორციელდება ნორმის ფარგლებში და რაიმე სასაყვედურო არ მეთქმის.

ბროკერების ერთ-ერთ მთავარ დადებით მომენტს ვთვლი იმას, რომ მათთან ვაჭრობის დაწყებისათვის საჭირო მინიმალური დეპოზიტი არ არის დიდი და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაიწყოს მათთან ვაჭრობა თუნდაც 100 აშშ დოლარის დეპოზიტით. ეს ციფრი მოვიყვანე იმიტომ რომ ამ თანხით უკვე შესაძლებელია შედარებით საგრძნობი თანხების გამომუშავება დეპოზიტის ზდის თვალსაზრისით.

მაგალითად: 0.01 ლოტით ვაჭრობისას საშუალოდ ერთი პუნქტის ღირებულება არის 10 ცენტი. 100 პუნქტი = 10 დოლარი. 100 პუნქტის მანძილს ერთი სავაჭრო დღეში თავისუფლად გადის ყველა ძირითადი სავალუტო წყვილი. თუ ვაჭრობა მიმდინარეობს 2-3 სავალუტო წყვილზე, მაშინ სწორად ვაჭრობის დროს საბოლოო დღიური ან კვირის ფინანსური რეზულტატის დაანგარიშება თავად შეგიძლიათ. რა თქმა უნდა ეს რეზულტალი მიგვიყვანს იმ პროცენტულ გამოხატულებამდე, რომელსაც არცერთი საბანკო დეპოზიტი და ბევრ შემთხვევაში ბიზნესის სახეობა ვერ მოგვცემს.

შეამჩნევდით, რომ საიტზე არ არის წარმოდგენილი ქართული ბროკერები, ან საერთაშორისო ბროკერების ქართული ფილიალები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე მათგანი ცუდია. არა. უბრალოდ 2016 წლის სექტემბრის მონაცემებით არ მქონია მათთან ურთიერთობა – ელემენტარულად დროის და საჭიროების უქონლობის გამო. არ გამოვრიცხავ, რომ ოდესმე დავტესტავ მათ, თუმცა არსებობს ერთი – მაგრამ! არცერთი მათგანის მონიმალური დეპოზიტის რაოდენობის სიდიდე არ იწვევს ჩემში ხიბლს. ხოლო ჩემთვის ამოსავალი კრიტერიუმი, რომლითაც ვაფასებ ბროკერებს არის – სავალუტო ბაზარზე ვაჭრობის საყოველთაო ხელმისაწვდომობა.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ECN ბროკერები

ECN ბროკერები

ECN ბროკერები – საშუალებას გვაძლევენ ვივაჭროთ ფორექსის ბაზარზე გარე ფაქტორების ჩარევის გარეშე. ვაჭრობა ხორციელდება პრინციპით …