სავალუტო წყვილი AUD/USD

სავალუტო წყვილი AUD/USD (დამატებითი ცნობები)

სავალუტო წყვილი AUD/USD (ავსტრალიური დოლარი/აშშ დოლარი) – ჟარგონზე მას კენგურუს უწოდებენ, არის ზომიერად ვოლატილური წყვილი.

ვოლატილობის მიუხედავად კარგად პროგნოზირებადი წყვილია, რის გამოც პროფესიონალი ტეიდერების ყურადღებას იპყრობს. იგივე მიზეზით რეკომენდებულია დამწყები ტრეიდერებისათვისაც.

აღნიშნული წყვილი შედგება ავსტრალიური დოლარისა და აშშ დოლარისგან. საბაზო ვალუტის სახით გვევლინება ავსტრალიური დოლარი, ხოლო აშშ დოლარი კოტირებული ვალუტაა, ანუ გვიჩვენებს 1 ავსტრალიური დოლარის ღირებულებას გამოხატულს აშშ დოლარში.

სტანდარტული კოტირება შედგება ოთხი ციფრისგან მძიმის შემდეგ, ერთი პუნქტი უდრის 0,0001-ს. მისი შეფარდებითი მნიშვნელობა აშშ დოლართან მიმართებაში, უშუალოდ დამოკიდებულია ლოტის სიდიდეზე.

ავსტრალიური დოლარი არის სანედლეულო ვალუტა და მისი ფასი განსაკუთრებით დამოკიდებულია სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასების დინამიკაზე. ასევე მოწყვლადია ისეთი ნედლეულების ფასების დინამიკის მიმართ, როგორებიცაა რკინის მადანი, სპილენძი, ქვანახშირი და ნავთობი. ამასთან ერთად მგრძნობიარეა ნედლეულის ისეთი მსხვილი იმპორტიორი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ, როგორებიცაა ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.და რაც მთავარია წყვილზე მოქმედებს იგივე ფუნდამენტალური ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ აშშ დოლარზე (საპროცენტო განაკვეთის ცვლილება, უმუშევრობის დონე და სხვა ეკონომუკური და პოლიტიკური პარამეტრები).

სავალუტო წყვილი AUD/USD – ნიუანსები

AUD/USD – კარგად მუშაობს სიახლეების სტრატეგიებზე. ამისათვის მიზანშეწონილია სიახლეების კალენდარის გამოყენება.

მეორე ხარისხოვანი ფაქტორია, მაგრამ მაინც გასათვალისწინებელია, ვინაიდან ეს ფაქტორიც დრო და დრო მოქმედებს ამ სავალუტო წყვილის კოტირებაზე – ეს არის ამინდი. ავსტრალია არამდგრადი ბუნებრივი პირობების ქვეყანაა და საკმაოდ ხშირი პერიოდულობით ხდება სტიქიური უბედურებები. როგორც წესი ასეთი მოვლენები და მათი პროგნოზიც კი ზოგჯერ მნიშვნელოვან რყევებს იწვევს სავალუტო წყვილის კოტირებებზე.

ავსტრალიის ფუნდამენტალური ეკონომიკური სიახლეების გამოქვეყნება ხდება თბილისის დროით დილის 03:00 საათიდან 05:00 საათების პერიოდში, ამიტომ ამ პერიოდში ფასური იმპულსიც და სავაჭრო მოცულობებიც მაღალია, თუმცა იმპულსიურობის ნაკლებობა არც ევროპულ და ამერიკულ სესიებზე ფიქსირდება.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სავალუტო წყვილი GBP/USD

სავალუტო წყვილი GBP/USD

სავალუტო წყვილი GBP/USD ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტია, რასაც წყვილში შემავალი ვალუტების მაღალი ვოლატილობა განაპირობებს.