ვოლატილური სავალუტო წყვილები

ვოლატილური სავალუტო წყვილები

ვოლატილური სავალუტო წყვილები დიდ გავლენას ახდენენ მოგების სიდიდეზე.

იმისათვის, რომ ფორექსის ბაზრიდან ამოვიღოთ მაქსიმალური მოგება, რეკომენდებულია სავაჭროდ ავირჩიოთ ყველაზე ვოლატილური სავალუტო წყვილები. აღსანიშნავია, რომ ვოლატილობა პირდაპირ კავშირშია სავაჭრო სესიებთან. ამიტომაც, ამ სტატიაში კომპლექსურად განვიხილავთ ვოლატილურ სავალუტო წყვილებს და სავაჭრო სესიებს.

ქვემოთ წარმოდგენილია ვოლატილობის საშუალო პუნქტობრივი მაჩვენებლები სესიების განმავლობაში, რომელიც არ წარმოადგენს დოგმას. იგი ყოველთვის ცვალებადია და დამოკიდებულია სეზონურობასა და ფუნდამენტალურ ფაქტორებზე. ამასთან ერთად მაჩვენებლები იცვლება წლების მიხედვით. მონაცემები დაანგარიშებულია 2018-2019 წლების მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულით. სხვადასხვა რესურსებზე, ან ლიტერატურაში შეხვდებით სხვადასხვა ციფრებს, თუმცა ისინი ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება. მთავარი არსი ერთნაირია, ხოლო ვოლატილობა 90, თუ 97 პუნქტი იქნება – ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ვიცოდეთ ვოლატილობის დინამიკა სავალუტო წყვილების მიხედვით. ჩემი დაკვირვებით ძირითად სტატუსებს არც 2020 წელს განუცდია დიდი ცვლილებები.

  • აზიური სავაჭრო სესია დროის თვალსაზრისით საქართველოში ღამის პერიოდს ემთხვევა. იგი არ გამოირჩევა განსაკუთრებულად აქტიური ტრენდით, ამიტომ ფასების მოძრაობა ყველაზე მდორედ მიმდინარეობს. ამ პერიოდში მიზანშეწონილია ივაჭროთ შემდეგ სავალუტო წყვილებზე:
  • GBR/JPY – საშუალო ვოლატილობა 110 პუნქტს შეადგენს, ზოგჯერ 300 პუნქტამდეც ადის, თუმცა არც თუ იშვიათად ფასური დიაპაზონი 20-30 პუნქტს არ აღემატება;
  • GBR/CHF – დინამიურობის თვალსაზრისით აზიური სესიის რიგით მეორე სავალუტო წყვილია, ფასური დიაპაზონი საშუალოდ 95 პუნქტს შეადგენს;
  • USD/JPY – დინამიურობის თვალსაზრისით აზიური სესიის რიგით მესამე სავალუტო წყვილია, ფასური დიაპაზონი საშუალოდ 80 პუნქტს შეადგენს, ხოლო სავაჭრო მოცულობების თვალსაზრისით პირველ ადგილზეა;
  • EUR/JPY – ფასური დიაპაზონი 75 პუნქტია. ვაჭრობს დიდი მოცულობებით. რყევები გამოწვეულია იაპონური ფუნდამენტალური სიახლეებით;
  • ევროპული სავაჭრო სესია დროის თვალსაზრისით საქართველოში სამუშაო დღის პერიოდს ემთხვევა. იგი ყველაზე დინამიურია და სწორედ ამ პერიოდშია შესაძლებელი ყველაზე მეტი მოგების მიღება ან დეპოზიტის პირწმინდად გასხმა. ამ ინტერვალში მიზანშეწონილია ივაჭროთ შემდეგ სავალუტო წყვილებზე:
  • GBR/CHF – სავაჭრო დიაპაზონი 150 პუნქტია. ბაზარზე წარმოდგენილ წყვილთა შორის იგი ერთ-ერთი ყველაზე მეტად ვოლატილურია;
  • GBR/JPY – სავაჭრო დიაპაზონი 145 პუნქტია. მაჩვენებლის მიხედვით წარმოადგენს, ევროპული სესიის რიგით მეორე სავალუტო წყვილს. განსაკუთრებული აქტიურობა შეიმჩნევა ლონდონის სავაჭრო მოედნის ამუშავების დროს;
  • USD/CHF – სავაჭრო დიაპაზონი 117 პუნქტია. საკმაოდ ხშირად შეიმჩნევა ფასის კარგი მოძრაობა, რაც გამოწვეულია შვეიცარული ფრანკის სტაბილურობითა და აშშ დოლარის არასტაბილურობით;
  • GBR/USD – სავაჭრო დიაპაზონი 112 პუნქტია. ასევე საკმაოდ ხშირად შეიმჩნევა ფასის კარგი მოძრაობა, რაც როგორც წინა შემთხვევაში, გამოწვეულია ბრიტანული ფუნტი სტერლინგის სტაბილურობითა და აშშ დოლარის არასტაბილურობით. თუმცა ბოლო პერიოდში არც თუ ისე იშვიათია შემთხვევები, როდესაც ეს სავალუტო წყვილი რამდენიმე დღის განმავლობაში საერთოდ “ჩაკვდება” ხოლმე;
  • EUR/USD – სავაჭრო დიაპაზონი 97 პუნქტია. სავალუტო წყვილი ვაჭრობს მაქსიმალური სავაჭრო მოცულობებით და მაღალი ვოლატილობით. ამ წყვილს ევროპულ სესიაზე წამყვანი როლი ენიჭება;
  • ამერიკული სესია ვაჭრობისათვის ყველაზე “ხულიგნური” პერიოდია სხვადასხვა სპეციფიური თვისებების გამო, რომელთა შესახებაც საიტის სხვა სტატიებში გვექნება საუბარი.

ამ სავაჭრო სესიის პერიოდში ვოლატილობის თვალსაზრისით ლიდერობენ:

  • GBR/CHF – 129 პუნქტი;
  • GBR/JPY – 119 პუნქტი;
  • USD/CHF – 87 პუნქტი;
  • GBR/USD – 94 პუნქტი;

ზემოთჩამოთვლილ, ანუ ვოლატილურ სავალუტო წყვილებზე ვაჭრობის დროს საჭიროა გქონდეთ დეპოზიტის გამძლეობის საკმაოდ დიდი მარაგი. აგრეთვე გამოიყენეთ გონივრული სტოპ ლოსები, წინააღმდეგ შემთხვევაში დეპიზიტს დააყენებთ სრული განულების რისკის ქვეშ.

ამ თემის შესახებ უფრო ვრცლად და სიღრმისეულად წაიკითხეთ რუბრიკა – ფორექს თაიმინგი.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

პოპულარული სავალუტო წყვილები

პოპულარული სავალუტო წყვილები

პოპულარული სავალუტო წყვილები ყველაზე მიმზიდველი სავაჭრო ინსტრუმენტებია ფორექსზე. სავალუტო წყვილის არჩევა მნიშვნელოვანი საკითხია. წყვილზე ვაჭრობის …