ფუნდამენტალური ანალიზის ფაქტორები

ფუნდამენტალური ანალიზის ფაქტორები

ფორექსის ბაზრის ფუნდამენტალური ანალიზის განხორციელებისას, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რომელი ფუნდამენტალური ანალიზის ფაქტორები ახდენენ ყველაზე მეტ გავლენას ვალუტის კურსების მოძრაობაზე. ამ გარემოებაზე, ბევრად არის დამოკიდებული სიახლეებზე ვაჭრობის სტრატეგიების წარმატება.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითოეულ ფაქტორს აქვს თავისი წონა და მნიშვნელობა, ამიტომ თითოეულ სიახლეზე ვალუტის კურსი რეაგირებს სხვადასხვაგვარად, ზოგჯერ მისი მოძრაობა შესაძლებელია იყოს 2-3 პუნქტი, ხოლო ზოგჯერ რამდენიმე ასეული პუნქტიც კი.

ამიტომ, მიღებულია ფუნდამენტალური ანალიზის თითოეული ფაქტორის ან სიახლის კლასიფიკაცია, იმისდა მიხედვით, თუ რაოდენ მნიშვნელოვნად ახდენს იგი ზეგავლენას ვალუტის კურსზე. ამასთან ერთად, კლასიფიკაცია ხორციელდება როგორც ზოგადი თვალსაზრისით, ასევე ყოველი სიახლის კონკრეტულ ჭრილში.

ფორექსზე რეალური ვაჭრობის დროს გამოიყენება სიახლეების კლასიფიკაცია მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე.

ფუნდამენტალური ანალიზის ფაქტორები – კლასიფიკაცია

 

პარამეტრის დასახელება მნიშვნელობის ხარისხი პარამეტრის ცვლილება ნაციონალური ვალუტის კურსის ცვლილება
სავაჭრო ბალანსის დეფიციტი
(Trade deficit)
1 ზრდა კლება
საგადასახადო ბალანსის დეფიციტი
(Payment deficit)
1 ზრდა კლება
ინფლაციის ინდექსი: სამომხმარებლო ფასების ინდექსი
CPI) და
საბითუმო ფასების ინდექსი (PPI)
1 ზრდა კლება
ოფიციალური საპროცენტო განაკვეთები
რეპო, სალომბარდო და ა.შ.)
1 ზრდა ზრდა
მთლიანი შიდა პროდუქტი
(GDP)
1 ზრდა ზრდა
უმუშევრობა (Unemployment) 1 ზრდა კლება
ფულის მასის მონაცემები
(М4, М3, М2, М1, М0)
1 ზრდა კლება
პერეზიდენტის ან პარლამენტის
არჩევნები
1 ზრდა
საცალო ვაჭრობის მოცულობა
(Retail sales)
2 ზრდა ზრდა
ბინათმშენებლობა
(Housing starts)
2 ზრდა ზრდა
შეკვეთების მოცულობა (Orders) 2 ზრდა ზრდა
საწარმოო ფასების ინდექსი
(Producer price)
2 ზრდა კლება
სამრეწველო წარმოების ინდექსი
(Industrial production)
2 ზრდა ზრდა
მწარმოებლობა წილი ეკონომიკაში
(Productivity)
2 ზრდა ზრდა
ვალუტის ფორვარდული კურსები 3
ვალუტის ფიუჩერსული კურსები 3
ეფექტური გაცვლითი კურსი 3
სადეპოზიტო განაკვეთები (Deposit
repos)
3
აქციების ინდექსი (DJI, NIKKEY,
DAX, FTSE)
3 ზრდა ზრდა
სახელმწიფო ობლიგაციების ფასები
(T-bills, T-bonds)
3 ზრდა ზრდა

 

ასეთი კლასიფიკაციის მეშვეობით, შესაძლებელია პროგნოზირება იმისა, თუ რამდენად საგრძნობი იქნება ვალუტის კურსის მოძრაობა და როდის არის საჭირო პოზიციის დახურვა. გარდა ამისა გასათვალისწინებელია ისიც, თუ რამდენად განსხვავდება მოცემულ მომენტში გამოქვეყნებული სიახლე, უკვე გასული ანალოგიური სტატუსის მქონე სიახლეებისაგან.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Nonfarm Payrolls

Nonfarm Payrolls (არასასოფლო სამეურნეო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა) – ფუნდამენტალური სიახლის სტატისტიკური გავლენა

სტატიაში წარმოდგენილია კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ამერიკულ დოლარზე (USD) მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური სიახლის …