Consumer Price Index

Consumer Price Index, Producer Price Index – ფუნდამენტალური სიახლეების სტატისტიკური გავლენა

სტატიაში წარმოდგენილია კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ამერიკულ დოლარზე (USD) მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური სიახლეების Consumer Price Index (Consumer Price Index Ex Food & Energy), Producer Price Index (Producer Price Index ex Food & Energy) გამოქვეყნება.

კვლევის საგანი

ფუნდამენტალური სიახლის გამოქვეყნების შემდეგ:

  • ფასის მინიმალური ცვლილება;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება;
  • ფასის საშუალო ცვლილება;
  • დაბრუნებების რაოდენობა – რამდენად ხშირად უბრუნდებოდა ფასი მიახლოებით იმ ნიშნულს, სადაც იგი იმყოფებოდა სიახლის პუბლიკაციამდე ( +-10% თავად ფასის ცვლილებიდან სიახლის გამოქვეყნების შემდეგ);
  • სიახლის გავლენის პერიოდი – მისი გამოქვეყნებიდან 6 საათი;
  • კვლევის სრული პერიოდი 7 წელი;
  • კვლევა ჩატარებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოქვეყნებულ ეკონომიკურ სიახლეებთან მიმართბაში;
კვლევის ინსტრუმენტები (სავალუტო წყვილები)
  • USD/CHF;
  • GBP/USD;
  • EUR/USD;
  • USD/JPY;
  • USD/CAD;
  • AUD/USD;
  • NZD/USD;
Consumer Price Index (CPI)

სამომხმარებლო ფასების ინდექსი განსაზღვრავს “ფიქსირებული სამომხმარებლო კალათის” სხვადასხვა დონის საქონლის და მომსახურების ფასების ცვლილებას. ინდექსის გამოთვლისას გათვალისწინებულია იმპორტირებული  საქონლისა და მომსახურების ფასები. ინდექსი წარმოადგენს ქვეყანაში ინფლაციური პროცესების მთავარ ინდიკატორს. იგი გაანალიზირებულია PPI (სამრეწველო ფასების ინდექსი) მაჩვენებელთან ერთად. თუ ეკონომიკა ნორმალურ პირობებში ვითარდება, მაშინ CPI და PPI მაჩვენებლების ზრდამ შესაძლებელია გამოიწვიოს ქვეყნის საკვანძო საპროცენტო განაკვეთების ზრდა. ეს მოვლენა შესაბამისად გამოიწვევს დოლარის კურსის ზრდას. ინდექსი ქვეყნდება ყოველი თვის შუა რიცხვებში PPI ინდექსის გამოქვეყნების შემდეგ.

Producer price Index (PPI)

სამრეწველო ფასების ინდექსი. განსაზღვრავს “კალათის” სხვადასხვა საქონლის ფასთა დონის ცვლილებას, რომელიც წარმოებულია სამრეწველო სექტორში. 1978 წლამდე ინდექსს ეწოდებოდა “Wholesale price Index” (საბითუმო ფასების ინდექსი).

ინდექსი შედგება ორი ნაწილისგან:

  • შემავალი ფასები (ნახევარფაბრიკატები, მაკომპლექტებელი აქსესუარები და ა.შ.);
  • გამომავალი საწარმოო ფასები (მზა პროდუქცია);

გამომავალი ფასი შეიცავს დახარჯული შრომის ღირებულებას და წარმოდგენას გვაძლევს ინფლაციის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია შრომის ღირებულების ცვლილებასთან. სამრეწველო ფასების ინდექსი  ითვლება უფრო სანდოდ, თუ მასში არ არის გათვალისწინებული საკვები და ენერგეტიკული სექტორების წარმოებები.

ინდექსის დაანგარიშებისას არ ითვალისწინებენ იმპორტირებული საქონლისა და მომსახურების ფასებს. ინდექსი ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

ძირითადი საპროცენტო განაკვეთების ზრდის მოლოდინში, აღნიშნული ინდექსის ზრდა იწვევს აშშ დოლარის კურსის ზრდას. ქვეყნდება ყოველთვიურად, როგორც წესი Nonfarm payrolls გამოქვეყნების მომდევნო კვირაში.

USD/CHF

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 12 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 339 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 48 პუნქტი;
  • 60-იდან 5-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 9%;

GBP/USD

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 17 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 217 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 50 პუნქტი;
  • 60-იდან 5-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 9 %;

EUR/USD

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 12 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 247 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 59 პუნქტი;
  • 60-იდან 7-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 12 %;

USD/JPY

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 6 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 95 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 33 პუნქტი;
  • 60-იდან 8-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 14 %;

USD/CAD

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 9 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 151 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 37 პუნქტი;
  • 60-იდან 2-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 4 %;

AUD/USD

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 9 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 148 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 42 პუნქტი;
  • 60-იდან 5-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 9 %;

NZD/USD

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 10 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 106 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 36 პუნქტი;
  • 60-იდან 3-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 5 %;

ინდექსი სერიოზულ ზეგავლენას ახდენს სავალუტო წყვილებზე: USD/CHF, GBP/USD, EUR/USD. მათზე ფასის საშუალო მოძრაობა 50 პუნქტის ფარგლებშია, ხოლო მაქსიმალური 220-340 პუნქტის ფარგლებში. USD/JPY, USD/CAD, AUD/USD, NZD/USD – სავალუტო წყვილები უფრო ზომიერად რეაგირებენ ინდექსის გამოქვეყნებაზე. ფასის საშუალო მოძრაობა 40 პუნქტის ფარგლებშია, ხოლო მაქსიმალური –  100-150 პუნქტი.

ტრეიდერები ხშირად კამათობენ მიზანშეწონილია, თუ არა სავაჭრო პროცესის დროს ეკონომიკურ სიახლეებზე თვალყურის დევნა და მათი გათვალისწინება. არსებობს მოსაზრება, რომ მაღალ თაიმფრეიმებზე ფუნდამენტალური სიახლეების გათვალისწინება არ ღირს, ვინაიდან მათი გავლენა მინიმალურია.

აღსანიშნავია, რომ ყველა მნიშვნელოვანი სიახლე, მართლაც რომ მნიშვნელოვანი არ არის. ზოგიერთი მათგანის გამოყენება მიზანშეწონილია, მხოლოდ კონკრეტულ სავალუტო წყვილებზე მუშაობის დროს. თუმცა მიმაჩნია, რომ არსებობენ ისეთი ფუნდამენტალური სიახლეები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ნებისმიერ სავალუტო წყვილზე მუშაობის დროს.

ესენია:

სიახლეებზე ვაჭრობისათვის მიზანშეწონილია გამოიყენოთ ძალიან კარგი ინსტრუმენტი – სიახლეების კალენდარი >>>.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Gross Domestic Product

Gross Domestic Product (მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ)) – ფუნდამენტალური სიახლის სტატისტიკური გავლენა

სტატიაში წარმოდგენილია კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ამერიკულ დოლარზე (USD) მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური სიახლის …