Gross Domestic Product

Gross Domestic Product (მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ)) – ფუნდამენტალური სიახლის სტატისტიკური გავლენა

სტატიაში წარმოდგენილია კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ამერიკულ დოლარზე (USD) მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური სიახლის Gross Domestic Product (მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ)) გამოქვეყნება.

კვლევის საგანი

ფუნდამენტალური სიახლის გამოქვეყნების შემდეგ:

  • ფასის მინიმალური ცვლილება;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება;
  • ფასის საშუალო ცვლილება;
  • დაბრუნებების რაოდენობა – რამდენად ხშირად უბრუნდებოდა ფასი მიახლოებით იმ ნიშნულს, სადაც იგი იმყოფებოდა სიახლის პუბლიკაციამდე ( +-10% თავად ფასის ცვლილებიდან სიახლის გამოქვეყნების შემდეგ);
  • სიახლის გავლენის პერიოდი – მისი გამოქვეყნებიდან 6 საათი;
  • კვლევის სრული პერიოდი 7 წელი;
  • კვლევა ჩატარებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოქვეყნებულ ეკონომიკურ სიახლეებთან მიმართბაში;
კვლევის ინსტრუმენტები (სავალუტო წყვილები)
  • USD/CHF;
  • GBP/USD;
  • EUR/USD;
  • USD/JPY;
  • USD/CAD;
  • AUD/USD;
  • NZD/USD;
Gross Domestic Product (მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ))

არის ყველა ადგილობრივი და ქვეყანაში მოღვაწე ყველა უცხოური კომპანიების მიერ წარმოებული ყველა პროდუქციისა და მომსახურების ჯამური მაჩვენებელი. წარმოადგენს მთავარ ინდიკატორს, რომელიც გამოხატავს ნაციონალური ეკონომიკის მდგომარეობას.  მშპ გამოისახება ინდექსის სახით გასულ პერიოდთან მიმართებაში. ბაზარზე გააჩნია მნიშვნელოვანი ზეგავლენა. მშპ-ს ზრდა იწვევს ნაციონალური ვალუტის კურსის ზრდას. წინასწარი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, ეს მონაცემი კიდევ ორჯერ გადაიანგარიშება.

USD/CHF

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 9 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 172 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 42 პუნქტი;
  • 55-იდან 4-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 8%;

GBP/USD

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 14 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 222 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 60 პუნქტი;
  • 55-იდან 2-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 4 %;

EUR/USD

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 13 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 218 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 59 პუნქტი;
  • 55-იდან 1-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 2 %;

USD/JPY

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 8 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 173 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 36 პუნქტი;
  • 55-იდან 5-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 9 %;

USD/CAD

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 12 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 155 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 37 პუნქტი;
  • 55-იდან 5-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 9 %;

AUD/USD

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 10 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 142 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 46 პუნქტი;
  • 55-იდან 5-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 9 %;

NZD/USD

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 12 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 144 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 46 პუნქტი;
  • 55-იდან 2-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 4 %;

სიახლის გამოქვეყნება ძლიერ გავლენას ახდენს სავალუტო წყვილებზე EUR/USD და GBP/USD და იწვევს ფასის მოძრაობას საშუალოდ 60 პუნქტის ფარგლებში. საშუალო დონის გავლენას ახდენს სავალუტო წყვილებზე NZD/USD, AUD/USD და USD/CHF  – მოძრაობის საშუალო დიაპაზონით 40-50 პუნქტი. სავალუტო წყვილებზე USD/CAD და USD/JPY მოქმედებს სუსტად, მოძრაობის საშუალო დიაპაზონით 36-37 პუნქტი. ამასთან ერთად, ყველა სავალუტო წყვილისათვის მოძრაობის შესაძლო მაქსიმალური დიაპაზონია 150-220 პუნქტი.

ტრეიდერები ხშირად კამათობენ მიზანშეწონილია, თუ არა სავაჭრო პროცესის დროს ეკონომიკურ სიახლეებზე თვალყურის დევნა და მათი გათვალისწინება. არსებობს მოსაზრება, რომ მაღალ თაიმფრეიმებზე ფუნდამენტალური სიახლეების გათვალისწინება არ ღირს, ვინაიდან მათი გავლენა მინიმალურია.

აღსანიშნავია, რომ ყველა მნიშვნელოვანი სიახლე, მართლაც რომ მნიშვნელოვანი არ არის. ზოგიერთი მათგანის გამოყენება მიზანშეწონილია, მხოლოდ კონკრეტულ სავალუტო წყვილებზე მუშაობის დროს. თუმცა მიმაჩნია, რომ არსებობენ ისეთი ფუნდამენტალური სიახლეები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ნებისმიერ სავალუტო წყვილზე მუშაობის დროს.

ესენია:

სიახლეებზე ვაჭრობისათვის მიზანშეწონილია გამოიყენოთ ძალიან კარგი ინსტრუმენტი – სიახლეების კალენდარი >>>.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Nonfarm Payrolls

Nonfarm Payrolls (არასასოფლო სამეურნეო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა) – ფუნდამენტალური სიახლის სტატისტიკური გავლენა

სტატიაში წარმოდგენილია კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ამერიკულ დოლარზე (USD) მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური სიახლის …