Trade Balance

Trade Balance (სავაჭრო ბალანსი) – ფუნდამენტალური სიახლის სტატისტიკური გავლენა

სტატიაში წარმოდგენილია კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ამერიკულ დოლარზე (USD) მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური სიახლის Trade Balance (სავაჭრო ბალანსი) გამოქვეყნება.

კვლევის საგანი

ფუნდამენტალური სიახლის გამოქვეყნების შემდეგ:

  • ფასის მინიმალური ცვლილება;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება;
  • ფასის საშუალო ცვლილება;
  • დაბრუნებების რაოდენობა – რამდენად ხშირად უბრუნდებოდა ფასი მიახლოებით იმ ნიშნულს, სადაც იგი იმყოფებოდა სიახლის პუბლიკაციამდე ( +-10% თავად ფასის ცვლილებიდან სიახლის გამოქვეყნების შემდეგ);
  • სიახლის გავლენის პერიოდი – მისი გამოქვეყნებიდან 6 საათი;
  • კვლევის სრული პერიოდი 7 წელი;
  • კვლევა ჩატარებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოქვეყნებულ ეკონომიკურ სიახლეებთან მიმართბაში;
კვლევის ინსტრუმენტები (სავალუტო წყვილები)
  • USD/CHF;
  • GBP/USD;
  • EUR/USD;
  • USD/JPY;
  • USD/CAD;
  • AUD/USD;
  • NZD/USD;
Trade Balance

სავაჭრო ბალანსი წარმოადგენს ექსპორტირებული (საზღვარგარეთ გატანილი) პროდუქციის ღირებულების ჯამისა და იმპორტირებული (საზღვარგარეთიდან შემოტანილი) პროდუქციის ღირებულების ჯამის სხვაობას.

თუ ექსპორტირებული პროდუქციის ჯამური ღირებულება მეტია იმპორტირებული პროდუქციის ჯამურ ღირებულებაზე, მაშინ სავაჭრო ბალანსი არის აქტიური, ანუ დადებითი სალდოა. თუ იმპორტი მეტია ექსპორტზე, მაშინ სავაჭრო ბალანსი პასიურია, ანუ უარყოფითი სალდოა.

დადებითი სალდო წარმოადგენს დადებით ფაქტორს ნაციონალური ვალუტის კურსის ზრდისათვის.

ფუნდამენტალური სიახლე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბაზარზე. იგი ქვეყნდება ყოველი თვის მესამე კვირაში (როგორც წესი ხუთშაბათ დღეს).

USD/CHF

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 12 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 151 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 37 პუნქტი;
  • 32-იდან 6-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 19 %;

GBP/USD

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 16 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 112 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 51 პუნქტი;
  • 32-იდან 3-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 10 %;

EUR/USD

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 15 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 229 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 51 პუნქტი;
  • 32-იდან 4-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 13 %;

USD/JPY

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 11 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 111 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 37 პუნქტი;
  • 32-იდან 2-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 7 %;

USD/CAD

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 12 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 129 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 41 პუნქტი;
  • 32-იდან 5-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 16 %;

AUD/USD

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 10 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 117 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 33 პუნქტი;
  • 32-იდან 4-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 13 %;

NZD/USD

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 9 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 105 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 31 პუნქტი;
  • 32-იდან 3-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 10 %;

სტატისტიკის მიხედვით სიახლის პუბლიკაცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სავალუტო წყვილებზე EUR/USD და GBP/USD – საშუალო მოძრაობა 50 პუნქტის ფარგლებში. ამასთან ერთად მხოლოდ სავალუტო წყვილზე EUR/USD-ზე მოძრაობა შესაძლებელია იყოს 200 პუნქტზე მეტი. ყველა დანარჩენი სავალუტო წყვილებისათვის საშუალო მოძრაობა 40 პუნქტია, ხოლო მაქსიმალური მოძრაობა 120 პუნქტი.

ტრეიდერები ხშირად კამათობენ მიზანშეწონილია, თუ არა სავაჭრო პროცესის დროს ეკონომიკურ სიახლეებზე თვალყურის დევნა და მათი გათვალისწინება. არსებობს მოსაზრება, რომ მაღალ თაიმფრეიმებზე ფუნდამენტალური სიახლეების გათვალისწინება არ ღირს, ვინაიდან მათი გავლენა მინიმალურია.

აღსანიშნავია, რომ ყველა მნიშვნელოვანი სიახლე, მართლაც რომ მნიშვნელოვანი არ არის. ზოგიერთი მათგანის გამოყენება მიზანშეწონილია, მხოლოდ კონკრეტულ სავალუტო წყვილებზე მუშაობის დროს. თუმცა მიმაჩნია, რომ არსებობენ ისეთი ფუნდამენტალური სიახლეები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ნებისმიერ სავალუტო წყვილზე მუშაობის დროს.

ესენია:

სიახლეებზე ვაჭრობისათვის მიზანშეწონილია გამოიყენოთ ძალიან კარგი ინსტრუმენტი – სიახლეების კალენდარი >>>.

გამოხატეთ თქვენი ემოცია
ბრავო
ბრავო
2
კარგია
კარგია
1
ცუდია
ცუდია
0
Love
Love
1
Sad
Sad
0
Haha
Haha
0
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

ასევე დაგაინტერესებთ:

FOMC Meeting Minutes

FOMC Meeting Minutes (ფულად-საკრედიტო პოლიტიკის კომიტეტის სხდომა) – ფუნდამენტალური სიახლის სტატისტიკური გავლენა

სტატიაში წარმოდგენილია კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ამერიკულ დოლარზე (USD) მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური სიახლის …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *