Fed Interest Rate Decision

Fed Interest Rate Decision (გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთის შესახებ) – ფუნდამენტალური სიახლის სტატისტიკური გავლენა

სტატიაში წარმოდგენილია კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ამერიკულ დოლარზე (USD) მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური სიახლის Fed Interest Rate Decision (გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთის შესახებ) გამოქვეყნება.

კვლევის საგანი

ფუნდამენტალური სიახლის გამოქვეყნების შემდეგ:

  • ფასის მინიმალური ცვლილება;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება;
  • ფასის საშუალო ცვლილება;
  • დაბრუნებების რაოდენობა – რამდენად ხშირად უბრუნდებოდა ფასი მიახლოებით იმ ნიშნულს, სადაც იგი იმყოფებოდა სიახლის პუბლიკაციამდე ( +-10% თავად ფასის ცვლილებიდან სიახლის გამოქვეყნების შემდეგ);
  • სიახლის გავლენის პერიოდი – მისი გამოქვეყნებიდან 6 საათი;
  • კვლევის სრული პერიოდი 7 წელი;
  • კვლევა ჩატარებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოქვეყნებულ ეკონომიკურ სიახლეებთან მიმართბაში;
კვლევის ინსტრუმენტები (სავალუტო წყვილები)
  • USD/CHF;
  • GBP/USD;
  • EUR/USD;
  • USD/JPY;
  • USD/CAD;
  • AUD/USD;
  • NZD/USD;
Fed Interest Rate Decision (გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთის შესახებ)

საპროცენტო განაკვეთი, არის განაკვეთი, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ სარეზერვო სისტემის ანგარიშებზე, ბანკები განათავსებენ თავისუფალ სახსრებს სხვა ბანკებისათვის overnight წესით (overnight – ერთი დღით, სიტყვა-სიტყვით “ერთი ღამით”)

აშშ ფედერალური სარეზერვო სისტემა აკონტროლებს ფედერალური ფონდების საპროცენტო განაკვეთების დონეს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მეშვეობით. საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ფინანსური ბაზრების კომიტეტის მიერ, რომელიც შედის აშშ ფედერალური სარეზერვო სისტემის შემადგენლობაში. მათი გადაწყვეტილება არის ამოსავალი წერტილი სხვა საფინანსო ორგანიზაციებისათვის (კომერციული ბანკებისათვის), რომლის მიხედვითაც ისინი თავის მხრივ აწესებენ საკუთარ საპროცენტო განაკვეთებს კრედიტებისა და ანაბრებისთვის.

საპროცენტო განაკვეთი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ხდება ქვეყნის ეკონომიკის რეგულირება. კერძოდ, ეკონომიკური განვითარების ტემპები და ინფლაციური წნეხი.

საპროცენტო განაკვეთი ბაზარზე ძლიერად ზემოქმედებს. ფაქტიურად, გადაწყვეტილება, რომელსაც საბაზო განაკვეთთან დაკავშირებით მიიღებს ფედერალური სარეზერვო სისტემა არის ის საკვანძო მომენტი, რომლითაც გაირკვევა თუ რომელი მიმართულებით იმოძრავებს ბაზარი შემდგომში. მთლიანი ეკონომიკური პოლიტიკა უშუალოდ დამოკიდებულია იმაზე თუ რა საპროცენტო განაკვეთია მიმდინარე პერიოდში. 

USD/CHF

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 9 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 319 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 48 პუნქტი;
  • 42-იდან 3-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 7%;

GBP/USD

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 6 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 203 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 55 პუნქტი;
  • 42-იდან 2-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 5 %;

EUR/USD

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 9 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 190 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 57 პუნქტი;
  • 42-იდან 3-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 7 %;

USD/JPY

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 6 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 202 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 38 პუნქტი;
  • 42-იდან 5-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 12 %;

USD/CAD

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 12 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 108 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 40 პუნქტი;
  • 42-იდან 5-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 12 %;

AUD/USD

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 6 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 264 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 52 პუნქტი;
  • 42-იდან 6-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 15 %;

NZD/USD

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 6 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 198 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 58 პუნქტი;
  • 42-იდან 3-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 7 %;

ზემოთ მოყვანილი სტატისტიკიდან ჩანს, რომ საპროცენტო განაკვეთის ფუნდამენტალურ სიახლეს დიდი გავლენა აქვს ბაზარზე. სიახლის გამოქვეყნების შემდეგ ფასის მოძრაობა მინიმუმ 50 პუნქტია, ზოგიერთ შემთხვევაში იგი 200-300 პუნქტს აღწევს. ერთადერთი გამონაკლისია სავალუტო წყვილი USD/CAD. რასთანაა ეს ფაქტი დაკავშირებული ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ ფასის საშუალო ცვლილება 40 პუნქტია, ხოლო მაქსიმალური ცვლილება 108 პუნქტი.

ტრეიდერები ხშირად კამათობენ მიზანშეწონილია, თუ არა სავაჭრო პროცესის დროს ეკონომიკურ სიახლეებზე თვალყურის დევნა და მათი გათვალისწინება. არსებობს მოსაზრება, რომ მაღალ თაიმფრეიმებზე ფუნდამენტალური სიახლეების გათვალისწინება არ ღირს, ვინაიდან მათი გავლენა მინიმალურია.

აღსანიშნავია, რომ ყველა მნიშვნელოვანი სიახლე, მართლაც რომ მნიშვნელოვანი არ არის. ზოგიერთი მათგანის გამოყენება მიზანშეწონილია, მხოლოდ კონკრეტულ სავალუტო წყვილებზე მუშაობის დროს. თუმცა მიმაჩნია, რომ არსებობენ ისეთი ფუნდამენტალური სიახლეები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ნებისმიერ სავალუტო წყვილზე მუშაობის დროს.

ესენია:

  • Fed Interest Rate Decision;
  • Gross Domestic Product;
  • Nonfarm Payrolls;

სიახლეებზე ვაჭრობისათვის მიზანშეწონილია გამოიყენოთ ძალიან კარგი ინსტრუმენტი – სიახლეების კალენდარი >>>.

***
***
***
***

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

აშშ დოლარის კურსი - რა ახდენს გავლენას მასზე

აშშ დოლარის კურსი – რა ახდენს გავლენას მასზე

აშშ დოლარის კურსი – ეს არის უპირობოდ უმაღლესი კატეგორიის ინდიკატორი არა მარტო სავალუტო, არამედ პლანეტარული …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.