Retail Sales

Retail Sales (საცალო გაყიდვები) – ფუნდამენტალური სიახლის სტატისტიკური გავლენა

სტატიაში წარმოდგენილია კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ამერიკულ დოლარზე (USD) მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური სიახლის Retail Sales (საცალო გაყიდვები) გამოქვეყნება.

კვლევის საგანი

ფუნდამენტალური სიახლის გამოქვეყნების შემდეგ:

  • ფასის მინიმალური ცვლილება;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება;
  • ფასის საშუალო ცვლილება;
  • დაბრუნებების რაოდენობა – რამდენად ხშირად უბრუნდებოდა ფასი მიახლოებით იმ ნიშნულს, სადაც იგი იმყოფებოდა სიახლის პუბლიკაციამდე ( +-10% თავად ფასის ცვლილებიდან სიახლის გამოქვეყნების შემდეგ);
  • სიახლის გავლენის პერიოდი – მისი გამოქვეყნებიდან 6 საათი;
  • კვლევის სრული პერიოდი 7 წელი;
  • კვლევა ჩატარებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოქვეყნებულ ეკონომიკურ სიახლეებთან მიმართბაში;
კვლევის ინსტრუმენტები (სავალუტო წყვილები)
  • USD/CHF;
  • GBP/USD;
  • EUR/USD;
  • USD/JPY;
  • USD/CAD;
  • AUD/USD;
  • NZD/USD;
Retail Sales

ინდექსი გვიჩვენებს საცალო გაყიდვების მოცულობას. წარმოადგენს სამომხმარებლო დანახარჯებისა და მოთხოვნის დონის გამომხატველ სურათს. ინდექსს ყოფენ ორ შემადგენლად: “ავტომობილების გაყიდვები” და “ყველა დანარჩენი პროდუქციის გაყიდვები”. ვინაიდან გაყიდული ავტომობილების რაოდენობა მერყევი სიდიდეა, ამიტომ ინფორმაციულად სანდოა ინდიკატორის ის ნაწილი, რომელშიც არ არის გათვალისწინებული გაყიდული ავტომობილები.

საცალო გაყიდვების მოცულობის ზრდა წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დადებით ფაქტორს და იწვევს ნაციონალური ვალუტის კურსის ზრდას. ინდიკატორს გააჩნია სეზონური დამოკიდებულება (დღესასწაულები, მაგ.: შობა, სასწავლო წლის დასაწყისი და ა.შ.). ქვეყნდება ყოველი თვის შუა რიცხვებში.

USD/CHF

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 11 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 188 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 44 პუნქტი;
  • 41-იდან 3-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 8%;

GBP/USD

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 19 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 132 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 42 პუნქტი;
  • 41-იდან 6-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 15 %;

EUR/USD

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 11 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 235 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 54 პუნქტი;
  • 41-იდან 3-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 8 %;

USD/JPY

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 13 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 206 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 36 პუნქტი;
  • 41-იდან 5-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 12 %;

USD/CAD

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 9 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 132 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 34 პუნქტი;
  • 41-იდან 9-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 22 %;

AUD/USD

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 12 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 128 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 35 პუნქტი;
  • 41-იდან 1-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 3 %;

NZD/USD

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 14 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 157 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 32 პუნქტი;
  • 41-იდან 4-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 10 %;

სიახლე დიდ გავლენას არ ახდენს ბაზარზე. ძალიან იშვიათდ იწვევს ფასის მოძრაობას 200 პუნქტის ფარგლებში. ხშირად ფასის მოძრაობის დიაპაზონია 40-50 პუნქტი სავალუტო წყვილებისათვის: USD/CHF, GBP/USD და EUR/USD, ხოლო სხვა დანარჩენი წყვილებისათვის უფრო ნაკლებია. ამასთან ერთად, უმრავლეს შემთხვევაში ფასი ბრუნდება გავლილი მანძილის ნახევარზე.

ამ სიახლის გათვალისწინება არ არის აუცილებელი დღიურ გრაფიკებზე მუშაობისას. თუმცა, ძალიან იშვიათად მოძრაობა 100 პუნქტს აღწევს, ამიტომ სასურველია, ზოგჯერ მაინც გადავავლოთ ხოლმე თვალი დღიურ გრაფიკებსაც.

ტრეიდერები ხშირად კამათობენ მიზანშეწონილია, თუ არა სავაჭრო პროცესის დროს ეკონომიკურ სიახლეებზე თვალყურის დევნა და მათი გათვალისწინება. არსებობს მოსაზრება, რომ მაღალ თაიმფრეიმებზე ფუნდამენტალური სიახლეების გათვალისწინება არ ღირს, ვინაიდან მათი გავლენა მინიმალურია.

აღსანიშნავია, რომ ყველა მნიშვნელოვანი სიახლე, მართლაც რომ მნიშვნელოვანი არ არის. ზოგიერთი მათგანის გამოყენება მიზანშეწონილია, მხოლოდ კონკრეტულ სავალუტო წყვილებზე მუშაობის დროს. თუმცა მიმაჩნია, რომ არსებობენ ისეთი ფუნდამენტალური სიახლეები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ნებისმიერ სავალუტო წყვილზე მუშაობის დროს.

ესენია:

სიახლეებზე ვაჭრობისათვის მიზანშეწონილია გამოიყენოთ ძალიან კარგი ინსტრუმენტი – სიახლეების კალენდარი >>>.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Gross Domestic Product

Gross Domestic Product (მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ)) – ფუნდამენტალური სიახლის სტატისტიკური გავლენა

სტატიაში წარმოდგენილია კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ამერიკულ დოლარზე (USD) მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური სიახლის …