ინდექსი VIX

ინდექსი VIX / შიშის ინდექსი

ინდექსი VIX – არის ვოლატილობის საზომი ინდექსი და წარმოადგენს ინვესტორების განწყობების ბარომეტრს. ლიტერატურაში და საფინანსო ანალიტიკურ სტატიებში იგი ვოლატილობის ინდექსის ან შიშის ინდექსის სახელწოდებითაც გვხვდება.

ინდექსი VIX – განმარტება

ინდექსი VIX (CBOE Volatility Index) – არის  ვოლატილობის ინდექსი, რომელიც ზომავს ჩიკაგოს ბაზრის ოფციონების ვოლატილობას (CBOE ანუ ჩიკაგოს ოფციონების ბირჟა), რომელიც შედის S&P500 ინდექსის შემადგენლობაში.

ინდექსი VIX ზომავს S&P 500 ინდექსის ვოლატილობის ბაზრის მოლოდინს მომდევნო 30 დღის მოლოდინით.

VIX ინდექსის შემადგენლობაში შედის ქოლ და ფუთ ოფციონები 23 დღიდან 37 დღემდე დასრულების პერიოდით.

ინდექსის ფორმულა რთულია და ვისაც გაინტერესებთ შეგიძლიათ გაეცნოთ მას   CBOE -ს საიტზე.

შიშის ინდექსის ფასი იზომება პროცენტებში 0-დან 100-მდე დიაპაზონში. მაგალითად, თუ VIX ინდექსი 25 %-ია, ეს ნიშნავს, რომ ინვესტორებს აქვს მოლოდინი, რომ S&P ინდექსი წლის განმავლობაში გაიზრდება ან დაიკლებს 25 %-ით.

ინდექსი VIX –  ისტორია

საფინანსო ბაზრების უმნიშვნელოვანესი პროცესის – ვოლატილობის კვლევის პიონერებს წარმოადგენენ პროფესორები მანგეიმ ბრენერი და დენ გალეი, რომლებმაც 1986 წელს შექმნეს ვოლატილობის პირველი ინდექსი. თავდაპირველად მეცნიერები გეგმავდნენ ფინანსურ მათემატიკაში არსებული ვოლატილობის აღმნიშვნელი სიმბოლოს მსგავსად ამ ინდექსისთვისაც დაერქვათ სახელწოდება Sigma.

1992 წელს ოფციონებით ვაჭრობის ჩიკაგოს კომისიამ დაიწყო ვოლატილობის კვლევა და მის საფუძველზე ვოლატილობის ინდექსის შექმნის პროცესი.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა არა ფინანსური ანალიტიკოსებისათვის ჩვეულებრივი ინდექსის, არამედ ვაჭრობისათვის ხელმისაწვდომი ოფციონების ვოლატილობის საფუძველზე ინდექსის შექმნა.

საბოლოო ჯამში, 1993 წელს პროფესორ ვილის მიერ შეიქმნა ინდექსი VIX.

ინდექსი VIX –  გვიჩვენებს

ინდექსი VIX, იგივე – შიშის ინდექსი, იგივე – ვოლატილობის ინდექსი VIX, იგივე –  ინდექსი S&P 500 VIX – ზომავს S&P500 ინდექსის  ვოლატილბას. S&P500 ინდექსი არის ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ფართომასშტაბიანი ინდექსი, რომლის შემადგენლობაშია 500 კომპანია. აქედან გამომდინარე იგი წარმოადგენს ფსიქოლოგიურ ინდექსს.

პრინციპში, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ვოლატილობა ნიშნავს ბაზრის მონაწილეების (ინვესტორების) თავდაჯერებულობას ან შიშს.

  • VIX ინდექსის მიმართულება 0-სკენ მიუთითებს ინვესტორების მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკისადმი ნდობას და იმედს;
  • VIX ინდექსის მიმართულება 100-სკენ მიუთითებს ინვესტორების მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკისადმი პესიმიზმს და შიშს;
ინდექსი VIX –  გამოთვლა

ინდექსი VIX გამოითვლება S&P 500-ის კონკრეტული ოფციონების კალათის საფუძველზე. რომელთა ფასი, ამ ოფციონების მესაკუთრეებისათვის, დიდწილად დამოკიდებულია   S&P 500 ვოლატილობის დონეებზე.

ინდექსი VIX CBOE შესაძლებელია დაიყოს 3 ჯგუფად:

  • შუალედი 0-დან 20-მდე: ბაზარზე ვოლატილობა საკმაოდ დაბალია, ინვესტორები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, ხოლო S&P500 ინდექსზე აღმავალი ტრენდია;
  • შუალედი 20-დან 30-მდე: ინვესტორები შეშფოთებულნი არიან, რაც იწვევს ვოლატილობის ზრდას,  S&P500 ინდექსზე აღმავალი ტრენდი შესაძლებელია გაგრძელდეს, ან გარდაიქმნას დაღმავალ ტრენდად;
  • შუალედი 30-დან 100-მდე: ინვესტორები პანიკაში არიან, ვოლატილობა განსაკუთრებით მაღალია, შესაძლებელია მკვეთრი კორექციის განვითარება ან SP500 ინდექსის და სხვა საფონდო ინდექსების ფასის მკვეთრი ვარდნა;

ეს დონეები საკმაოდ პირობითია და შესაძლებელია განსხვავდებოდნენ სხვადასხვა ფინანსური ბაზრებისათვის.

ზოგიერთი ინვესტორი ყურადღებას აქცევს 0-15, 15-25 და 25-100 დონეებს, ხოლო სხვა, უფრო მეტად სპეკულატიური ინვესტორებისთვის ორიენტირებს წარმოადგენენ  0-25; 25-40; 40-100 ფასური დიაპაზონები.

ეს დონეები კორექტირდება კონკრეტული ინვესტორის მხრიდან საბაზრო შეხედულებების მიხედვით.

  • ფრთხილი ინვესტორები უპირატესობას ანიჭებენ დიაპაზონებს: 0-15, 15-25 и 25-100;
  • ავანტურისტი, რისკიანი ინვესტორები  უპირატესობას ანიჭებენ დიაპაზონებს: 0-25, 25-40 და 40-100;

VIX ინდექსის ფსიქოლოგიურ და ძირითად დონედ (პუნქტად), რომელზეც მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება,  ითვლება 40.

ინდექსის არსებობის ისტორიაში იგი 40-იან დონეს მიუახლოვდა  6-ჯერ:

  • 1998 წ.- 60 პუნქტი, რუსეთის საფინანსო ბაზრის ჩამოშლა;
  • 2001 წ.- 58 პუნქტი, 11 სექტემბრის ტერაქტი;
  • 2002 წ. – 58 პუნქტი, კორპორაცია Enron-ნთან დაკავშირებული გრანდიოზული ფინანსური სკანდალი;
  • 2008 წ. – 79 პუნქტი, იპოთეკური კრიზისი;
  • 2020 წ. – 40 და 80 პუნქტი, კორონავირუსი;

ზემოთ ხსენებული შემთხვევების განხილვა – გააზრებისას შესაძლებელია დავასკვნათ თუ რატომ უწოდებენ VIX ინდექსს შიშის ინდექსს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის კონფლიქტის დასაწყისში VIX ინდექსი მიუახლოვდა 35 პუნქტს.

VIX ინდექსთან  მუშაობის პრინციპები

არსებობს ორი მომენტი, რომელიც გასათვალისწინებელია სავაჭრო გადაწყვეტილების მიღებისას:

  • VIX ინდექსზე  CFD კონტრაქტის არსებობის ვადა;
  • VIX ინდექსის სავაჭრო საათები;

VIX ინდექსზე დაკვირვებას (ვაჭრობას) უპირატესობას ანიჭებენ ის ინვესტორები, რომლებიც ვაჭრობენ ამერიკულ ინდექსებზე, აქციებზე ან ETF-ზე (საბირჟო ფონდები).

VIX ინდექსზე პოზიციის გახსნა ისეთივე ელემენტარულია, როგორც ნებისმიერ სხვა სახის CFD ინდექსზე.

VIX ინდექსის CFD კონტრაქტის მოქმედების ვადა

ფიუჩერსული კონტრაქტის ვადა VIX ინდექსის სრულდება გახსნიდან 1 თვის თავზე. ამიტომ სავაჭრო პოზიციები ავტომატურად იხურება კონტრაქტის ამოწურვისთანავე.

ამ კონტრაქტებს არ აქვთ სვოპები. ტრეიდერი იხდის მხოლოდ სპრედს.

S&P 500 VIX – არის ინდექსი, რომელიც კოტირდება აშშ დოლარში (USD). თუ ტრეიდერი ხსნის პოზიციას 1 ლოტით, მაშინ 1 პუნქტის ღირებულება იქნება 10 აშშ დოლარი. რეკომენდებული საკრედიტო მხარია 1:10 ან 1:30.

VIX ინდექსის სავაჭრო საათები
  • 00:00 -დან 22:15-მდე (EET დროის მიხედვით);
  • ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;

ვინაიდან VIX CBOE ბაზრის ფსიქოლოგიურ განწყობაზე დიდად არის დამოკიდებული, ამიტომ იგი რეაგირებს არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკურ სიტუაციებზე, არამედ ევროპისა და აზიის დიდი ეკონომიკების მდგომარეობაზეც (ჩინეთი, რუსეთი, გერმანია და ა.შ.)

VIX ინდექსი – ანალიზი

ანალიზის სამ მეთოდს გამოყოფენ:

  • VIX ინდექსის ტრენდის ანალიზი;
  • VIX ინდექსის ფრაის-ექშენის ანალიზი;
  • VIX ინდექსის ფუნდამენტალური ანალიზი;

საფინანსო ბაზრებზე როგორც ყველაფერი ექვემდებარება ტექნიკურ ანალიზს, ისვე VIX ინდექსიც ექვემდებარება მას, მიუხედავად ამისა მისი განსაკუთრებულობა გამოიხატება იმაში, რომ VIX ინდექსის ანალიზისთვის ფუნდამენტალური ანალიზის გმოიყენება გაცილებით ხელსაყრელია.

VIX ინდექსის ტრენდის ანალიზი

ამ შემთხვევაში კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ ორ ძირითად ფაქტორზე:

  • თაიმ ფრეიმი;
  • ტრენდის ინდიკატორი;

თაიმ ფრეიმის არჩევისას გასათვალისწინებელია – რაც უფრო მეტი მით უკეთესი H4, D1, W1 ან MN. რაც უფრო დიდია თიმ ფრეიმი მით უფრო აქტუალურია გამოვლენილი ტრენდი.

თუმცა, სავაჭრო თაიმ ფრეიმთან ახლოს მყოფი უფრო დიდი ტაიმ ფრეიმის ანალიზისთვის გამოყენება  – სწორი იდეაა.

მაგალითად, თუ ვვაჭრობთ H1 პერიოდზე, მაშინ ტრენდის ანალიზი საჭიროა განვახორციელოთ H4 გრაფიკზე, H4 პერიოდზე ვაჭრობისას ტრენდის ანალიზი საჭიროა განვახორციელოთ  D1 თაიმ ფრეიმზე და ა.შ.

მცოცავი საშუალოები პერიოდებით 100 ან/და 200 საკმაოდ ეფექტურია ტრენდის გამოვლენისათვის. ამ ინდიკატორს იყენებს მილიონობით ინვესტორი ტრენდის ვიზუალური იდენტიფიკაციისთვის, ამ ალგორითმით:

  • აღმავალია ტრენდი – თუ ფასი ფასი იმყოფება მცოცავი საშუალოს მრუდის ზემოთ, თანაც იგი მიმართულია ზემოთ;
  • დაღმავალია ტრენდი – თუ ფასი ფასი იმყოფება მცოცავი საშუალოს მრუდის ქვემოთ, თანაც იგი მიმართულია ქვემოთ;

ფოტო-მაგალითი:

ინდექსი VIX

მას შემდეგ რაც განვსაზღვრავთ გრძელვადიანი ტენდენციის მიმართულებას,  უნდა განსაზღვროთ მოკლევადიანი ტენდენციის მიმართულებაც.

მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიანი ტენდენცია გაძლევს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ბოლო დღეებსა და კვირებში, ასევე უნდა ვნახოთ მოკლევადიანი სურათიც. დაღმავალი ტენდენციის დროსაც კი არის ზრდის ფაზები, რომლებიც წარმოადგენს კორექციებს და პირიქით – აღმავალი ტენდენციის დროსაც არის კლების ფაზები.

VIX ინდექსის  ანალიზი Price Action -ის მიხედვით

ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ფრაის ექშენი (Price Action), რომელიც დაგვეხმარება ფასის შესაძლო მოძრაობების ინტერპრეტაციაში.

უმარტივესი მეთოდია – VIX ინდექსის ფასის მიერ წინა მინიმუმების და მაქსიმუმების გარღვევაზე დაკვირვება.

თუ ფასი გაარღვევს უკანასკნელ მინიმუმს და იხურება მის ქვემოთ, ეს მიუთითებს დაღმავალი ტენდენციის გაგრძელებაზე.

თუ ფასი გაარღვევს უკანასკნელ მაქსიმუმს და იხურება მის ზემოთ,  ეს მიუთითებს მყიდველების მხრიდან ზეწოლაზე და ინდექსის აღმავალი ტენდენციის გაგრძელებაზე.

VIX ინდექსი –  ფუნდამენტალური ანალიზი

არ დაგავიწყდეთ, რომ VIX არის უპირველეს ყოვლისა ვოლატილობის ინდიკატორი და შიშის ინდექსი.

ამიტომ, ის ძალიან მგრძნობიარეა ეკონომიკური სიახლეების და გეოპოლიტიკური სიტუაციების მიმართ, რომლებიც გავლენას ახდენენ ფინანსურ ბაზრებზე.

ძირითადი ეკონომიკური მოვლენები, რომლებიც გავლენას ახდენენ VIX-ის ტენდენციაზე:

  • ამერიკის შეერთებული შტატების მთლიანი შიდა პროდუქტი;
  • ამერიკის შეერთებული შტატების სამომხმარებლო ფასების ინდექსი;
  • ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის საპროცენტო განაკვეთის ცვლილება;
  • უმუშევრობის დონე ამერიკის შეერთებული შტატებში;

და არა მარტო ეს! არსებულ ვითარებაში, ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ სხვა მოვლენების როლიც, როგორიცაა პანდემია, ომები და ბუნებრივი კატაკლიზმები.

გეოპოლიტიკური დაძაბულობა ასევე განმსაზღვრელი ფაქტორია VIX ინდექსის ტენდენციისთვის.

VIX ინდექსი –  კორელაცია სხვა აქტივებთან

იმის გამო, რომ ინდექსი VIX ეფუძნება S&P500-ში შემავალ ოფციონებს, რომლებიც ივაჭრება CBOE ბირჟაზე, ამიტომ VIX ინდექსი მჭიდრო კორელაციაშია აშშ-ს ძირითად საფონდო ინდექსებთან.

VIX ინდექსი 85 %-ით შებრუნებულად კორელირებულია S&P500 ინდექსთან და 92%-ით შებრუნებულად კორელირებულია DowJones30 ინდექსთან. ანუ, როდესაც  VIX ინდექსი იზრდება, აშშ ინდექსებზე კლების ტენდენციაა.

ასევე, VIX ინდექსი ჩვეულებრივ კორელაციაშია ყველაზე პოპულარულ სავალუტო წყვილთან EURUSD, თუმცა  2023 წლის მონაცემებით ასეთ მოვლენას ადგილი არ ჰქონდა.

კორელაცია VIX-სა და სხვა ფინანსურ აქტივებს შორის შეიძლება გამოყენებულ იქნას ორი გზით:

  • პოზიციაში შესვლამდე ანალიზის დასადასტურებლად;
  • რისკის შეზღუდვა კორელირებული აქტივის ჰეჯირების გზით;

რა თქმა უნდა, ანალიზის დროის ჩარჩოებიდან და საინვესტიციო სტრატეგიიდან გამომდინარე (სკალპინგი, შიდა დღიური ვაჭრობა ან სვინგ-ტრეიდინგი), შესაძლებელია გავაანალიზოთ კორელაცია უფრო დიდ ან მცირე დროის პერიოდებშიც.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Gross Domestic Product

Gross Domestic Product (მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ)) – ფუნდამენტალური სიახლის სტატისტიკური გავლენა

სტატიაში წარმოდგენილია კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ამერიკულ დოლარზე (USD) მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური სიახლის …