Swap, სვოპი, Своп

Swap/სვოპი/Своп

Swap/სვოპი/Своп – ფორექსის ბაზრის ტერმინია, რომელიც აღნიშნავს ერთი ვალუტის, ერთდროულად გაყიდვასა და ყიდვას, მაგრამ ოპერაციებს გააჩნიათ ვალუტირების სხვადასხვა თარიღები.

მარტივად რომ ვთქვათ, დღეს ყიდულობთ 100 აშშ დოლარს და ამავდროულად ხვალისთვის ამავე ვალუტის გაყიდვის განკარგულებას იძლევით.

როგორც წესი, სვოპი ხორციელდება მაშინ, როდესაც ხდება ღია პოზიციის გადატანა სხვა თარიღისთვის.

ღია პოზიციის სვოპის განხორციელება ნიშნავს, პოზიციის შენახვას მომავლის გარკვეულ პერიოდამდე.

სვოპის პირველ ოპერაციას უწოდებენ ვალუტირების თარიღს, ხოლო შემდეგს, რომლის დროსაც განხორციელდება საპირისპირო ოპერაცია ეწოდება – სვოპის დასრულების თარიღი (Maturity).

არსებობს ასეთი ოპერაციების დაყოფის რამდენიმე ვარიანტი – რომელიც დამოკიდებულია გარიგების მიმართულებაზე (ყიდვა, ან გაყიდვა) და თარიღზე (ანგარიშსწორების განხორციელების თარიღი).

გარდა ამისა არსებობს სვოპის (Swap) მეორენაირი ცნება/განმარტება. ამ ვარიანტში ტერმინი გამოხატავს ანგარიშზე საკომისიო დანარიცხს, ან სარგებელს ღია პოზიციის შემდეგ დღეზე გადატანისთვის.

აღნიშნული საკომისიო დანარიცხს, ან სარგებელს, ბროკერი აკლებს, ან ამატებს ტრეიდერის ანგარიშს, ვალუტებზე საპროცენტო განაკვეთების გათვალისწინებით, რომლებითაც ფორმირდება სავალუტო წყვილები.

როგორც ავღნიშნე, საკომისიო შესაძლებელია იყოს დადებითი, ანუ გარკვეული თანხა დაემატოს დეპოზიტს, ან უარყოფითი, ანუ გარკვეული თანხა მოაკლდეს ანგარიშს.

ამ საკითხის შესახებ უფრო ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში – სვოპი.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Spot price, სპოტური ფასი, Спотовая цена

Spot price/სპოტური ფასი/Спотовая цена

Spot price/სპოტური ფასი/Спотовая цена – ფორექსის ბაზარზე მიმდინარე ფასი, რის საფუძველზეც ხდება ყიდვა ან გაყიდვა, …