Stop Out, სტოპ აუტი, Стоп Аут

Stop Out/სტოპ აუტი/Стоп Аут

Stop Out/სტოპ აუტი/Стоп Аут – ანგარიშის მდგომარეობის სიგნალიზატორია, როდესაც ანგარიშის პროცენტული თანაფარდობა, ე.წ. მარჯინალური დონე უახლოვდება 20 %-ს (როგორც წესი). ამ დონის მიღწევისთანავე იხურება ყველაზე წამგებიანი პოზიცია.

ბროკერის სავაჭრო პირობებიდან გამომდინარე, სტოპ აუტის დონე შესაძლებელია იყოს 10%, 20% და 30%, თანაც მაღალი მაჩვენებელი ყოველთვის არ ნიშნავს ცუდ ვარიანტს, ვინაიდან სტოპ აუტის ამოქმედების შემდეგ, ანგარიშზე უფრო მეტი თანხა დარჩება ბაზარზე ხელმეორედ (უფრო დაკვირვებით, დაბალი ლოტით და ა.შ) შესვლისათვის.

ფაქტიურად Stop Out (სტოპ აუტი) გამორიცხავს კლიენტის (ტრეიდერის) დეპოზიტის მინუსში (უარყოფით მაჩვენებელში) გადასვლის შესაძლებლობას. ამ გზით ბროკერს იცავს საკუთარი სახსრების დაკარგვისაგან, რომელიც გამოიყენება საკრედიტო მხარის სახით.

ამ ინსტრუმენტის მეშვეობით ხდება ბროკერის დაზღვევა ზარალისაგან. ბევრი დამწყები ტრეიდერი სვამს კითხვას – “შესაძლებელია თუ არა ტრეიდერთან ერთად ბროკერმაც წააგოს?” პასუხი ერთმნიშვნელოვანია – არა. მას შემდეგ რაც ტრეიდერის გახსნილი პოზიციის ზარალი მიაღწევს სტოპ აუტის დონეს, ხდება პოზიციის იძულებით დახურვა და ტრეიდერის ანგარიშზეც დარჩება გარკვეული თანხაც. ანუ ფორექსზე ტრეიდერის ანგარიშის სრულად განულებაც შეუძლებელია.

ვაჭრობისას უნდა ვეცადოთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვათ სტოპ აუტის სიტუაციის წარმოქმნა. ამის მიღწევა შესაძლებელია სტოპ ორდერების (სტოპ ლოსი) დაყენებით, რომლებიც უნდა დავაყენოთ დეპოზიტის 2% 5% ან 10% ზღვარზე (გააჩნია ვაჭრობის სტილს, ტაქტიკას, სტრატეგიას და ა.შ). სტოპ ორდერის დაყენება ხდება ტრეიდერის მიერ დამოუკიდებლად. ამ გზით, ბაზარზე არასასურველი სიტუაციის განვითარების შედეგად ტრეიდერის ანგარიშზე რჩება გაცილებით მეტი თანხა.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Spot price, სპოტური ფასი, Спотовая цена

Spot price/სპოტური ფასი/Спотовая цена

Spot price/სპოტური ფასი/Спотовая цена – ფორექსის ბაზარზე მიმდინარე ფასი, რის საფუძველზეც ხდება ყიდვა ან გაყიდვა, …