Spread, სპრედი, Спред

Spread/სპრედი/Спред

Spread/სპრედი/Спред – ორმხრივ კოტირებაში წარმოადგენს, ყიდვის ფასსა და გაყიდვის ფასს შორის სხვაობა.

სპრედის ზომა განისაზღვრება პუნქტებში: Points, Pips

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, სპრედი არის იმ ფასებს შორის განსხვავება, რომლებითაც ხორციელდება ვალუტის მიწოდება და რომლითაც ხორციელდება ვალუტაზე მოთხოვნა. სხვაგვარად მას საბანკო მარჟასაც უწოდებენ. სწორედ ეს მაჩვენებელი გამოიყენება ფორექსის ბაზრის ლიკვიდურობის გამოსათვლელად.

არითმეტიკულად სპრედი გამოითვლება შემდეგნაირად: სპრედი = Ask ფასი – Bid ფასი

მაგალითად თუ, 1 ევროს ყიდულობენ 1,3534 აშშ დოლარად, ხოლო ყიდიან 1,3536 აშშ დოლარად, მაშინ სპრედი იქნება 1,3536 – 1,3534 = 2 პუნქტი, ანუ EUR/USD სავალუტო წყვილის სპრედი არის 2 პუნქტი.

მარჟის სიმცირე (ვიწრო სპრედი) მიუთითებს ბაზრის მაღალლიკვიდურობაზე, მაშასადამე ბაზარზე ერთდროულად ბევრი მსურველია, რომელთაც სურთ იყიდონ, ან გაყიდონ აღნიშნული ინსტრუმენტი, ან პირიქით – გაყიდონ ან იყიდონ იგი.

ბაზარზე ვაჭრობისას, სპრედის სიდიდეზე დამოკიდებულია ფულის გამომუშავებაც. რაც უფრო მცირეა სპრედი, მით უფრო სწრაფად არის შესაძლებელი სასურველი რეზულტატის მიღწევა, ანუ ფასი მოძრაობისას უფრო სწრაფად გადის სპრედის მანძილს.

სპრედის ორი ვარიანტი არსებობს:

  • ფიქსირებული სპრედი;
  • მცურავი სპრედი;

პირველ შემთხვევაში სპრედის ზომა არ იცვლება და იგი მუდამ სტაბილურია, ხოლო მეორე შემთხვევაში სპრედი მუდმივად იცვლება და ეს ცვლილებები მრავალ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.

უმრავლეს შემთხვევებში, ტრეიდერს შეუძლია თავად აირჩიოს სპრედის ვარიანტი (დამოკიდებულია ბროკერის სავაჭრო პირობების სპეციფიკაციაზე). ფიქსირებული სპრედის დროს (მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური ფაქტორების გამოქვეყნების მომენტის გარდა), იგი დარწმუნებული იქნება, რომ სპრედი უცვლელია, ხოლო მცურავი სპრედის შემთხვევაში, სპრედის ზომა კი არის ცვალებადი, მაგრამ ვაჭრობისას, დრული რეაქციის მეშვეობით შესაძლებელია მინიმალური სპრედის მომენტში შესვლა ბაზარზე.

სავაჭრო სპეციფიკაციიდან გამომდინარე, სხვადასხვა ბროკერი, თითოეულ სავალუტო წყვილისათვის დამოუკიდებლად ადგენს სპრედის ზომას.

ზოგჯერ, სპრედის ნაცვლად, ბროკერი იყენებს სპეციალურ საკომისიო გადასახადს. ამ დროს ყიდვა და გაყიდვა ხდება აბსოლუტურად ერთნაირ ფასად, ხოლო საკომისიო სარგებელს ბროკერი იღებს განხორციელებული ოპერაციების საერთო მოცულობის გათვალისწინებით.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

ასევე დაგაინტერესებთ:

Short position, მოკლე პოზიცია, Короткая позиция

Short position/მოკლე პოზიცია/Короткая позиция

Short position/მოკლე პოზიცია/Короткая позиция – ეს არის ფორექსის ბაზარზე ისეთი პოზიცია, რომლის გახსნის შედეგად მოგების …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.