Split

Split

Split (Stock Split) – პროცედურა, რომლის დროსაც ხდება აქციის დაყოფა დანაწევრება. ანუ ერთი აქცია დაიყოფა რამდენიმე აქციად, რომელთა ჯამური ღირებულება ერთი აქციის ღირებულების ტოლია. (Split – ინგ.  დაყოფა, დანაწევრება).

ამ პროცედურის განხორციელებით იზრდება კონკრეტული ემიტენტის აქციების რაოდენობა, ხოლო მისი კაპიტალიზაცია, ანუ ყველა აქციის საბირჟო ღირებულება რჩება იგივე.

სპლიტის დროს არ ხდება ემისია. აქციონერების საპროცენტო წილები რჩება იგივე.

მაგალითად, 2:1 პროპორციის შემთხვევაში, თუ ბრუნვაში არის 100 ათასი აქცია, მაშინ სპლიტის შემდეგ ბრუნვაში იქნება 200 ათასი აქცია, თუმცა თითოეული აცია იქნება ორჯერ ნაკლები ფასის ვიდრე სპლიტამდე.

ინვესტორს, რომელიც ფლობდა ემიტენტის 10 აქციას, სპლიტის შემდეგ მფლობელობაში ექნება უკვე 20 აქცია თუმცა იგივე ჯამური ღირებულების.

რისთვისაა საჭირო სპლიტი

კომპანია იზრდება და ვითარდება, დროთა განმავლობაში იზრდება მისი აქციების ფასი. ისინი შესაძლებელია იმდენად გაძვირდეს, რომ აღარ იყოს საინვესტიციოდ მომხიბვლელი რიგითი ადამიანისათვის/ინვესტორისთვის. ამიტომ სპლიტის მეშვეობით მცირდება ერთი აქციის ფასი და იგი უფრო ხელმისაწვდომი ხდება, შესაბამისად ხდება დამატებითი ინვესტორების მოზიდვა.

სპლიტის მეშვეობით, იზრდება აქციის ლიკვიდურობა საფონდო ბირჟაზე. სპლიტს აქციების ფასზე პირდაპირი გავლენა არ გააჩნია, თუმცა აქვს ირიბი გავლენა, ვინაიდან იზრდება ინვესტორების ინტერესი ემიტენტის მიმართ.

მაგალითად, სპლიტი განახორციელეს კომპანიებმა:

  • Alphabet-ს შვილობილმა კომპანიამ Google – 20:1 პროპორციით;
  • 2020 წელს – Apple (4:1);
  • 2020 წელს – Tesla (5:1);
  • 2021 წელს – NVIDIA (5:1);

2024 წლის თებერვლის (სტატიის დაწერის დრო) მონაცემებით კომპანია NVIDIA-ს აქციების ფასი იმდენად გაიზარდა, რომ ამ კომპანიის აქციები კვლავ სპლიტის კანდიდატია. 

კომპანიებს სპლიტის განხორციელება შეუძლიათ შეუზღუდავი რაოდენობით. მაგალითად კომპანიამ Walmart განახორციელა 11 სპლიტი.

საპირისპირო სპლიტი

კომპანიებს შეუძლიათ განახორციელონ საპირისპირო სპლიტი და ეს არის სპლიტის სარკისებური პროცესი, რომლის დროსაც მცირდება ბრუნვაში მყოფი აქციების რაოდენობა, პროპორციულად იზრდება ერთეული აქციის ფასი, ხოლო ემიტენტის საბაზრო ღირებულება რჩება იგივე.

ეს პროცესი საჭიროა იმ შემთხვევებშიც, როდესაც კომპანიის აქციის ფასი იმდენად ეცემა, რომ შესაძლებელია იგი მოხსნან საბირჟო ლისტინგიდან, აქციის მინიმალური ფასის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Spot price, სპოტური ფასი, Спотовая цена

Spot price/სპოტური ფასი/Спотовая цена

Spot price/სპოტური ფასი/Спотовая цена – ფორექსის ბაზარზე მიმდინარე ფასი, რის საფუძველზეც ხდება ყიდვა ან გაყიდვა, …