მსოფლიო საფონდო ბირჟები

მსოფლიო საფონდო ბირჟები

დღეისათვის მსოფლიოში ფუნქციონირებს 200-მდე საფონდო ბირჟა. საფონდო ბრუნვის წამყვანი როლი სწორედ მათ უკავიათ. უმსხვილესი საფონდო ბირჟები ასევე წარმოადგენენ მსოფლიო ეკონომიკის მდგომარეობის რეგულატორებსა და ინდიკატორებს.

საფონდო ბირჟების სახეობების წარმოშობა განპირობებულია განვითარებული და ფორმულირებული სავაჭრო-სამომხმარებლო და ინდუსტრიული სტრუქტურით. ამიტომ სწორედ ისეთ ქვეყნებში, რომელთაც გააჩნიათ განვითარების დიდი დონე და პოტენციალი არსებობენ ყველაზე ცნობილი და დიდი ბირჟები.

ყველაზე ცნობილი საფონდო ბირჟები

ამერიკის შეერთებულ შტატებში 13 საფონდო ბირჟა არსებობს, მათ შორის ყველაზე დიდია ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა (New York Stock Exchange, NYSE). მის წილზე მოდის მსოფლიოს დანარჩენი ბირჟების მთლიანი ბრუნვის ნახევარზე მეტი. ბირჟა განთავსებულია მანჰეტენზე, მისამართი: Wall Street, 11. უკვე არა ერთი ათეული წელი იგი ითვლება ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური სიძლიერის და მთელი ფინანსური ინდუსტრიის სიმბოლოდ. სწორედ ამ ბირჟაზე, სხვადასხვა უმსხვილესი კომპანიების მოვაჭრე აქციების მაჩვენებლების მიხედვით განისაზღვრება ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დოუ ჯონსის (Dow Jones Industrial Average) და NYSE Composite ინდექსები.

ამერიკის შეერთებული შტატების საფონდო ბაზარზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს/თამაშობდა – ამერიკული საფონდო ბირჟა (American Stock Exchange, AMEX), რომელიც დაარსდა 1911 წელს. მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან სწორედ ამ ბირჟაზე დაიწყო პირველი ელექტრონული ვაჭრობები, რომლის დროსაც გამოყენებული იქნა პირველი უსადენო ტერმინალები. 2012 წელს American Stock Exchange გაერთიანდა New York Stock Exchange-თან და ეწოდა – NYSE MKT LLC. მიუხედავად ამისა ვთვლი, რომ ეს ბირჟა მსოფლიო საბირჟო ისტორიის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ფურცელია, ამიტომ უნდა იყოს ნახსენები ამ სტატიაში, თანაც 1998 წელს, American Stock Exchange NASDAQ-მა იყიდა, თუმცა 2004 წელს იგი ისევ გამოსყიდული იქნა AMEX-ის მონაწილეების მიერ, ასე რომ რა იქნება მომავალში არავინ იცის, იქნებ კვლავ დამოუკიდებელ ბირჟად მოგვევლინოს ოდესმე.

ასევე მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ბირჟას NASDAQ (National Association of Securities Dealers Automated Quotation) – არასაბირჟო ბაზარი, რომელიც სპეციალიზდება მაღალტექნოლოგიური კომპანიების აქციებზე (პროგრამული უზრუნველყოფის სფერო, ელექტრონიკა და სხვა).

22 საფონდო ბირჟა მოქმედებს დიდი ბრიტანეთის დიდ ქალაქებში, როგორებიცაა – ლონდონი, ბირმინგემი, ლივერპული და გლაზგო. მათ შორის გამოსაყოფია ლონდონის საფონდო ბირჟა (London Stock Exchange, LSE), რომელიც ბრიტანეთის სხვა ბირჟებს შორის ყველაზე ინტერნაციონალურია. LSE – მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ცენტრია.

იაპონიაში მდებარეობს 9 საფონდო ბირჟა, რომელთა შორისაც ყველაზე დიდია ტოკიოს საფონდო ბირჟა (Tokyo Stock Exchange). იგი ერთ-ერთი უძველესი ბირჟაა და გააჩნია საკუთარი ტრადიციები და წესები (დაარსებულია 1878 წელს). მის ძირითად სპეციალიზაციას წარმოადგენს კორპორაციების და ფინანსური ორგანიზაციების აქციებით ვაჭრობა.

ერთ-ერთი ყველაზე მზარდი საბირჟო სისტემად ითვლება რუსეთი, სადაც მდებარეობს 10 საფონდო ბირჟა, რომელთა შორისაც წამყვან როლი უკავია მოსკოვის ბირჟას (ММВБ), იგივე – რუსეთის უნივერსალური ბირჟა, რომელიც 1992 წლს დაარსდა. 2011 წელს მასთან გაერთიანდა საფონდო ბირჟა (РТС), რამაც ბირჟისა და საერთოდ რუსული საფონდო სისტემის გაძლიერებას შეუწყო ხელი. ММВБ ითვლება აქციებისა და ობლიგაციების ფასწარმოქმნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრად, არა მარტო რუსეთში.

სავაჭრო მოედანზე მონაწილეობს სხვა ქვეყნების საპორტფელო ინვესტიციების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ინფორმაცია ამ ბირჟის შესახებ ითვლება რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობის ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორად. ბირჟის მნიშვნელობა მსოფლიო საბირჟო სისტემაში დადასტურდა 2008 წლის მსოფლიო კრიზისის და 2014 წლის სანქციების პერიოდში.

ММВБ ბირჟა ითვლება უნივერსალურ სავაჭრო მოედნად, რომელზეც ხორციელდება როგორც სავალუტო, ასევე საფონდო ოპერაციები. ამ სისტემის საფუძველზე პოსტსაბჭოთა სივრცის და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში აგრეთვე ხორციელდება სავალუტო და საფონდო ოპერაციები შვილობილი კომპანიების მეშვეობით. ММВБ აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე დიდი საფონდო ბირჟაა.

ყველა ქვეყანაში არსებობს ბირჟების საკუთარი ნაციონალური სისტემები, რომლებიც ეფუძნებიან ისტორიულ თავისებურებებს, რომლებიც თავის მხრივ განსაზღვრავენ როგორც საბირჟო სისტემაში კონკრეტული ბირჟების როლს, ასევე ამ სისტემების ფუნქციონირებას ზოგადად.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

მეორე ეშელონის აქციებში ინვესტირება

მეორე ეშელონის აქციებში ინვესტირება

მეორე ეშელონის აქციები ვერ დაიკვეხნიან ისეთივე ლიკვიდურობით, რომელიც ლურჯ ფიშკებს გააჩნიათ, იგივე ეხება კომპანია-ემიტენტების კაპიტალიზიციასაც. …