საინვესტიციო სტრატეგიის მაგალითი

საინვესტიციო სტრატეგიის მაგალითი

კომპანია ემიტენტის არჩევისას, თავიდანვე ყურადღება უნდა მიექცეს კვარტალური მოგების სიდიდეს. იგი გამოხატავს ერთ ჩვეულებრივ აქციაზე მოგების ზრდას, მაგრამ ამ მაჩვენებლის სპეციფიკის განხილვა კი არ არის საჭირო, არამედ საჭიროა მიმდინარე და გასული წლის ანალოგიური კვარტლების მონაცემების შედარება (მაგალითად 2020 წლის III კვარტალი და 2019 წლის III კვარტალი).

ასეთი შედარება კეთდება იმისათვის, რომ კომპანიების უმრავლესობის საქმიანობა გარკვეულ ეკონომიკურ ციკლშია მოქცეული, რომლებიც თავის მხრივ გამოხატავენ კომპანიის სეზონურ მოგებას და ხარჯს. ასე მაგალითად, ავტომობილები უფრო კარგად იყიდება გაზაფხულსა და ზაფხულში, ვიდრე ზამთრის პერიოდში, ხოლო ელექტროენერგიაზე გაწეული ხარჯები ზამთრის პერიოდში, სიცივის დადგომასთან პარალელურად იზრდება.

ამის შემდეგ, უნდა დავაკვირდეთ კომპანიის წლიური მოგების შედეგს, უფრო ზუსტად მის ცვლილებას გასულ წელთან შედარებით. შემდეგ უნდა გავცხრილოთ კომპანიები, რომელთა გაყიდვების რაოდენობები არასაკმარისი ტემპებით იზრდება, რადგან თუნდაც გაყიდვების ზრდის გარეშე მოგების ზრდა შესაძლებელია ცუდის მომასწავებელი ნიშანი იყოს. მოგების ზრდა შესაძლებელია ხარჯების შემცირებით იყოს გამოწვეული, რაც თავის მხრივ აქციების კურსის უარყოფით ტენდენციაში გარდატეხის ეტაპის საწყისი სიგნალია.

ამ ეტაპების შემდეგ, უნდა დავაკვირდეთ გაცხრილული/გაფილტრული კომპანიების მოგების მიღების დინამიკას. რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს კომპანიები, რომელთაც გააჩნიათ მოგების მაქსიმალური ზრდა. ამიტომ, თუ უკვე განხორციელებული ფილტრაციის დროს საინვესტიციო კანდიდატებად კვლავ საკმაო რაოდენობით კომპანიები დაგვრჩება, ეს ფილტრიც კარგი ინსტრუმენტია მათი ხელახალი გაცხრილვისათვის.

ასევე კარგი ფილტრია და ყურადღება უნდა მიექცეს კომპანიის მოგებას საკუთარ კაპიტალზე. ეს მაჩვენებელი კომპანიის მდგრადობაზე მიუთითებს.

ყველა მაჩვენებელთან შედარებით უმთავრესია კომპანიის მოგების ზრდის დინამიკის მაჩვენებელი. დანარჩენი პარამეტრები კი საშუალებას გვაძლევს ჩვენი საინვესტიციო პორტფელის ვაკანტურ ადგილზე შევარჩიოთ, ასე ვთქვათ – საუკეთესოთა შორის საუკეთესო კომპანია.

ზემოთხსენებული ფილტრაცია გვჭირდება ერთი მიზნით: ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ზრდადი აქციები. ფასიანი ქაღალდები, რომლებიც დიდი რაოდენობის ინვესტორებს იზიდავენ. შესვლა/გამოსვლის წერტილებთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ სტრატეგია შესაძლებელია ავაგოთ ბილ უილიამსის ქაოსის თეორიის, ან ელიოტის ტალღურ ანალიზის საფუძველზე.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ლურჯი ფიშკის სტატუსის მინიჭება

ლურჯი ფიშკის სტატუსის მინიჭება

ემიტენტისთვის ლურჯი ფერის მინიჭების კრიტერიუმები, როგორც წესი კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული. ლურჯ სტატუსს კომპანიას ანიჭებს …