მითები საფონდო ბაზარზე ინვესტიციების (არა ტრეიდინგის) შესახებ

მითები საფონდო ბაზარზე ინვესტიციების (არა ტრეიდინგის) შესახებ

საფონდო ბაზარი ბევრს მიაჩნია საკრალური დატვირთვის სტრუქტურად, რაც თავის მხრივ ქმნის იმის წინაპირობას, რათა საფონდო ბაზრის შესახებ წარმოიშვას არა ერთი მითი.

პირველი მითი

საფონდო ბაზარზე ინვესტირებისათვის საჭიროა მას დავუთმოთ ჩვენი დროის უდიდესი ნაწილი. ერთის მხრივ ეს მართალია, ვინაიდან არა ინვესტორები არამედ ტრეიდერები სხედან დღე და ღამე მონიტორებთან. არ დაგვავიწყდეს, რომ ტრეიდინგი არის ჩვეულებრივი სამუშაო/სამსახური, რომლისთვისაც საჭიროა შესაბამისი პრაქტიკული და თეორიული მომზადება. ინვესტირების გზით კი ხდება სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული თანხების სწორი დაბანდება, რომელიც არ მოითხოვს ფუნდამენტალურ განათლებას.

ინვესტირების სწორი განხორციელებისათვის საჭიროა სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება, რაც დამოკიდებულია ინვესტორის ხასიათის თვისებებზე და საკუთარ თავზე რისკის აღების შესაძლებლობაზე. ზოგიერთი სტრატეგიით მუშაობა მოითხოვს თვეში რამდენიმე საათს. არ დაგვავიწყდეს ერთი მნიშვნელოვანი კანონზომიერება: არ არსებობს ვარდნა, რომელიც ხუთ წელზე მეტი პერიოდი მიმდინარეობს, გაშალეთ სავაჭრო გრაფიკი და თავად დარწმუნდებით ამაში. მუდმივი ვარდნა პრაქტიკულად შეუძლებელია, ყველა კორექციის შემდეგ ხდება ზრდა, რომელიც ინტენსივობით ვარდნის სიჩქარის ტოლია. განვითარება ვერასდროს შეჩერდება. საქმე მხოლოდ დროის პერიოდშია. ეს არის ცხოვრების ბუნებრივი კანონზომიერება, რომელსაც უნდა მოვერგოთ და მასთან ერთად ჰარმონიულად ვითანაცხოვროთ.

მეორე მითი

იმისათვის რომ საფონდო ბირჟაზე ვიმუშავოთ საჭიროა ათი ათასობით აშშ დოლარის ქონა. რა თქმა უნდა ფული საჭიროა, მაგრამ არა ამ ოდენობის. ინვესტორმა შესაძლებელია იმუშაოს კაპიტალითაც და უკაპიტალოთაც. კაპიტალი შესაძლებელია დაგროვდეს მუშაობის პროცესში. ბაზრის ეს თვისება გზას უხსნის ადამიანებს, რომლებსაც არ გააჩნიათ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები. ჭკვიანურად შედგენილი საინვესტიციო პორტფელი შესაძლებლობას იძლევა დღის წესრიგიდან მოიხსნას ეს საკითხები. რა თქმა უნდა საინვესტიციო სტრატეგიები იმათთვის ვისაც მცირე კაპიტალი აქვს სულ სხვანაირი იქნება, ვიდრე იმათთვის ვინც სოლიდურ თანხას ფლობს.

თუ საპაიო საინვესტიციო ფონდში გვსურს ფულის დაბანდება, ამისათვის საკმარისი იქნება 1-2 ათასი აშშ დოლარი, ხოლო თუ გვსურს ჩამოვაყალიბოთ საინვესტიციო პორტფელი ლურჯი ფიშკების აქციებისგან, მაშინ 3-5 ათასი აშშ დოლარი დაგვჭირდება.

საფონდო ბაზარზე ეფექტური მუშაობისათვის საჭიროა მკაცრი დისციპლინა. იგი საშუალებას მოგვცემს არ ჩავვარდეთ პანიკაში და არ დაუშვათ შეცდომა, არ ჩავიდინოთ სისულელე. დისციპლინაში იგულისხმება თამაშის წესების მკაფიო, შესაძლებელია ვთქვათ – მკაცრი დაცვა, რომელსაც წინასწარ შევიმუშავებთ. განუხრელად უნდა დავიცვათ საინვესტიციო გეგმა და ბირჟაზე თამაშის სტრატეგია. სავაჭრო ნაბიჯის გადადმის შემდეგ უნდა ჩავკეტოთ ჩვენი ემოციები, ვინაიდან მხოლოდ თამაშის წესები უნდა მართავდნენ ჩვენს მოქმედებებს.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ლურჯი ფიშკის სტატუსის მინიჭება

ლურჯი ფიშკის სტატუსის მინიჭება

ემიტენტისთვის ლურჯი ფერის მინიჭების კრიტერიუმები, როგორც წესი კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული. ლურჯ სტატუსს კომპანიას ანიჭებს …