სარჩევი
არსებობს ინვესტირების აქტიური სტრატეგიები და პასიური სტრატეგიები. მათ შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა. თუნდაც ის განსხვავება, რომ აქტიური სტრატეგიების გამოყენებით დადებითი რეზულტატის მიღწევისათვის საჭიროა უფრო მეტი თეორიული და პრაქტიკული ძალისხმევა.
პასიური სტრატეგიების გამოყენება უფრო მეტად გამოსადეგია საპაიო საინვესტიციო ფონდებში, ან ობლიგაციებში ინვესტირებისას. მათი გამოყენების შემთხვევაში დიდი პერიოდის განმავლობაში (6 თვე, ან 1 წელი) საკმარისია პორტფელში ერთჯერადი ცვლილებების შეტანა. ხოლო აქტიური სტრატეგიების გამოყენება საჭირო და აუცილებელია ისეთ ინსტრუმენტებთან მუშაობისას როგორებიციაა: ფიუჩერსები, ოფციონები და აქციები.
ფიუჩერსები და ოფციონები ინვესტირების საკმაოდ რთული ინსტრუმენტებია და მათთან მუშაობის დროს არ არის საჭირო ეფექტური საინვესტიციო პორტფელების ფორმირება. ამიტომ ვმეორდები – ინვესტირების აქტიური სტრატეგიების გამოყენება გულისხმობს მომზადების შესაბამისი დონის არსებობას, ამიტომაც საჭიროა საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდიანი თვითმომზადება და მხოლოდ შესაბამისი უნარების ათვისების შემდეგ შესაძლებელია რეალურ ბაზარზე გასვლა რეალური ფულით.
ინვესტირების პასიური სტრატეგიების დადებითი მხარეები
- გამოყენებისათვის არ არის საჭირო გამოცდილება;
- ინვესტირების პროცესისათვის არ იხარჯება დიდი დრო;
- შემოსავლის მიღება შესაძლებელია ბაზრის ზრდის პროცესში;
- არ არის დანაკარგები გვერდული მოძრაობის შემთხვევაში;
- ინვესტორის დანაკარგი ვერ იქნება თავად ბაზრის დანაკარგზე მეტი;
ინვესტირების პასიური სტრატეგიების უარყოფითი მხარეები
- ბაზრის ვარდნის შემთხვევაში – ზარალი;
- ინვესტორი ვერ მიიღებს მოგებას ყოველწლიურად, ვინაიდან ბაზარი ვარდნის გარეშე არ არსებობს;
ინვესტირების აქტიური სტრატეგიების დადებითი მხარეები
- ბაზრის ვარდნის შემთხვევაში შესაძლებელია ზარალის შემცირება;
- ზემოგების მიღების შესაძლებლობა;
ინვესტირების აქიური სტრატეგიების უარყოფითი მხარეები
- საინვესტიციო პორტფელის ყოველდღიური გადაფასება/კორექცია;
- სტრატეგიები ინვესტორისგან მოითხოვენ ცოდნას, გამოცდილებას და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს;ინვესტირების პროცესზე იხარჯება დიდი დრო – საჭიროა ბაზრის ყოველდღიური მონიტორინგი;
- მზარდ ბაზარზე შესაძლებელია მოგების ნაწილის არ მიღება, ვინაიდან შეუძლებელია ბაზარზე შესვლის ზუსტი მომენტის განსაზღვრა;