ინვესტორების თვისებები

ინვესტორების თვისებები

ხშირად ახალბედა ინვესტორების პანიკის გარეშე ვერ უყურებენ ბაზრის ვარდნას. სასწაულის მოლოდინში ბოლომდე ღია აქვთ პოზიცია იმ იმდედით, რომ მალე ზრდა დაიწყება. ამასთან დაკავშირებით ერთმა ინვესტორმა მილიარდერმა თქვა: ” არ გახვიდეთ ბაზარზე მანამდე, სანამ არ შეძლებთ უემოციოდ უყუროთ თქვენი აქციების ორმოცდაათი პროცენტით ვარდნას”.

ცხოვრებაში ჩვენ თვითონ ვქმნით ჩარჩოებს და ვცდილობთ არ გავცილდეთ მათ. მაგალითად ვირბინოთ დილაობით, მივირთვათ ჯანმრთელი საკვები და ა.შ. მაგრამ ყველას არ ჰყოფნის ნებისყოფა შეცვალოს საკუთარი ცხოვრება. მაგრამ თუ ცხოვრებაში არც ისე საშიშია ჩარჩოებიდან გასვლა, საფონდო ბაზარზე ამ გასვლამ შესაძლებელია მთლიანი ფულადი რესურსების დაკარგვა გამოიწვის. ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენი მთავარი მტერი – გაუაზრებელი გადაწყვეტილებები და იმპულსურობა.

საფონდო ბაზარზე მუშაობისას გამუდმებით უნდა ვიმუშაოთ ჩვენი ფინანსური განათლებისა და ინვესტირების უნარების დახვეწაზე. უმაღლესი სპეციალიზებული განათლება და ჩახლართული თეორიები ამასთან არავითარ კავშირში არ არის. ადამიანები ძალიან დიდ წარმატებებს აღწევენ საფონდო ბაზრებზე, ეკონომიკური განათლების არ ქონის მიუხედავად, ხოლო ეკონომიკურ მეცნიერებაში სამეცნიერო ხარისხის მქონე ბევრი ადამიანი ფიასკოს განიცდის საფონდო ბაზარზე საქმიანობის პროცესში.

ტრაგი-კომიკური მაგალითი: 1997 წელს ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია მიიღეს რ.მარტონმა და მ.სკოულზმა, რომლებმაც შექმნეს “საფონდო ბაზარზე შეფასებისა და ინვესტიციების რისკების მინიმიზაციის თეორია”. საკუთარი თეორიით ფრთაშესხმულმა ნობელიანტებმა შექმნეს ძალიან დიდი, საერთაშორისო ჰეჯ-ფონდი, რომელსაც მრავალმილიარდიანი კაპიტალი გააჩნდა (მეცნიერების ავტორიტეტიდან გამომდინარე მათ შეძლეს ამ კაპიტალის მოზიდვა). ფონდს ერქვა Long Term Capital Management. პრაქტიკულად საფონდო ბაზარზე გასვლისთანავე, ეს ფინანსური ტიტანიკი მალევე ჩაიძირა თავის ორ კაპიტანთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ მათი ობლიგაციების გაუფასურებაში დიდი როლი ითამაშა რუსეთის 1998 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა. დაარსებიდან სულ რაღაც 10 თვეში ჰეჯ-ფონდი გაკოტრებულად გამოცხადდა და ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა ბანკმა, იგივე ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ იხსნა იგი, სხვა კომერციული ბანკების მეშვეობით, მათთვის გაცემული 4 მილიარდიანი დახმარების ხარჯზე. რა თქმა უნდა ამ შემთხვევამ დიდი სიხარული გამოიწვია ზოგიერთი კონკურენტი ფინანსური სკოლისა და სტრუქტურების მხრიდან, ხოლო ზოგში – დაბნეულობა. დიდი ხნის განმავლობაში ფინანსურ საზოგადოებაში მუსირებდა აზრი იმის შესახებ, რომ ნობელის პრემიის ლაურიატებისათვის ჩამოერთვათ პრემია. თუმცა ამგვარი პროცედურის არ არსებობის გამო პრემია ნობელიანტებს მაინც შერჩათ.

ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი ეკონომიკური განათლება დიდი პლიუსია, არ არის იმის გარანტი, რომ ეკონომიკური თეორიების გამოყენების გზით უპირობო წარმატებას მიაღწევთ რეალურ საბაზრო ბირობებში.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

მეორე ეშელონის აქციებში ინვესტირება

მეორე ეშელონის აქციებში ინვესტირება

მეორე ეშელონის აქციები ვერ დაიკვეხნიან ისეთივე ლიკვიდურობით, რომელიც ლურჯ ფიშკებს გააჩნიათ, იგივე ეხება კომპანია-ემიტენტების კაპიტალიზიციასაც. …