საფონდო ბაზრის ფუნდამენტალური ანალიზი, ტექნიკური ანალიზი და სიტუაციური ანალიზი

საფონდო ბაზრის ფუნდამენტალური ანალიზი, ტექნიკური ანალიზი და სიტუაციური ანალიზი

საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისათვის საჭიროა შეფასდეს საბაზრო სიტუაცია, რისთვისაც გამოყენებული უნდა იქნას ფუნდამენტალური ანალიზი, ტექნიკური ანალიზი და სიტუაციური ანალიზი.

ფუნდამენტალური ანალიზი

არის კომპანიის ფინანსური და მაკროეკონომიკური მდგომარეობის შეფასება. ამ ანალიზის ჩატარების შემდეგ შესაძლებელია მივიღოთ კომპანიის, დარგის ან მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროგნოზი. ფუნდამენტალური ანალიზის განხორციელებისას არ არის საჭირო აქციების კურსების გრაფიკებზე დაკვირვება. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სხვადასხვა, მარავალი სახის ინდექსების და მაჩვენებლების შედარებით ანალიზთან. ფუნდამენტალური ანალიზი გამოიყენება ხანგრძლივ ვადიანი ინვესტირებისათვის, მაშინ როცა ვმუშაობთ პასიური სტრატეგიების გამოყენებით.

ტექნიკური ანალიზი

არის აქციების და სხვა ფასიანი ქაღალდების კოტირებების დინამიკის ანალიზი, მარტივად რომ ვთქვათ – ეს არის გარფიკების და დიაგრამების ანალიზი. ტექნიკურ ანალიზს გამოიყენებენ აგრესიული, მოკლევადიანი საინვესტიციო სტრატეგიებით მუშაობის პროცესში, რადგან ისინი საშუალებას გვაძლევენ არჩევანი გავაკეთოთ არა გრძელვადიან პერსპექტივაზე, არამედ მიმდინარე მომენტზე.

სიტუაციური ანალიზი

არის ყველა შესაძლო ცვლილებების ანალიზი, რომელიც ხდება კომპანიაში, სადაც გათვალისწინებულია გარე ფაქტორების ზემოქმედება. სიტუაციური ანალიზისათვის გამგვადგება ნებისმიერი მონაცემები – დაწყებული ამინდის ცვლილებებით და საგარეო პოლიტიკური რისკებით, დამთავრებული – კომპანიის დირექტორთა საბჭოში შესაძლო ან განხორციელებული ცვლილებებით. როგორც წესი, სიტუაციური ანალიზი ხორციელდება სპეციელიზირებული სააგენტოების მიერ პროფესიონალი ანალიტიკოსების მეშვეობით და მათ ანალიზურ დასკვნებს იყენებენ ტრეიდერები.

ობიექტური დასკვნებისა და სწორი გადაწყვეტილების მიღებისათვის გამოიყენება ზემოთ ხსენებული სამივე სახის ანალიზი. ფუნდამენტალური, სიტუაციური და ტექნიკური ანალიზის სირთულიდან გამომდინარე მიზანშეწონილია (ფუნდამენტალური და სიტუაციური ანლიზები შემთხვევაში მაინც) მზა ანალიზური დაიჯესტების გამოყენება, რომლებსაც აქვეყნებენ ზემოთ აღნიშნული სპეციალიზირებული სააგენტოები, როგორც უფასო, ასევე ფასიანი წვდომით.

კომპლექსური ანალიზის მეშვეობით ხდება საინვეტიციო სტრატეგიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ლურჯი ფიშკის სტატუსის მინიჭება

ლურჯი ფიშკის სტატუსის მინიჭება

ემიტენტისთვის ლურჯი ფერის მინიჭების კრიტერიუმები, როგორც წესი კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული. ლურჯ სტატუსს კომპანიას ანიჭებს …