ფუნდამენტალური ანალიზი

ფუნდამენტალური ანალიზი

ფუნდამენტალური ანალიზი წარმოადგენს მაკროეკონომიკური, პოლიტიკური სიახლეების და მსოფლიოში მიმდინარე სხვა მოვლენების კვლევას, რომლებიც გავლენას ახდენენ სავალუტო კურსების ცვლილებებზე.

ფუნდამენტალური ანალიზის მიმდევრების აზრით, უპირველესი ფაქტორი რომელიც ვალუტის ფასზე გავლენას ახდენს არის – მოვლენა (სიახლე). მოვლენა იწვევს ფორექსზე სავაჭრო ოპერაციების ჯაჭვურ რეაქციას, რომელიც თავის მხრივ აისახება სავალუტო კურსის ცვლილებაზე. ტექნიკური ანალიზის მიმდევრებისგან განსხვავებით, ფუნდამენტალისტებს გააჩნიათ დიამეტრულად განსხვავებული აზრი იმ პირველწყაროს შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ ფასის მოძრაობაზე. რადგან, როგორც გვახსოვს ტექნიკურ ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ მომავალში ფასის მოძრაობა ჩადებულია მათსავე რეტროსპექტიულ ტენდენციებში.

იმისათვის, რომ ფუნდამენტალური ანალიზის პროფესიონალები გავხდეთ, საჭიროა მრავალი წლის განმავლობაში ისეთი დისციპლინების შესწავლა, როგორებიცაა ეკონომიკა, ფინანსები და კრედიტები, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები და ა.შ. ბუნებრივია, რომ ჩვეულებრივ ინტერნეტ ტეიდერს არც დრო, არც საშუალება და მგონი არც სურვილი აქვს იმისა, რომ დახარჯოს დიდი დრო, ენერგია და რესურსი ასეთი დისციპლინების შესწავლისათვის.

ამიტომ ტრეიდერების უმრავლესობას აქვს ზედაპირული წარმოდგენა ფუნდამენტალური ანალიზის საფუძვლებზე – საფინანსო ბაზარზე მუშაობის პროცესში ისინი ითვალისწინებენ პროფესიონალური ფინანსური ანალიტიკოსების აზრს, აგრეთვე მრავალწლიანი საკუთარი დაკვირვებებითაც ხელმძღვანელობენ. ფინანსური ანალიტიკოსების პროგნოზები ქვეყნდება მედია (მათ შორის ინტერნეტ მედია) სივრცეში. ბროკერების უმეტესობა თავის კლიენტებს, ინფორმაციული სისტემებზე წვდომის საშუალებას აძლევენ, რომლებიც აქვეყნებენ ფუნდამენტალური ხასიათის ინფორმაციებს. ასეთი ინფორმაციული სისტემებია: Reuter, Dow Jones Telerate, Bloomberg და სხვა..

მიუხედავად სავალუტო ბაზრის ანალიტიკოსების და მათი ანალიტიკური პროგნოზების სიმრავლისა, ფუნდამენტალური ანალიზის საფუძვლები ყველა ინტერნეტ ტრეიდერმა უნდა იცოდეს. პარალელისთვის: ავტომობილის მძღოლი შესაძლებელია ვერ ერკვევოდეს ავტომობილის მოწყობილობაში, თუმცა ავტომობილის მართვის პრინციპები და საგზაო წესები აუცილებლად უნდა იცოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მძღოლი ათასგვარ უბედურებებს დაატრიალებს გზაზე მოძრაობისას, იგივეა ფორექსშიც. სანამ დაიწყებთ ვაჭრობას რეალურ თანხებზე, უნდა გაიაზროთ, თუ რა როლს თამაშობს ფუნდამენტალური ანალიზი ვალუტის კურსების ცვლილებების პროგნოზირების სისტემაში.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ფუნდამენტალური ანალიზის საფუძველს წარმოადგენს მოვლენა. მოვლენების კლასიფიკაცია შესაძლებელია შემდეგი სახით ჩამოვაყალიბოთ: მაკროეკონომიკური, პოლიტიკური, ბუნებრივი მოვლენები და ა.შ. ფუნდამენტალურ მოვლენებად შესაძლებელია აგრეთვე ჩაითვალოს ჭორებიც, რომლებსაც ხშირად შეუძლიათ გამოიწვიონ ვალუტების მკვეთრი და მნიშვნელოვანი ცვლილებები, მით უმეტეს თუ ეს ჭორები ვრცელდება გავლენიანი პოლიტიკური ფიგურების მიერ.

მოვლენები შესაძლებელია დავყოთ ორ დიდ კატეგორიად: მოსალოდნელი და მოულოდნელი. მოსალოდნელი მოვლენის მოახლოვების მომენტი წინასწარაა ცნობილი. ასეთ მოვლენებს მიეკუთვნება სხვადასხვა ეკონომიკური მაჩვენებლების პუბლიკაცია, ამა თუ იმ სეზონური მოვლენის დადგომა. მაგალითად, განვლილი თვის აშშ სავაჭრო ბალანსი (trade balance) ქვეყნდება ყოველი მომდევნო თვის მეორე ნახევარში, ამიტომ ეს მოვლენა მიეკუთვნება მოსალოდნელი მოვლენების კატეგორიას. მოულოდნელ მოვლენებად ითვლება ბუნებრივი კატაკლიზმები, პოლიტიკური გადატრიალებები, ტერორისტული აქტები. ისინი ( მოვლენები), როგორც წესი, მომენტალურად აისახება, ამგვარ მოვლენებში მონაწილე ქვეყნების ვალუტების დინამიკაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ფორექსზე ვაჭრობისას აუცილებელია გვქონდეს კარგი ინფორმაციული წყარო, რათა არ გამოვტოვოთ მსოფლიო მასშტაბის მნიშვნელოვანი მოვლენა.

საინტერესო ფაქტია ის, რომ ყველა ეკონომიკური პარამეტრები, ცალკე აღებული ქვეყნისათვის ქვეყნდება დაგვიანებით – ანუ აწმყოში ქვეყნდება განვლილი საანგარიშო პერიოდის ეკონომიკური პატამეტრები. ეს ნიშნავს, რომ პარამეტრის მოსალოდნელი მაჩვენებელი შესაძლებელია დაანგარიშებული იყოს პუბლიკაციამდე გარკვეული პერიოდით ადრე. როგორც წესი, მსოფლიო წამყვანი ანალიტიკოსები აქვეყნებენ პროგნოზებს და პარამეტრების გამოყვეყნებამდე ბაზარი ადაპტირებულია მოსალოდნელი მაჩენებელისადმი.

ასე რომ, თუ გამოქვეყნებული პარამეტრი არაფრით განსხვავდება პროგნოზირებული მნიშვნელობისგან, მაშინ სავალუტო კურსების დინამიკა პრაქტიკულად არ შეიცვლება. ფორექსზე საინტერესო მოვლენები ხდება მაშინ, როდესაც ეკონომიკური პარამეტრების მაჩვენებელი განსხვავდება მნიშვნელოვნად განსხვავდება პროგნოზირებადისაგან, განსაკუთრებით თუ განსხვავება ხდება საპირისპირო მიმართულებით. ასეთ შემთხვევებში, რაც უფრო მეტია არაპროგნოზირებადობა, მით უფრო მკვეთრია ბაზრის რეაქცია. აუცილებელია გვესმოდეს, რომ საფინანსო და სავალუტო ბაზრებზე, პრიორიტეტი იმდენად არ ენიჭება ეკონომიკური პარამეტრის მნიშვნელობას, რამდენადაც მის განსხვავებას პროგნოზირებად მაჩვენებელთან.

სხვადასხვა ფუნდამენტალური სიახლეები, სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენენ სავალუტო კურსების დინამიკაზე. გავლენის ხანგრძლივობის მიხედვით სიახლეები კლასიფიცირდება – ხანგრძლივი ციკის და ხანმოკლე ციკლის სიახლეებად. ხანგრძლივი ციკლის პერიოდი რამდენიმე კვირიდან რამდენიმე წლამდე გრძელდება. ასეთი ციკლი განპირობებულია ქვეყნის საერთო ეკონომიკური მდგომარეობით, ისეთები როგორიცაა: ინფლაციის დინამიკა, უმუშევრობის რაოდენობა, საპროცენტო განაკვეთები.

ასეთი სიახლეების საფუძველზე შესაძლებელია, სავალუტო კურსების ცვლილებების სტრატეგიული პროგნოზების გაკეთება, რომელიც დაგვეხმარება ხანგრძლივპერიოდიანი ინვესტირებისთვის. ხანმოკლე ციკლი გრძელდება ერთი წუთიდან რამდენიმე დღის პეიოდში და შესაძლებელია განპირობებული იყოს ზოგიერთი უმნიშვნელო ეკონომიკური მაჩვენებლის გამოყვეყნებით, ან სხვადასხვა სახის პოლიტიკური მოვლენებით.

ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობა და მისი ვალუტის კურსი ურთიერკავშირშია. ასეთი კავშირები შესაძლებელია შევადაროთ ნეირონულ ქსელს – იგი ისეთი რთულია, რომ შეუძლებელია მისთვის შევიმუშაოთ რაიმე სახის ერთიანი, ჯადოსნური ფორმულა. ფუნდამენტალური ანალიზის მიზანია აღნიშნული ურთიერთკავშირის სისტემატიზირება, მაგრამ რაც უფრო ღრმად შევდივართ სისტემატიზაციაში, მით უფრო მეტი კითხვები ჩნდება, ვიდრე მათზე პასუხები არსებობს. ფორექსის ბაზარი ყოველთვის არ რეაგირებს მოვლენებზე ისე, როგორც ეს აღწერილია სასწავლო სახელმძღვანელოებში – ხშირად სიახლეების პუბლიკაციაზე ბაზრის რეაქცია მოსალოდნელზე საპირისპიროა.

ჩვენ შეგვიძლია გარკვეული ალბათობით ვივარაუდოთ, რომ ესა თუ ის სიახლე – ვალუტის კურსის ამა თუ იმ ცვლილებას გამოიწვევს. და, მიუხედავად ამისა, ტრეიდერის ინსტრუმენტების არსენალში, მეტნაკლებად უნარიანი ფუნდამენტალური ანალიზის სისტემის არსებობა უკეთესია, ვიდრე მისი საერთოდ არ არსებობა. ფუნდამენტალური ანალიზი მნიშვნელოვანია სავალუტო ბაზარზე მუშაობისას. ტექნიკურ ანალიზთან ერთობლიობაში, იგი ინტერნეტ ტრეიდერს, სხვებთან – უფრო ნაკლებად ინფორმირებულ ტრეიდერებთან შედარებით – უპირობოდ ანიჭებს პრიორიტეტს. მაკროეკონომიკური საფუძვლებისა და მნიშვნელოვანი სახელმწიფოების ფინანსური სისტემების ცოდნა – წარმატებული ტრეიდერის ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი ეტაპია. სხვა სტატიებში საუბარი იქნება ფუნდამენტალური ანალიზის ძირითად ასპექტებზე.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

შრომის ბაზრის ინდიკატორები

შრომის ბაზრის ინდიკატორები

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს წარმოადგენს შრომის ბაზრის ინდიკატორები, რომლებსაც ეთმობა დიდი ყურადღება.