საერთაშორისო ვაჭრობის მაჩვენებლები

საერთაშორისო ვაჭრობის მაჩვენებლები

საერთაშორისო ვაჭრობის მაჩვენებლები – სიღმისეულ ფუნდამენტალურ ანალიზში, სხვა პარამეტრებთან ერთად გამოიყენება ისეთი მაჩვენებლები, რომლებიც შესაძლებელია გავაერთიანოთ ამ ერთ კატეგორიაში.

მიმდინარე ოპერაციების ბალანსი (Balance of Payments)

საგარეო ეკონომიკური საქმიანობის შედეგები გამოიხატება, როგორც უცხოეთიდან ჩარიცხვებისა და უცხოეთში გადარიცხვების შეფარდება. საგადასახადო ბალანსი მოიცავს ტრანსფერტული გადახდების ოპერაციებს, იმპორტის და ექსპორტის მომსახურებას, სავაჭრო ოპერაციებს და სუფთა ფაქტორულ შემოსავალს. მაჩვენებელი ფასდება დადებითი ან უარყოფითი სალდოს საფუძველზე. აქტიური ბალანსი (დადებითი სალდო) ან პასიური ბალანსის შემცირება (უარყოფითი სალდო) ხელს უწყობს ვალუტის კურსის გამყარებას. საერთაშორისო ოპერაციები, რომლებიც აფორმირებენ საგადასახადო ბალანსს, იყოფა ორ ჯგუფად:

  • მომდინარე ოპერაციების ბალანსი: ამ ჯგუფში შედიან სავაჭრო ბალანსის ოპერაციები (საქონლის იმპორტი და ექსპორტი) და ოპერაციები, რომლებიც დაკავშირებულია მომსახურების გაწევასა და გადარიცხვების მომსახურებასთან;
  • კაპიტალის ანგარიშის ბალანსი: ამ ჯგუფში შედიან კერძო და სახელმწიფო კაპიტალის, ცენტრალური ბანკების ოფიციალური რეზერვების, უცხოური კრედიტების იმპორტისა და ექსპორტის ოპერაციები;

საგადასახადო ბალანსის მონაცემები ქვეყნდება ყოველკვარტალურად, თვის შუა რიცხვებში, GMT 15:00 საათზე.

სავაჭრო ბალანსი (Balance of Trade)

სავაჭრო ბალანსს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ვალუტის კურსის პროგნოზირებისას, რადგან იგი გამოხატავს საერთაშორისო ბაზარზე ნაციონალური პროდუქციის კონკურენტუნარიანობას, შესაბამისად დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის საზღვრებს გარეთ ვალუტის კურსზე.

სავაჭრო ბალანსი გვიჩვენებს საქონლის იმპორტსა და ექსპორტს შორის სხვაობას. პრაქტიკაში საუბრობენ სავაჭრო ბალანსის დეფიციტზე (უარყოფითი სალდო, იმპორტი აღემატება ექსპორტს) და პროფიციტზე (დადებითი სალდო, ექსპორტი აღემატება იმპორტს). სავაჭრო ბალანსის პროფიციტი ნიშნავს უცხოური ვალუტის შემოდინებას ქვეყანაში, რაც დადებითად მოქმედებს ვალუტის კურსის გამყარებაზე. სავაჭრო ბალანსის დეფიციტის შემთხვევაში, პირიქით – იზრდება საგარეო ვალი, რაც ვალუტის კურსის შესუსტებას იწვევს.

სავაჭრო ბალანსს და ვალუტის კურსს თანაბარი ხარისხით შეუძლიათ ერთმანეთზე გავლენის მოხდენა. მაგალითად, დაბალი ვალუტის კურსი იწვევს, საერთშორისო ბაზარზე ფასების შემცირებას, რაც საქონელს მატებს კონკურენტუნარიანობას, რაც თავის მხრივ იწვევს ექსპორტის ზრდას და საბოლოო ჯამში სავალუტო კურსის ზრდას. ვალუტის მაღალი კურსი კი, იწვევს ექსპორტირებული საქონლის განდევნას ბაზრიდან და მის ჩანაცვლებას უფრო იაფი საქონლით, რაც უარყოფითდ აისახება სავაჭრო ბალანსზე და ვალუტის კურსზე.

სავაჭრო ბალანსის განხილვისას, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ექსპორტს, რადგან სწორედ ექსპორტი ახდენს გავლენას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. როგორც წესი, საფინანსო ბაზრები აანალიზებენ სწორედ ექსპორტის მონაცემებს, რადგან ისინი უფრო მნიშვნელოვნად ითვლება, მაგრამ საქონლის იმპორტის მონაცემებს შეუძლიათ დაახასიათონ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური სიტუაცია. რადგან იმპორტირებული საქონლის ზრდა ნიშნავს სამომხმარებლო მოთხოვნილებას, ან ნედლეულის მარაგების ზრდას, რასაც შეუძლია გავლენა იქონიოს ვალუტის კურსზე.

სავაჭრო ბალანსის მონაცემები, სხვა მონაცემებთან შედარებით, არ არიან აშკარა/უშუალო კავშირში საქმიანი ციკლის პერიოდებთან, სხვა ქვეყნების ეკონომიკურ ციკლებთან განსხვავების გამო, რომელთაც ახასიათებთ საკუთარი სპეციფიკა ამპლიტუდისა და ცვლილებების მიხედვით. მაგრამ, სავაჭრო ბალანსის მაჩვენებელზე გავლენას ახდენენ სეზონური ფაქტორები, რისი გათვალისწინებაც საჭიროა ამ ინდექსის ანალიზისას.

მაჩვენებლის მონაცემები წარმოდგენილია ანგარიშების სახით, რომელიც დაყოფილია კატეგორიებად პროდუქციის/საქონლის მიხედვით: ნედლეული და საწარმოო მარაგები, კვების პროდუქტები, სამომხმარებლო საქონელი, საწარმოო საშუალებები, ავტომობლები და სხვა საქონელი. მაჩვენებლები კორექტირდება სეზონური ცვლილებებით და გამოიხატება ფიქსირებულ და ნომინალურ ფასებში. პრაქტიკაში, ფინანსური ბაზრების ანალიტიკოსები ყურადღებას უთმობენ სავაჭრო ბალანსის საერთო სურათს და არა მის ცალკეულ მონაცემებს, სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის თვალსაზრისით. მაჩვენებლები ქვეყნდება ყოველი თვის მესამე კვირის განმავლობაში.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ინფლაციის დამხმარე მაჩვენებლები

ინფლაციის დამხმარე მაჩვენებლები

გარდა ინფლაციის ძირითადი მაჩვენებლებისა, არსებობს ინფლაციის დამხმარე მაჩვენებლები.