ბიუჯეტისა და საცალო ვაჭრობის მაჩვენებელი

ბიუჯეტისა და საცალო ვაჭრობის მაჩვენებელი

ბიუჯეტისა და საცალო ვაჭრობის მაჩვენებელი საფინანსო ბაზრების ფუნდამენტალურ ანალიზში აქტიურად გამოიყენება.

ბიუჯეტის მაჩვენებლები
  • სახელმწიფო ბიუჯეტი (Federal Budget);
  • სახაზინო ბიუჯეტი (Treasury Budget);
სახელმწიფო ბიუჯეტი (Federal Budget)

მაჩვენებელი ახასიათებს სახელმწიფო ხარჯების მეტობას შემოსავლებზე, ამიტომ ხშირად მას სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის ინდექსს უწოდებენ. სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსი უშუალო გავლენას ახდენს ინფლაციაზე, შესაბამისად ვალუტის კურსზე, ამიტომ ანალიტიკოსები მას განიხილავენ გრძელვადიანი პროგნოზირებისათვის.

ინდიკატორის პარადოქსულობა იმაში მდგომარეობს, რომ საბიუჯეტო შემოსავლებისა და ხარჯების ტოლობის შემთხვევაში, ქვეყნის ეკონომიკური სიტუაცია დადებითად არ მიიჩნევა. საქმე იმაშია, რომ ბიუჯეტის დეფიციტის პრობლემის გადაჭრა იწვევს ინფლაციის ზრდას, ამიტომ სახელმწიფო, ბალანსს არეგულორებს ორი მეთოდით:

  • საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა გადასახადების ხარჯზე;
  • ხარჯების შემცირება სოციალური პარამეტრების ხარჯზე;

პირველ შემთხვევაში ზარალდება გადასახადების გადამხდელი და ბიზნესი, ხოლო მეორე შემთხვევაში სოციალური ჯგუფების ფართო მასები. მაგრამ ბიუჯეტის დეფიციტის პრობლემის გადაუჭრელობაც არ შეიძლება, რადგან იგი ინფლაციური პროცესების კატალიზატორი გახდება, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკურ ვარდნას გამოიწვევს.

აღნიშნული მაჩვენებლის ოქროს შუალედს წარმოადგენს ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც ინფლაციას იჭერს დასაშვებ დონეზე. დეფიციტის დაბალი დონის მხარდაჭერა, ზოგიერთ ქვეყანაში გავლენას ახდენს სამხედრო-სამრწველო კომპლექსზე, რადგან სწორედ ეს სფერო არის საბიუჯეტო ხარჯების ძირითადი მუხლი. ამრიგად, ხდება ზემოქმედება ისეთი ქვეყნების საერთაშორისო ინტრესებზე, სადაც სამხედრო სფერო გავლენას ახდენს პოლიტიკაზე. ანგარიშები სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ ქვეყნდება ყოველი თვის მეორე ნახევარში, GMT 19:00 საათზე.

სახაზინო ბიუჯეტი (Treasury Budget)

ინდიკატორი გამოხატავს, მთავრობის შემოსავლებსა და ხარჯებს შორის ბალანსს და განიხილება, როგორც სახელმწიფო ვალდებულებების მაჩვენებელი. ბიუჯეტის სახაზინო ბალანსს განიხილავენ გრძელვადიანი პროგნოზირებისათვის, ხოლო აპრილის თვეში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, მაშინ როდესაც ფორმირდება პირველი კვარტლის საგადასახადო შემოსავლები. ინდიკატორს შეუძლია განსაკუთრებული გავლენა იქონიოს ბაზარზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც პროგნოზირებული და რეალური მაჩვენებლები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ბიუჯეტის ბალანსის მონაცემები ქვეყნდება ყოველი თვის მესამე კვირის განმავლობაში, GMT 21:00 საათზე.

საცალო ვაჭრობის მაჩვენებლები
  • საცალო გაყიდვები (Retail Sales);
  • ავტომანქანების გაყიდვები (Car Sales);
  • სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანების გაყიდვები (Auto and Truck Sales);
  • საცალო ვაჭრობის ყოველკვირეული კვლევა (Redbook);
საცალო გაყიდვები (Retail Sales)

როგორც მაჩვენებელი, გამოხატავს სამომხმარებლო მოთხოვნის ძალას, საცალო გაყიდვების მოცულობების ცვლილებების დინამიკის შეფასების გზით. გამოყოფენ საქონლის ორ სახეობას: ხანგრძლივი მოხმარების საქონელი და არახანგრძლივი მოხმარების საქონელი. ხანგრძლივი მოხმარების საქონელს უკავია, საცალო გაყიდვების საერთო მასის 40%, საიდანაც 60% უკავია ავტომანქანებს (მსუბუქ და სატვირთოს), ხოლო დანარჩენი 40% – სამშენებლო მასალებს, ავეჯს და საყოფაცხოვრებო საქონელს.

არახანგრძლივი მოხმარების საქონელს (მოხმარების ვადა 3 წლამდე) უკავია ბაზრის 60% და მოიცავს ფართო მოხმარების საქონელს, საწვავს, საკვებ პროდიქტებს და წამლებს. მონაცემები ინდიკატორისათვის იკრიბება მთელი ქვეყნის მასშტაბით, საცალო ვაჭრობის სფეროს ორგანიზაციების შემთხვევითი გამოკითხვის მეთოდით.

ხშირად, ავტომანქანების გაყიდვების სეზონურობიდან გამომდინარე, ინდიკატორს განიხილავენ ისე, რომ გამორიცხავენ ავტომანქანების გაყიდვების მონაცემებს და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ საწვავის და საკვები პროდუქტების მონაცემებს – კატეგორიებს, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებული ფასების, ვიდრე მოთხოვნის ძალის, ცვლილებაზე.

ინდექსი სრულყოფილ მაჩვენებლად არ მიიჩნევა, ვინაიდან არ ითვალისწინებს სერვისულ მომსახურებებს, რომელსაც მთლიანი სამომხმარებლო ბაზრის ნახევარი უკავია. ამის გამო, საცალო გაყიდვების მონაცემების გადახედვა/შესწორება ხდება, მოხმარებისა და პერსონალური შემოსავლების მონაცემების საფუძველზე, რომელიც ქვეყნდება ორი კვირის შემდეგ.

სეზონური რყევების გამო, საცალო გაყიდვების ინდიკატორის და ბიზნეს ციკლის ცვლილებების დინამიკა ერთმანეთს ემთხვევა. ინდიკატორის ზრდა მიუთითებს ეკონომიკისა და ვალუტის კურსის გამყარებაზე. საშუალო სტატისტიკურად, საცალო გაყიდვები იზრდება, თუმცა მონაცემები შესაძლებელია მერყეობდეს თვიდან თვემდე. განსაკუთრებულ თვეებად ითვლება სექტემბერი და დეკემბერი. მაჩვენებელი ქვეყნდება ყოველთვიურად, 13 რიცხვში, GMT 13:30 საათზე.

ავტომანქანების გაყიდვები (Car Sales)

ინდიკატორი ახასიათებს, თვის განმავლობაში ყველა მწარმოებლის მიერ, გაყიდული ავტომანქანების რაოდენობას. ავტომობილების გაყიდვები ითვლება სამომხმარებლო მოთხოვნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მაჩვენებლად, რადგან უკავია მთლიანი საცალო ვაჭრობის მოცულობის მეოთხედი ნაწილი. მაჩვენებელი ქვეყნდება ყოველი თვის პირველი სამი სამუშაო დღის განმავლობაში.

სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანების გაყიდვები (Auto and Truck Sales)

ინდიკატორი ახასიათებს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანების საცალო გაყიდვებს, თანაც ყურადღება ეთმობა ცალ-ცალკე მონაცემებს, როგორც სატვირთო, ასევე მსუბუქი ავტომანქანების შესახებ. მონაცემები იკრიბება ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ყველა მწარმოებლისგან, და ისინი განიხილება, როგორც სეზონური ციკლურობით გამოხატული, წინმსწრები ინდიკატორი. ინდიკატორის გრაფიკი იმეორებს დოლარის კურსის გრაფიკს, რადგან ავტომობილების გაყიდვების წილი, მთლიანი საცალო ბაზრის 25 %-ს წარმოადგენს. მაჩვენებელი ქვეყნდება ყოველი თვის პირველი სამი სამუშაო დღის განმავლობაში, GMT 13:30 საათზე.

საცალო ვაჭრობის ყოველკვირეული კვლევა (Redbook)

მაჩვენებელი არის უმსხვილესი მარკეტების (მაღაზიების) საცალო გაყიდვების ყოველკვირეული საანგარიშო კვლევა. ინდიკატორი, ერთმანეთს მონაცვლეობით ადარებს, მიმდინარე კვირის გაყიდვების მოცულობას, გასული კვირების გაყიდვების მოცულობებს, ანუ მეორე საანგარიშო მონაცემი ედრება პირველს, მესამე – გასულ ორ საანგარიშო მონაცემს და ა.შ. ამიტომ მაჩვენებლის შეფასება შესაძლებელია მხოლოდ, თვის ბოლო კვირას. კვლევა ყალიბდება შეზღუდული რაოდენობის სუპერმარკეტების მონაცემების საფუძველზე, რის გამოც ინდიკატორი მცირე გავლენას ახდენს ბაზრებზე. მაჩვენებელი ქვეყნდება ყოველ სამშაბათს, GMT 14:00 საათზე.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ინფლაციის დამხმარე მაჩვენებლები

ინფლაციის დამხმარე მაჩვენებლები

გარდა ინფლაციის ძირითადი მაჩვენებლებისა, არსებობს ინფლაციის დამხმარე მაჩვენებლები.