შრომის ბაზრის ინდიკატორები

შრომის ბაზრის ინდიკატორები

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს წარმოადგენს შრომის ბაზრის ინდიკატორები, რომლებსაც ეთმობა დიდი ყურადღება.

შრომის ბაზარზე შექმნილი სიტუაცია არის ეკონომიკის მდგომარეობის საკვანძო ფაქტორი. დასაქმების ანალიზით დაკავებულნი არიან სოციალ ეკონომიკური სტატისტიკის ინსტიტუტები, სადაც იხარჯება დიდი ფინანსური რესურსები, რათა სათანადო დონეზე მოძიებული, აკუმულირებული და გაანალიზებული იქნას ინფორმაციები დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ.
შრომის ბაზრის ინდიკატორებია
  • უმუშევრობის დონე (Unemployment Rate);
  • დასაქმებულთა რაოდენობა, რომელიც განისაზღვრება სახელფასო უწყისების მიხედვით, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების გარდა (Nonfarm Payrolls);
  • საშუალო სამუშაო კვირა (Average Workweek);
  • შრომის ბაზრის სტატისტიკა (Employment Situation);
  • თვითდასაქმება (Household Employment);
  • სამუშაო ძალაზე მოთხოვნილების ინდექსი (Help Wanted Index);
  • მიმართვიანობა უმუშევრობის შემწეობის მისაღებად (Jobless Claims);
  • პირველადი მიმართვიანობა უმუშევრობის შემწეობის მისაღებად (Initial Jobless Claims);

უმუშევრობის დონე (Unemployment Rate). აღნიშნული ინდიკატორი ასახავს უმუშევართა და შრომისუნარიანი ადამიანების ერთმანეთთან შეფარდების პროცენტულ მაჩვენებელს. უმუშევრად ითვლება ადამიანი, რომელიც აქტიურად ეძებს სამსახურს და იმყოფება შრომისუნარიან ასაკში. სტატისტიკა იკრიბება ყოველი თვის მე-12 დღეს, 60 000 ოჯახისა და 375 ათასი კომპანიის მონაცემების ანალიზის საფუძველზე. უმუშევართა რაოდენობის ზრდა მეტყველებს ეკონომიკაში მიმდინარე არასახარბიელო პროცესებზე, ასევე შესაძლებელია გახდეს ხალხის მასობრივი პროტესტების ბიძგის მიმცემი და მოსახლეობის სუფთა შემოსავლების შემცირების მიზეზი.

Unemployment Rate ინდიკატორი წარმოადგენს, შრომის ანაზღაურებაზე ინფლაციის ზეწოლის მაჩვენებელს. როგორც წესი, უმუშევრობის დაბალი დონის დროს შრომის ანაზღაურება უფრო სწრაფად იზრდება. აღნიშნულმა მაჩვენებელმა შესაძლებელია მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ბაზარზე. საპროცენტო განაკვეთების ზრდის შემთხვევაში, უმუშევრობის დონის კლება იწვევს ვალუტის კურსის ზრდას. უმუშევრობის მონაცემები ქვეყნდება, ყოველი თვის პირველ პარასკევს GMT 13:30 საათზე, Nonfarm Payrolls პარამეტრის გამოქვეყნების პარალელურად.

დასაქმებულთა რაოდენობა, რომელიც განისაზღვრება სახელფასო უწყისების მიხედვით, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების გარდა (Nonfarm Payrolls). მაჩვენებელი ახასიათებს არა სასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმებული მუშა ხელის რაოდენობის ცვლილებას. სტატისტიკა იკრიბება 500 დარგის მიხედვით, რომელიც არ შედის სოფლის მეურნეობის სექტორში, შერჩევით აღებული 340 ათასი კომპანიისგან. მონაცემებს კრებს შრომითი სტატისტიკის ბიურო, კომპანიების თანამშრომლების შრომის ანაზღაურების, რაოდენობისა და სამუშაო საათების საფუძველზე. Nonfarm Payrolls მაჩვენებელს უწოდებენ “ბაზრების მამოძრავებელ ინდიკატორს”, ვინაიდან მისი მაჩვენებლის ზრდა იწვევს ვალუტის კურსის ზრდას.

Nonfarm Payrolls მაჩვენებელი ხშირად გამოიყენება, როგორც ინფლაციის დონის უმთავრესი მაჩვენებელი და შესაბამისად, როგორც საპროცენტო განაკვეთების მოსალოდნელი, შესაძლო ზრდის სიგნალიზატორი. ინდიკატორის მაჩვენებლის ზრდა თვეში 200 ათასით, უტოლდება მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ით ზრდას. ანალიტიკაში, Nonfarm Payrolls მონაცემები გამოიყენება Unemployment Rate, Hourly Earnings და Average Workweek ინდიკატორებთან ერთობლიობაში. როგორც წესი, Nonfarm Payrolls და უმუშევრობის სხვა მაჩვენებლების მიმართულება განსხვავდება ერთმანეთისგან იმითი, რომ Nonfarm Payrolls არ შეიცავს სოფლის მეურნეობის სექტორს. მაგრამ პრაქტიკაში მაჩვენებლები შესაძლებელია ერთდროულადაც იზრდებოდეს, რაც მიუთითებს საერთო უმუშევრობის ზრდაზე – სოფლის მეურნეობის სექტორის ხარჯზე. ინდიკატორების ერთდროული ვარდნა მიუთითებს ნეგატიურ ტენდენციებზე მრეწველობაში. Nonfarm Payrolls მაჩვენებლები ქვეყნდება ყოველთვურად, პირველ პარასკევს GMT 13:30 საათზე.

საშუალო სამუშაო კვირა (Average Workweek). მაჩვენებელი ახასიათებს თვის განმავლობაში სამუშაო კვირის საშუალო ხანგრძლივობას. იგი ითვლება დამხმარე ინდიკატორად და ბაზარზე უმნიშვნელო გავლენას ახდენს. მაგრამ, სამრეწველო პროდუქციისა (Industrial Production) და პირადი შემოსავლების (Personal Income) ინდიკატორებისათვის, Average Workweek მაჩვენებელი არის განმსაზღვრელი. მონაცემები ქვეყნდება ყოველი თვის პირველ პარასკევს, GMT 13:30 საათზე.

შრომის ბაზრის სტატისტიკა (Employment Situation). სტატისტიკა შედგება ორი მონაცემისაგან:

  • შინამეურნეობების მიხედვით (60 ათასი სუბიექტი);
  • სახელმწიფო დაწესებულებებისა და კომერციული ორგანიზაციების მიხედვით (375 ათასი სუბიექტი);

ამასთან ერთად, ანგარიშები მოიცავენ მონაცემებს სამუშაო კვირის ხანგრძლივობის, არა სასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის, საშუალო საათობრივი ანაზღაურების და საშუალო სამუშაო კვირის შესახებ. მაჩვენებელი ქვეყნდება ყოველი თვის პირველ პარასკევს GMT 13:30 საათზე.

თვითდასაქმება (Household Employment). თვითდასაქმებულად ითვლებიან მოქალაქეები:

  • რომლებიც იღებენ ხელფასს, ან დასაქმებულნი არიან საკუთარ ბიზნესში (Self Employed);
  • საპატიო მიზეზით არა დასაქმებული ადამიანები (შვებულება, ავადმყოფობა, სამსახურებრივი კონფლიქტი), მაგრამ რომლებსაც გააჩნიათ სამუშაო ადგილები/ბიზნესი;

მონაცემებს იღებენ 60 ათსი ადამიანის გამოკითხვის საფუძველზე. გამოკითხვა მოიცავს კერძო მეწარმეებს და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს.

სამუშაო ძალაზე მოთხოვნილების ინდექსი (Help Wanted Index). ინდიკატორი ახასიათებს შრომითი ბაზრის “ძალას” და დასაქმებისთვის მოწვეულთა რაოდენობას. ინდექსის მონაცემები ქვეყნდება ქვეყნის 51 უმსხვილეს გამოცემებში. სამუშაო ძალებზე მოთხოვნის ინდექსის მაღალი მაჩვენებელი მეტყველებს მუშა ხელის დეფიციტზე, რამაც შესაძლებელია შრომის ანაზღაურების ზრდა გამოიწვიოს, რათა მოზიდული იქნას დამატებითი მუშა ხელი, რაც შესაბამისად ინფლაციას იწვევს. აღნიშნული ინდექსი კარგი გამოსაყენებელია ანალიზისთვის ქვეყნის რეგიონების მიხედვით, მაგრამ პრაქტიკულად არავითარ ზეგავლენას არ ახდენს ბაზარზე. მაჩვენებელი ქვეყნდება, ყოველი თვის ბილო ხუთშაბათს GMT 18:00 საათზე.

მიმართვიანობა უმუშევრობის შემწეობის მისაღებად (Jobless Claims). ინდიკატორი მოიცავს მონაცემებს უმუშევრების რაოდენობის შესახებ და გამოხატავს, უმუშევრობისათვის შემწეობის მისაღებად განაცხადების რაოდენობის ცვლილებას ერთი კვირის განმავლობაში.

Jobless Claims მაჩვენებელზე შესაძლებელია გავლენა იქონიოს ადგილობრივმა და ფედერალურმა დღესასწაულებმა, ან სხვა მოკლევადიანმა ფაქტორებმა. მაჩვენებელი წარმოდგენას გვიქმნის Nonfarm Payrolls ინდიკატორის მოსალოდნელი მაჩვენებლის სტატუსის შესახებ. თუ, Jobless Claims მცირდება მთელი თვის განმავლობაში, მაშინ Nonfarm Payrolls ინდიკატორის მაჩვენებელი იზრდება. უმუშევრობისათვის შემწეობის მისაღებად განაცხადების რაოდენობის შემცირება ხელს უწყობს ვალუტის კურსის ზრდას. მაჩვენებელი ქვეყნდება ყოველ ხუთშაბათს GMT 13:30 საათზე.

პირველადი მიმართვიანობა უმუშევრობის შემწეობის მისაღებად (Initial Jobless Claims). ინდექსი ახასიათებს უმუშევრობის შემწეობის მიღებისათვის პირველადი განაცხადების რაოდენობის ცვლილებას. სტატისტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ სეზონური ფაქტორები, რის გამოც საკმაოდ ხშირად ხდება მაჩვენებლის შესწორება. ამიტომ პრაქტიკაში, გამოიყენება ინდიკატორის, 4 კვირის საშუალო მაჩვენებელი, რისი ანალიზის საფუძველზეც გამოაქვთ დასკვნები ქვეყანაში სიტუაციის განვითარების შესახებ. მაჩვენებელი ქვეყნდება ყოველ ხუთშაბათს GMT 13:30 საათზე.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ინფლაციის დამხმარე მაჩვენებლები

ინფლაციის დამხმარე მაჩვენებლები

გარდა ინფლაციის ძირითადი მაჩვენებლებისა, არსებობს ინფლაციის დამხმარე მაჩვენებლები.