წარმოების სექტორის ეკონომიკური მაჩვენებლები

წარმოების სექტორის ეკონომიკური მაჩვენებლები

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური პარამეტრია წარმოების სექტორის ეკონომიკური მაჩვენებლები.

წარმოების სექტორის ეკონომიკური მაჩვენებლებია
  • ინდუსტრიული წარმოების ინდიკატორი (Industrial Production);
  • საწარმოო სიმძლავრეების დატვირთვა (Capacity Utilization);
  • საწარმოო შეკვეთები (Factory Orders);
  • შეკვეთები გრძელვადიანი მოხმარების საქონელზე (Durable Goods Order);
  • კომერციული, ანუ სავაჭრო მარაგები (Business Inventories);
  • საქონლის მარაგი საბითუმო ვაჭრობის საწყობებში (Wholesale Inventories);
  • წარმოების ნაყოფიერებისა და დანახარჯების ინდექსი (Productivity and Costs);

ინდუსტრიული წარმოების ინდიკატორი (Industrial Production). მაჩვენებელი გამოხატავს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას მთლიანობაში, ამიტომ მას განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება და ამ მონაცემების მიხედვით იგეგმება ფინანსური პოლიტიკის შემდგომი ნაბიჯები. Industrial Production მაჩვენებლის ზრდა მიუთითებს ეკონომიკის გამყარებაზე, რაც ქვეყანაში გამოშვებული პროდუქციის, საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის უნარს ზრდის. თავის მხრივ, ეს გარემოება იწვევს ქვეყნის სავაჭრო ბალანსის ზრდას და შესაბამისად სავალუტო კურსის გამყარებას.

Industrial Production მნიშვნელობა დგინდება ქარხნების მიერ გამოშვებული პროდუქციის, მომპოვებითი მრეწველობების და კომუნალური მომსახურების მონაცემების საფუძველზე. კომპანიების მონაცემები ჯგუფდება 225 დარგის მიხედვით. ასევე გამოითვლება სპეციალური მაჩვენებელი, რომელიც იმ დარგების პროცენტული თანაფარდობის ტოლია, სადაც წარმოება გაიზარდა საწარმოების საერთო რაოდენობასთან მიმართებაში – წარმოების დიფუზიური ინდექსი (Production Diffusion Index). მაჩვენებლები ქვეყნდება ყოველი თვის 15 რიცხვში GMT 14:15 საათზე.

საწარმოო სიმძლავრეების დატვირთვა (Capacity Utilization). ინდიკატორი გამოხატავს სამრეწველო პროდუქციისა და ყველა დარგის წარმოების მთლიანი ნაყოფიერების თანაფარდობას. Capacity Utilization ინდიკატორი ითვლება ერთგვარ მაშველ რგოლად რთულ სიტუაციებში, რადგან მას უშუალო დამოკიდებულება აქვს საქმიან ციკლთან. საწარმოო სიმძლავრეების დატვირთვის მიხედვით, შესაძლებელია ვიმსჯელოთ ცენტრალური ბანკების შესაძლო გადაწყვეტილებების შესახებ.

მიჩნეულია, რომ Capacity Utilization ოპტიმალური მაჩვენებელია 85%. ამ დონის ზემოთ მაჩვენებელი მიუთითებს ინფლაციური პროცესების შესახებ, რადგან ქვეყნის ეკონომიკა არის “გადახურებულ” მდგომარეობაში. მაგრამ, ასევე ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ ზედმეტად პროდუქტიულ წარმოებას, რომელიც ინფლაციას იწვევს, შეუძლია გამოიწვიოს საპროცენტო განაკვეთების ზრდა და ვალუტის კურსის გამყარება. თუ ინდიკატორის მაჩვენებელი იმყოფება ოპტიმალური მაჩვენებლის ქვემოთ – მაშინ ეს მიუთითებს ეკონომიკის სისუსტეზე და ვალუტის შესუსტებაზე. მაჩვენებელი ქვეყნდება Industrial Production ინდექსთან ერთად, ყოველთვიურად, 15 რიცხვში, GMT 14:15 საათზე.

საწარმოო შეკვეთები (Factory Orders). ინდიკატორი ახასიათებს სამრეწველო დარგების მოთხოვნილებას, როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი მოხმარების საქონელზე. რაც უფრო მაღალია ინდიკატორის მაჩვენებელი, მით უფრო მაღალია მოთხოვნა და მით უფრო აქტიურია წარმოება, რამაც შესაძლებელია ბიძგი მისცეს მის გაფართოვებას. იმ შემთხვევაში, როდესაც მაჩვენებელი დაბალია, მაშინ წარმოება იკვეცება/იზღუდება/მცირდება. აქედან გამომდინარე ფორმირდება პირდაპირ პროპორციული ურთიერთდამოკიდებულება ვალუტის კურსის მოძრაობასა და მაჩვენებლის სიდიდეს შორის. მაჩვენებელი ქვეყნდება ყოველთვიურად, პირველ სამუშაო დღეს GMT 15:00 საათზე.

შეკვეთები გრძელვადიანი მოხმარების საქონელზე (Durable Goods Order). განსაზღვრების მიხედვით გრძელვადიანი მოხმარების საქონელის არის – საქონელი, რომელიც გამოიყენება რამდენიმე თვის, ან წლის განმავლობაში. მაგალითად: ტელევიზორი, მაცივარი, ავტომობილი და ა.შ. Durable Goods Order ინდიკატორი გამოხატავს შეკვეთების სტატისტიკურ მონაცემებს აღნიშნულ საქონელზე. სტატისტიკა მოიცავს 5 ათასი მწარმოებლის შეკვეთებს, რომლებიც გაფორმებულია კონტრაქტებით და ხელშეკრულებებით და რომლებშიც ასახულია მათი აუცილებელი შესრულების პირობა. დარგების მიხედვით შეკვეთები იყოფა ოთხ კატეგორიად: მანქანათმშენებლობა, ლითონგადამამუშავებელი წარმოება, ტრანსპორტი და ელექტრომოწყობილობების წარმოება.

სატრანსპორტო და სამხედრო შეკვეთების ცვალებადობების გამოსარიცხად გამოიყენება ორი დამატებითი ინდიკატორი: Durable Goods Orders Excluding Defence (არ ითვალისწინებს სამხედრო წარმოების შეკვეთებს) და Durable Goods Orders Excluding Transportation (არ ითვალისწინებს სატრანსპორტო შეკვეთებს).

თავისი არსით ინდიკატორი გამოხატავს მყიდველების ნდობას. რაც უფრო მეტია მაჩვენებლის მნიშვნელობა, მით უფრო მეტი მოცულობის საქონლის ყიდვა და მეტი თანხის დახარჯვა შეუძლია მომხმარებელს. ამ გზით, მაჩვენებელი ხელს უწყობს ვალუტის კურსის გამყარებას, ხოლო მცირე მაჩვენებლის დროს პირიქით, ვალუტის კურსი სუსტდება. მაჩვენებელი ქვეყნდება ყოველთვიურად, 26 რიცხვში, GMT 13:30 საათზე.

კომერციული, ანუ სავაჭრო მარაგები (Business Inventories). ინდიკატორი გამოხატავს წარმოებული საქონლის მოცულობას, რომლებიც ინახება საწყობებში. რაც უფრო მაღალია მისი მაჩვენებელი, მით უფრო სუსტია საქონლის გასაღების პროცესი, სხვადასხვა მიზეზების გამო, იქნება ეს – მოსახლეობის შემოსავლების კლება, თუ საქონლის დაბალი კონკურენტუნარიანობა. როგორც წესი დასაწყობებული საქონლის რაოდენობის ზრდა იწვევს ვალუტის კურსის ვარდნას. მონაცემები იკრიბება მწარმოებლების, აგრეთვე საცალო და საბითუმო სავაჭრო კომპანიების ანგარიშების/ბალანსის საფუძველზე. ინდიკატორი ითვლება ჩამომრჩენად, რადგან ეკონომიკური ვარდნის სტადიაში, მისი მაჩვენებელი სწრაფად იზრდება, ვიდრე აღდგენის სტადიაში.

მონაცემები ქვეყნდება ყოველთვიურად, Durable Goods Order ინდიკატორის გამოქვეყნებიდან მე-6 დღეს, GMT 13:30 საათზე – სამი მაჩვენებლის სახით: მარაგები, საქონლის რეალიზაცია და მარაგისა და გაყიდვების შეფარდება.

საქონლის მარაგი საბითუმო ვაჭრობის საწყობებში (Wholesale Inventories). ინდიკატორი გვიჩვენებს საქონლის საბითუმი და საცალო რეალიზაციის თანაფარდობას. ინდიკატორის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს უძრაობის ნეგატიური პროცესებზე ეკონომიკაში და საწყობების საქონლით გაჯერებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მაჩვენებელი მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს ბაზარზე, მისი ასეთი გრძელვადიანი ტენდენცია შესაძლებელია სერიოზულად აისახოს ვალუტის კურსზე. მაჩვენებელი ქვეყნდება ყოველთვიურად, 10 რიცხვში, GMT 15:00 საათზე.

წარმოების ნაყოფიერებისა და დანახარჯების ინდექსი (Productivity and Costs). ინდექსი გამოხატავს წარმოებული საქონლის დამოკიდებულებას, მისი წარმოებისათვის დახარჯულ დროსთან. თავისი არსით ინდიკატორი გვიჩვენებს შრომითი ნაყოფიერების და დანახარჯების თანაფარდობას. პრაქტიკაში, ინდექსის დინამიკა გამოიყენება დანამატი საწარმოო მოცულობების და ინფლაციის პროგნოზირებისათვის. მაჩვენებელი ქვეყნდება ყოველი კვარტლის მე-2 თვეში, 7 რიცხვში, GMT 13:00 საათზე.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ინფლაციის დამხმარე მაჩვენებლები

ინფლაციის დამხმარე მაჩვენებლები

გარდა ინფლაციის ძირითადი მაჩვენებლებისა, არსებობს ინფლაციის დამხმარე მაჩვენებლები.