ინფლაციის არსი – ყველასთვის ცნობილი ცნებაა, თუმცა ამავდროულად ძალიან მტკივნეულიც.
90-იან წლებში ძალიან აქტუალური იყო ფასების არაკონტროლირებადი ზრდა და ჯერ საბჭოთა მანეთის, ხოლო შემდეგ ქართული კუპონის არაკონტროლირებადი გაუფასურება. მიუხედავად ამისა, ბევრმა ბოლომდე, ან საერთოდ არ იცის ინფლაციის არსი. ამიტომ ინფლაციის, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებზე და ნაციონალური ვალუტის კურსზე მისი გავლენის მექანიზმები, ბევრისთვის საიდუმლოა და ხოლო ზოგიერთები, მათ შორის ძალად ექსპერტები, ისე მსჯელობენ ინფლაციის შესახებ, რომ მათი ნააზრევი, რბილად რომ ვთქვათ ღიმილის მომგვრელია. სტატიაში შევეხებით ინფლაციის განსაზღვრებას, მის სახეობებს ფორექსის სავალუტო ბაზარზე ვაჭრობის კონტექსტში.
ინფლაცია – არის ფულის მსყიდველობითი უნარის შემცირების (გაუფასურების) პროცესი, რომელსაც თან სდევს ფასების ზრდა პროდუქციასა და მომსახურებაზე. აღნიშნული პროცესი გამიოსახება თვის ან წლიურ პროცენტულ მაჩვენებელში, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი ერთი, რომელიმე ცალკე აღებული ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის, სხვა ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობასთან შედარება. აღსანიშნავია, რომ ყველაზე განვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყნებსაც კი ახასიათებთ ინფლაციის პრობლემა. უფრო მეტიც, ინფლაციის მცირე ტემპები ხელს უწყობენ ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას, ვინაიდან ესეთი ინფლაცია ასტიმულირებს მოთხოვნას, შესაბამისად წარმოებას ქვეყნის შიგნით.
სხვადასხვა ასპექტების ჭრილში, ინფლაცია კლასიფიცირდება სახეობების და ტიპების მიხედვით: ზრდის ტემპები, წარმოშობის უეცრობა, ერთგვაროვნება და ა.შ. მოკლედ განვიხილავთ ამ კლასიფიკაციას და არ შევალთ სიღრმეებში, ვინაიდან ჩვენ, ფორექსის ბაზარზე სავალუტო წყვილების კოტიებებისა და ინფლაციის ურთიერთდამოკიდებულების პრაქტიკული საკითხები უფრო გვაინტერესებს.
ტემპების თვალსაზრისით გამოყოფენ: მცოცავ ინფლაციას (წელიწადში 10 %-მდე), აჩქარებულ ინფლაციას (წელიწადში 10 %-დან 500 %-მდე) და ჰიპერინფლაციას (წელიწადში 500 %-დან ზემოთ).
საქონლის სხვადასხვა ჯგუფებზე ფასების ზრდის განსხვავებულობის თვალსაზრისით, ინფლაციას ყოფენ ორ ჯგუფად: დაბალანსებულად და არადაბალანსებულად. დაბალანსებული ინფლაციის დროს პრაქტიკულად ერთნაირი ტემპით იზრდება ფასები სხვადასხვა კატეგორიის საქონელზე და მომსახურებაზე. არადაბალანსებული ინფლაციისთვის დამახასიათებელია ასეთი ფასების ზრდის ტემპებში განსხვავება.
ინფლაცია შესაძლებელია იყოს აშკარა და ჩახშობილი (ფარული). აშკარა ინფლაცია დამახასიათებელია ქვეყნებისათვის, სადაც მუშაობს საბაზრო რეგულირებები, სადაც სახელმწიფოს მონაწილეობა ფასწარმოქმნაში – მინიმალურია. ასეთ ინფლაციის დროს პროდუქციაზე და მომსახურებაზე ფასები იზრდება, ხოლო ნაციონალური ვალუტის კურსი იკლებს. ჩახშობილი ინფლაცია დამახასიათებელია ქვეყნებისათვის, სადაც სახელმწიფო აქტიურ მონაწილეობას იღებს ფასწარმოქმნაში. ინფლაციის ასეთი სახეობა გამოიხატება პროდუქციის დეფიციტში, იწვევს ჩრდილოვანი ეკონომიკის წარმოშობას, ბარტერული წესით ანგარიშწორებას და ფულადი მასის მოსახლეობაში დალექვას.
ინფლაციის კიდევ რამდენიმე ასპექტების კლასიფიკაცია არსებობს, თუმცა ფორექს ტრეიდერისთვის მათი ცოდნა არ არის საჭირო.
სახეობების მიხედვით დაყოფის გარდა, მათი კლასიფიცირება მიღებულია ტიპების მიხედვით: მოთხოვნის ინფლაცია და ხარჯვითი ინფლაცია. მოთხოვნის ინფლაცია განპირობებულია პროდუქციასა და მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდით, რომელიც გამოწვეულია მოსახლეობაში ზედმეტი (გაჯერებული) ფულადი მასის არსებობით, სახელმწიფო ხარჯების ზრდით, ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებით და სხვა მიზეზებით. ხარჯვითი ინფლაცია განპირობებულია პროდუქციაზე და მომსახურებაზე ფასების ზრდით, რომელიც თავის მხრივ გამოწვეულია მათი თვითღირებულების მატებით. ვინაიდან თვითღირებულებას აფორმირებს ხელფასი, ნედლეულის ღირებულება, ენერგორესურსის ღირებულება, საწვავის ღირებულება და ა.შ. ამიტომ, ნებისმიერი ამ და სხვა შემადგენლის ფასის ზრდამ შესაძლებელია გამოიწვიოს წარმოების მოცულობის შემცირება და ფასის ზრდა.
სტატიაში მოკლედ ვისაუბრეთ ინფლაციის თეორიულ საფუძვლებზე. შემდეგ სტატიაში განვიხილავთ ინფლაციურ მაჩვენებლებს, რომლებიც ახასიათებენ ინფლაციას, შესაძლებლობას გვაძლევენ რათა გავაანალიზოთ იგი და წარმოადგენენ ფორექსზე ვალუტის ყიდვის ან გაყიდვის სავაჭრო გადაწყვეტილებების მიღების წინაპირობას.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით