ფორექსის სასაქონლო ვალუტები

ფორექსის სასაქონლო ვალუტები

ფორექსის სასაქონლო ვალუტები, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცნებაა სავალუტო ბაზარზე. როგორც უკვე ავღნიშნეთ ვალუტის ფასი განისაზღვრება მრავალი ფაქტორით, რომელთა შორისაც არის ეკონომიკური, პოლიტიკური, ფსიქოლოგიური და მრავალი სხვა. ყველა ჩემოთვლილი ფაქტორი, ცალკე აღებული რომელიმე ქვეყნის ვალუტის კურსზე ამა თუ იმ ზეგავლენას ახდენს – ზოგიერთი ფაქტორის გავლენა უფრო მეტია, ზოგის უფრო მცირე. მაგრამ ფორექსის ბაზარზე არსებობს ვალუტები, რომელთა ფასი პრაქტიკულად განპირობებულია ერთადერთი ფაქტორით – ვალუტის ქვეყნის ექსპორტთ. ასეთ ვალუტებს ფორექსზე უწოდებენ – სასაქონლო ვალუტებს (Commodity Currencies).

სასაქონლო ვალუტების სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ ვალუტის წარმომქმნელი ქვეყნების ეკონომიკები პრაქტიკულად მთლიანად დამოკიდებული არიან სხვადასხვა ნედლეულის ექსპორტზე – ნავთობი, გაზი, ძვირფასი მეტალები, სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ასეთი ქვეყნები ბევრია, მაგრამ მათ შორის ძირითადი არის კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია. ვინაიდან თითოეული მათგანის ვალუტას ჰქვია დოლარი, ამიტომ ამ კონტესტში, ფორექსზე მათ სასაქონლო დოლარებს (Commodity Dollars, Comdolls) უწოდებენ. ის ფაქტი, რომ ნედლეულის ექსპორტი ამ ქვეყნების ეკონომიკების განმსაზღვრელია, ამიტომ მსოფლიო ბაზარზე შესაბამის ნედლეულზე ფასის ზრდა იწვევს ამ ქვეყნის ნაციონალური ვალუტის კურსის ზრდას, და პირიქით. მიჩნეული, რომ ადგილი აქვს ვალუტის კურსისა და ნედლეულის ფასის კორელაციას.

კანადური დოლარი (CAD), ავსტრალიური დოლარი (AUD) და ახალზელანდიური დოლარი (NZD) არის, ფორექსის ბაზარზე ყველაზე აქტიურად მოვაჭრე სავალუტი წყვილები (Major Currency Pairs). ამიტომ მათი, როგორც სასაქონლო ვალუტების თავისებურებების შესწავლა, არის წარმატებული ვაჭრობისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი.

განვიხილოთ სასაქონლო ვალუტები

კანადა ნავთობის მარაგების თვალსაზრისით მსოფლიოში მე-2 ადგილზეა საუდის არაბეთის შემდეგ. როგორც ვიცით, ნავთობს უწოდებენ “შავ ოქროს”, რაც მიუთითებს მის ღირებულებაზე და მოთხოვნაზე. თავისი მომგებიანი გეოგრაფიული მდებარეობით, კანადა, ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორია. აშშ პირიქით განიცდის ამ რესურსის უკმარისობას და წარმოადგენს ნავთობის უმსხვილეს იმპორტიორს. ამიტომ ნავთობზე ფასის ცლილება აისახება USD/CAD სავალუტო წყვილის კურსზე – უკუპროპორციულად. ნავთობზე ფასის ზრდა იწვევს USD/CAD კურსის ვარდნას (იაფდება აშშ დოლარი), ხოლო ნავთობზე ფასის კლება შესაბამისად იწვევს USD/CAD კურსის აწევას (აშშ დოლარის გაძვირება). ამიტომ, ამ შემთხვევაში საუბრობენ USD/CAD სავალუტო კურსის და ნავთობის ფასის საპირისპირო კორელაციაზე. განხილული შემთვხვევა – არის საკმაოდ მყარი ურთიერთკავშირის სახეობა. ამ ფაქტის ცოდნა კარგი, დამატებითი ინსტრუმენტი იქნება ფორექსზე USD/CAD სავალუტო წყვილის ცვლილების პროგნოზირებისათვის.

ავსტრალიის ეკონომიკა უმეტესწილად დამოკიდებულია ოქროს ნაწარმის ექსპორტზე, რომელიც შეადგენს ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 50%-ზე მეტს. ოქროზე მსოფლიო ფასისა და სავალუტო წყვილის AUD/USD კურსის კორელაცია უფრო დიდია ვიდრე ნავთობისა და სავალუტო წყვილის AUD/USD კურსის კორელაცია. არსებობდა ისეთი ტენდენციაც, როდესაც ოქროს ფასის შემობრუნება შესაბამისად წინ უძღვოდა AUD/USD კურსის შემობრუნებას. იმასთან ერთად, ოქროს ფასს და AUD/USD კოტირებას შორის არის პირდაპირი კორელაცია, მაინც სასურველია კორელაციის განხილვა გრძელვადიან პერიოდში.

ახალი ზელანდიის ეკონომიკაში, რომელიც ასევე ექსპორტზეა ორიენტირებული, რაიმე ერთი სახეობის პროდუქციის გამოყოფა არ იქნებოდა სწორი. საექსპორტო პროდუქციებია: რძის პროდუქტები, ხორცი, თევზი, ხე-ტყე და ა.შ. ასეთი მრავალფეროვნების გამო, საექსპორტო პროდუქციისა და NZD/USD კოტირებასთან კორელაციის გამოსავლენად გამოიყენება სასაქონლო ბაზრების ბიუროს ინდექსი (Commodity Research Bureau Index, CRB Index). იგი წარმოდგენილია ნედლეული პროდუქტების მსოფლიო კალათით და აგრეთვე წარმოადგენს მსოფლიო ინფლაციის ზრდის ინდიკატორს. CRB Index და სავალუტო კურსსს NZD/USD გააჩნია პირდაპირი კორელაცია. ისტორიული მაჩვენებლების მიხედვით, სავალუტო კურსი NZD/USD ძალიან არის დამოკიდებული ნედლეულზე მსოფლიო ფასებზე. ამის ცოდნაც კარგი ინსტრუმენტია ფორექსის ბაზრის პროგნოზირებისას.

სასაქონლო ვალუტების კორელაცია

რეზიუმე: ფორექსზე ნედლეულზე ფასებისა და სასაქონლო ვალუტების კურსების კორელაციის გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ექსპორტი არის მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკის ერთი ნაწილი. სასაქონლო ვალუტებზე პოზიციების გახსნისა და დახურვის გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ სხვა ფაქტორების გათვალისწინებითაც, რომლებიც გავლენას ახდენენ ქვეყნის ეკონომიკაზე. მაგალითად, რეფინანსირების განაკვეთი, პოლიტიკური სიტუაცია და სხვა.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

ასევე დაგაინტერესებთ:

Margin Call

Margin Call

Margin Call – ეს ფრაზა ნებისმიერ ტრეიდერს არასასიამოვნო ჟრუანტელს ჰგვრის. სადილინგო ცენტრების მეშვეობით, საფინანსო ბაზარზე …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.