სარჩევი
იმისათვის, რომ უფრო ზუსტად გავიაზროთ წინა სტატიებში შესწავლილი ფორექსის ტერმინები, უნდა ვისწავლოთ ფორექსზე შესრულებული სავაჭრო ოპერაციების შედეგად მიღებული მოგების და წაგების გამოთვლა.
ჩვენ უკვე ვიცით, რომ ფორექსზე სავაჭრო ოპერაციების განხორციელება შესაძლებელია რომელიმე სადილინგო კომპანიის მეშვეობით. სადილინგო კომპანია ტრეიდერს გაუხსნის ანგარიშს, რის შემდეგაც ჩვენ ჩავრიცხავთ ამ ანგარიშზე თანხას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ განვახორციელებთ სავაჭრო ოპერაციებს. ყველა მოგება და წაგება, მიუხედავად ვალუტის ტიპისა, რომელთანაც ჩვენ ვმუშაობთ, გამოთვლილი იქნება იმ ვალუტით, რომლითაც გახსნილი გვაქვს ანგარიში. იმისათვის, რომ გავიგოთ როგორ გამოითვლება მოგება და წაგბა, საჭიროა განვიხილოთ ფინანსური რეზულტატის გამოთვლის საერთო ფორმულა.
სავაჭრო ოპერაციების რეზულტატის გამოთვლის ფორმულა
A = ( b – c ) * d * e – f * e ± g, სადაც
- A – ფინანსური რეზულტატი;
- b – გაყიდვის ფასი;
- c – ყიდვის ფასი;
- d – 1 პუნქტის ღირებულება;
- e – ლოტების რაოდენობა;
- f – საკომისიო გადასახადი;
- g – საბანკო ინტერესი;
სავაჭრო ოპერაციების ფინანსური რეზულტატი
ფინანსური რეზულტატი = (გაყიდვის ფასი – ყიდვის ფასი) * 1 პუნქტის ღირებულება * ლოტების რაოდენობა – საკომისიო გადასახადი * ლოტების რაოდენობა ± საბანკო ინტერესი.
ჩავსვათ ამ ფორმულაში კოტირება USD/JPY სავაჭრო ოპერაციისთვის – 1 ლოტით. ყიდვა განხორციელებული იყო კოტირებით 9,210, ხოლო გაყიდვა – 9,230.
189,841 = ( 9230 -9210 ) * 10 * 1 – 10 * 1 – 0.159
კოტირება უნდა ჩავწეროთ სრულად, მძიმეების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ უარყოფით მნიშვნელობას.
აღნიშნული ფორმულა გამოიყენება, მხოლოდ მაშინ, როდესაც გახსნილია ყიდვის ორდერი, ანუ გახსნილია გრძელი პოზიცია. თუ გახსნილია გაყიდვის ორდერი, ანუ მოკლე პოზიცია, მაშინ ყიდვის ფასს და გაყიდვის ფასს უნდა შევუნაცვლოთ ადგილები. არ დაგავიწყდეთ საბანკო ინტერესი, თუ პოზიცია არ იქნება ღია მეორე დღისთვის, ანუ დაიხურება იმავე დღეს, მაშინ მისი გათვალისწინება ფორმულაში არ არის საჭირო.
საკომისიოს რაოდენობა, საბანკო ინტერესი და სპრედი თითოეული ვალუტისათვის შესაძლებელია იხილოთ საბროკერო ფირმების საიტებზე, შესაბამის ცხრილებში.
ყველა სადილინგო ცენტრში, ყველა ფინანსური რეზულტატის გამოთვლა ხდება ავტომატურად. მაგრამ ამ სტატიაში ჩვენთვის მთავარია გავიგოთ დაანგარიშების პრინციპის თეორია, თანაც თუ საჭიროა იგი პრაქტიკაშიც გამოვიყენოთ, რათა “ემანდ” რამე არ შეგვეშალოს ჩვენ ან ბროკერს.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით